მკურნალობა უცხოეთში


ანუზოლი

ანუზოლი. Anusole. ბუასილის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – comb. drug. მწარმოებელი ფირმა – Stada (გერმანია).

ანუზოლის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

 

ანუზოლი. Anusole გამოდის რექტალური სუპოზიტორიის ფორმით. 1 სანთელი შეიცავს: ქსეროფორმს 0,1გ, შმაგას (ბელადონას) ექსტრაქტს 0,02 გ, თუთიის სულფატს 0,05 გ, გლიცერინს გამოხდილს 0,12 გ, სანთლის ფუძეს 2,14-დან 2,36 გ სანთლის მიღებამდე.

ანუზოლის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე 

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ანუზოლი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში. აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ანუზოლი ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ mpifarm@gmail.com

ანუზოლის ფასები ფარმადეპოში
ანუზოლის ფასები ავერსში
ანუზოლის ფასები psp-ში
ანუზოლის ფასები სხვა აფთიაქებში

ანუზოლის აქტიური ნივთიერება

Comb.drug.

ანუზოლის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ბუასილი
  • ნახეთქები უკანა ტანის

ანუზოლის საფირმო აღწერიდან 

ანუზოლის აღწერილობა

სანთლები მომწვანო-მოყვითალო ფერის ან მომწვანო-მოყვითალო ფერის წაბლისფერი ელფერით ან ღია ყავისფერი ქსეროფორმის სუნით, ტორპედოსმაგვარი ფორმის.

ანუზოლის ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატს გააჩნია სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, შემომგარსველი და გამშრობი მოქმედება

ანუზოლის ჩვენებები

ბუასილისა და უკანა ტანის ნახეთქების დროს

ანუზოლის მიღების წესები და დოზები

სანთლები, წინასწარ თავისუფლდება შეფუთვიდან მაკრატლის საშუალებით, შეყავთ ღრმად სწორ ნაწლავში. ინიშნება 1 სანთელი 2-3 ჯერ დღეში. მაქსიმალური დოზა _ 7 სანთელი.

ანუზოლის უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
გლაუკომა;
წინამდებარე ჯირკვლის ადენომა.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთა საქმიანობა მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას, სწრაფ ფსიქიკურ რეაქციებს (მათ შორის ავტომობილის მართვა, მუშაობა მექანიზმებთან).

შენახვის პირობები და ვადები: 2 წელი
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

ანუზოლი ინახება მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +20°C.

 

_______________________________________

Comments are closed.

nostalgia

vaka