ორონატი (გრანული)

ორონატი (გრანული). ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო, მთრიმლავი საშუალება. ფიტოპრეპარატი

შემადგენლობა: ტუხტის ფესვები, მუხის ქერქი, თავშავას ბალახი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებების დროს ავლენენ ანტიბაქტერიულ და რეგენერაციულ თვისებებს. მთრიმლავი ნივთიერებები ხელს უწყობენ პათოგენური მიკროორგანიზმებიდან პროტოპლაზმური ცილების დენატურაციას, რაც იწვევს მათი განვითარების დათრგუნვას.

ჩვენებები
გამოიყენება პირის ღრუს, ხახის და საყლაპავის ანთებითი პროცესების — სტომატიტის, გინგივიტის, ლარინგიტის, ფარინგიტის დროს. განსაკუთრებით ეფექტურია პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და ღრძილების ანთებითი პროცესების შემთხვევაში.

გამოშვების ფორმა: 50 გრ. გრანული მოთავსებული ქილაში მუყაოს შეფუთვით

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ნატურფარმი, საქართველო

გაფრთხილება