ჰელმინტოქსი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): პირანტელი/ PYRANTEL

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰელმინთური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 6 ც.
1 ტაბ.
პირანტელი ………… 125 მგ
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 3 ც.
1 ტაბ.
პირანტელი………..  250 მგ
პერორალური სუსპენზია: ფლაკონში 15 მლ
2.5 მლ
პირანტელი………..  125 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი აქტიურია მახვილა ჭიების Enterobius vermicularis, ასკარიდების Ascaris lumbricoides, ანკილოსტომების (Ancilostoma duodenale და Necator americanis-ის) მიმართ. იგი იწვევს მის მიმართ მგრძნობიარე ჰელმინთების ნერვ-კუნთოვან ბლოკადას და უზრუნველყოფს მათ გადევნას ნაწლავებიდან. პრეპარატი აქტიურია ნაწლავებში მყოფ მის მიმართ მგრძნობიარე ორივე სქესის ჰელმინთების მიმართ და არ მოქმედებს ქსოვილებში მიგრირებულ ჭუპრებზე.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი პრაქტიკულად არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. 50%-ზე მეტი რაოდენობით გამოიყოფა უცვლელი სახით ფეკალიებით.
ჩვენებები:
ასკარიდოზი;
ენტერობიოზი (მახვილა ჭიებით ინვაზია);
ანკილოსტომოზი.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება ერთჯერადად. მისაღები დოზა დგინდება ინდივიდუალურად პაციენტის სხეულის წონის მიხედვით.
რეკომენდებული დოზირება:

პაციენტები 125 მგ ტაბ. 250 მგ ტაბ. სუსპენზია
10 კგ-ზე ნაკლები წონის ჩ/ბავშვები 1 ტაბ. 1 კოვზი

 

10-20 კგ წონის მქონე ბავშვები 2 ტაბ. 2 კოვზი
20-30 კგ წონის მქონე ბავშვები 3 ტაბ. 3 კოვზი

 

30-40 კგ წონის მქონე ბავშვები 4 ტაბ. 4 კოვზი
40-50 კგ წონის მქონე ბავშვები 5 ტაბ. 5 კოვზი
75 კგ-ზ ნაკლები წონის მქონე მოზრდილები 6 ტაბ. 3 ტაბ. 6 კოვზი
75 კგ-ზე მეტი წონის მქონე მოზრდილები 8 ტაბ. 4 ტაბ. 8 კოვზი

 

ენტერობიოზისა და ასკარიდოზის მკურნალობისას პრეპარატი მიიღება ერთჯერადად რეკომენდებულ დოზებში, ენტერობიოზის მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს 3 კვირის შემდეგ პრეპარატის განმეორებითი მიღება. Necator americanis ინვაზიის ან Ancilostoma duodenale-თი ინვაზიის მძიმე ფორმის დროს (ეპიდემიის ზონაში) პრეპარატი მიიღება 2-3 დღის განმავლობაში 1 ან 2 მიღებაზე შემდეგი რეკომენდებული დოზით:

პაციენტები 125 მგ ტაბ. 250 მგ ტაბ. სუსპენზია
6 წლამდე ასაკის ბავშვები     2 კოვზი/10 კგ წონაზე

 

6 წლის ასაკის ზევით ბავშვები 2 ტაბ/10 კგ სხეულის წონაზე 2 ტაბ/20 კგ  
75 კგ წონის მქონე მოზრდილები 12 ტაბ. 6 ტაბ. 12 კოვზი
75 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე მოზრდილები   8 ტაბ. 16 კოვზი

Ancilostoma duodenale-თი ინვაზიის მსუბუქი ფორმის დროს (არა ეპიდემიის ზონაში) პრეპარატი მიიღება დღე-ღამეში ერთხელ დოზით 10 მგ/კგ-ზე.
გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: იშვიათად აღინიშნება გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, მადის დაქვეითება, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ტრანზიტორული მომატება.
ცნსის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში ადგილი აქვს თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ძილის დარღვევას.
ალერგიული რეაქციები: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება გამონაყარი კანზე.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პირანტელის ან სხვა ინგრედიენტების მიმართ;
* მიასთენია;
* ღვიძლის უკმარისობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს, ვინაიდან არ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ პრეპარატის უსაფრთხო გამოყენებას ამ პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები:
◄ ჰელმინტოქსის გამოყენება არ საჭიროებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წინასწარ სპეციალურ მომზადებას და საფაღარათო საშუალებების მიღებას.
◄ საჭიროა მკაცრად დავიცვათ ჰიგიენის წესები და სასურველია ოჯახის წევრების ერთდროული მკურნალობა.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ვინაიდან პრეპარატი პრაქტიკულად არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი კონცენტრაცია პლაზმაში არ არის მაღალი. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციის მოშლა, დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; იშვიათად – ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება.
მკურნალობა: რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის მონიტორინგი. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ჰელმინტოქსის და პიპერაზინის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული;
– ჰელმინტოქსისა და ლევამიზოლის კომბინირებისას მოსალოდნელია ამ უკანასკნელის ტოქსიკური ეფექტის გაძლიერება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL, INNOTHERA CHOUZY

გაფრთხილება