ორკბილას ბალახი

ორკბილას ბალახი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: შემომგარსველი, შემკვრელი და ანტაციდური საშუალება. ფიტოპრეპარატები

შემადგენლობა
ორკბილას ბალახი შეიცავს ფლავონოიდებს, კაროტინოიდებს, მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს, აცეტილსალიცილის მჟავას, ეთერზეთებს, მიკროელემენტებს, ასკორბინის მჟავას, ამინებს და სხვ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს ახასიათებს დიურეზული, ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული და ჭრილობის შემახორცებელი თვისება

ჩვენებები
გამოიყენება დიათეზის, კანის ჩირქოვანი დაავადებების დროს. მცენარეს ახასიათებს ანთების და ალერგიის საწინააღმდეგო თვისებები. ფართოდ იყენებენ დიათეზიანი ბავშვების სამკურნალოდ აბაზანების სახით. ორკბილას იყენებენ როგორც სუსტ შარდმდენ და ოფლისმომგვრელ საშუალებას სასუნთქი გზების დაავადებების შემთხვევაში. ეფექტურია რაქიტის, ნეკრესის ქარის, ღვიძლის დაავადებების დროს, ახასითებს სუსტი დამამშვიდებელი მოქმედება.

გამოშვების ფორმა: 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ნატურფარმი, საქართველო

გაფრთხილება