ბელადონას რექტალური სუპოზიტორია

ბელადონას რექტალური სუპოზიტორია

ბელადონას რექტალური სუპოზიტორიას ზოგადი ინფორმაცია

ბელადონას რექტალური სუპოზიტორია. Belladona rectal suppositories. ბუასილის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება –ბელადონას ფოთლები. Belladonna folia. მწარმოებელი ფირმა – Stada (გერმანია).

ბელადონას რექტალური სუპოზიტორიას შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

 

ბელადონას რექტალური სუპოზიტორია. Belladona rectal suppositories გამოდის 15მგ რექტალური სუპოზიტორიის ფორმით.ერთი სუპოზიტორია შეიცავს ბელადონას ექსტრაქტს ბლანტ – 0,015გ, სინთეზურ ფენოლს სამედიცინო მიზნებისათვის – 0,0014გ, ფუძეებს სუპოზიტორებისათვის (პოლიეთილენოქსიდი 1500 და პოლიეთილენოქსიდი-400) – საკმარისი ოდენობა სუპოზიტორის მისაღებად მასით 1,52-დან 1,68-მდე.

ბელადონას რექტალური სუპოზიტორიის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ბელადონას რექტალური სუპოზიტორია, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ბელადონას რექტალური სუპოზიტორიის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ბელადონას რექტალური სუპოზიტორიის  ფასები ფარმადეპოში
ბელადონას რექტალური სუპოზიტორიის  ფასები ავერსში
ბელადონას რექტალური სუპოზიტორიის  ფასები psp-ში
ბელადონას რექტალური სუპოზიტორიის  ფასები სხვა აფთიაქებში

ბელადონას რექტალური სუპოზიტორიას აქტიური ნივთიერება

ბელადონას ფოთლები. Belladonna folia. ბელადონას ფოთლებს მიაკუთვნებენ  მ-ქოლინოლიტიკების ჯგუფს.

ბელადონას რექტალური სუპოზიტორიას გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ბუასილი
  • ნაპრალები ანუსის

ბელადონას რექტალური სუპოზიტორიას საფირმო აღწერიდან

ბელადონას რექტალური სუპოზიტორიას ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატს გააჩნია სპაზმოლიზური, ტკივილდამაყუჩებელი მოქმედება.

ბელადონას რექტალური სუპოზიტორიას ჩვენებები

გამოიყენება ბუასილისა და ანუსის ნაპრალების დროს.

ბელადონას რექტალური სუპოზიტორიას მიღების წესები და დოზები

კონტურულ შეფუთვას ჭრიან მაკრატლით და ამოაქვთ სუპოზიტორები.  მიიღება რექტალურად 1 სუპოზიტორია დღე-ღამეში 2-3-ჯერ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 10 სუპოზიტორია.

ბელადონას რექტალური სუპოზიტორიას გვერდითი მოვლენები

მომატებული მგრძნობელობისას ან პრეპარატის ჭარბი დოზის მიღებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, პირის სიმშრალე, ყაბზობა, გულისცემის შეგრძნება, გუგების გაფართოება, მხედველობის დარღვევა, იშვიათ შემთხვევებში – ფსიქომოტორული აღგზნება, კრუნჩხვები, შარდის შეკავება.
ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება წყდება_საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ბელადონას რექტალური სუპოზიტორიას უკუჩვენება

პრეპარატი უკუნაჩვენებია გლაუკომის, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს, პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

ბელადონას რექტალური სუპოზიტორიას განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი სავარაუდო სარგებლობა დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ყურადღების მაღალი კონცენტრაციის, სწრაფი ფსიქიკური და მოძრაობის რეაქციების აუცილებლობასთან (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების მართვა, დაზგებზე მუშაობა და სხვ.)

ბელადონას რექტალური სუპოზიტორიას შენახვის პირობები და ვადები

ვარგისიანობის ვადა 2 წელი. პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატი გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლამდე.

ბელადონას რექტალური სუპოზიტორიას აფთიაქში გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე