ბივალოსი

ბივალოსი

ბივალოსის ზოგადი ინფორმაცია

ბივალოსი. BIVALOS. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – სტრონციუმის რანელატი. Strontium ranelate. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – M05. მწარმოებელი ფირმა – Servier (საფრანგეთი).

ბივალოსის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ბივალოსი. BIVALOS გამოდის 2 გ ფხვნილის ფორმით; 7, 14, 28, 56, 84 ან 100 პაკეტი კოლოფში. ერთი პაკეტი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას: სტრონციუმის რანელატს – 2გ, ასევე დამხმარე ნივთიერებებს: ასპარტამს (E951), მალტოდექსტრინს, მანიტოლს (E421).

ბივალოსის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ბივალოსი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ბივალოსის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ბივალოსის ფასები ფარმადეპოში
ბივალოსის ფასები ავერსში
ბივალოსის ფასები psp-ში
ბივალოსის ფასები სხვა აფთიაქებში

ბივალოსის აქტიური ნივთიერება

სტრონციუმის რანელატი. Strontium ranelate. სტრონციუმის რანელატს მიაკუთვნებენ ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმის კორექტორების ჯგუფს.

ბივალოსის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ოსტეოპოროზი პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებში
  • მოტეხილობები ხერხემლის
  • მოტეხილობები ბარძაყის ყელის

ბივალოსის საფირმო აღწერიდან

ბივალოსის ფარმაკოლოგიური თვისებები

ბივალოსი ეს არის არაჰორმონული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ქალებში ოსტეოპოროზის სამკურნალოდ პოსტმენოპაუზაში.
ბივალოსი ამცირებს ხერხემლის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობების რისკს.
ოსტეოპოროზის შესახებ:
ადამიანის ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისა და დაშლის პროცესი. ოსტეოპოროზის დროს, ადგილი აქვს დაშლის პროცესების უპირატესობას, შედეგად ძვლოვანი ქსოვილის მოცულობა მცირდება და ძვლები ხდება უფრო თხელი და მყიფე. ეს დაავადება უფრო ხშირად გვხვდება მენოპაუზაში მყოფ ქალებში (ცვლილება ორგანიზმში) როგორც წესი მიდინარეობს სიმპტომების გარეშე, ისე რომ პაციენტი არც ფიქრობს რომ შეიძლება ჰქონდეს ოსტეოპოროზი. მიუხედავად ამისა, იზრდება მოტეხილობების ალბათობა. განსაკუთრებით მალთა სხეულების, ბარძაყის და მაჯის.

ბივალოსის მოქმედების მექანიზმი

ბივალოსი მიეკუთვნება სამედიცინო პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც გამოიყენება ძვლების დაავადებების სამკურნალოდ. ბივალოსის მოქმედება მიმართულია ძვლების მოტეხილობების შემცირებისკენ და ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნის აღდგენისკენ, რაც განაპირობებს მოტეხილობების რიცხვის შემცირებას. ახალწარმოქმნილი ძვლოვანი ქსოვილის ხარისხი შეესაბამება ნორმას.

ბივალოსის ჩვენებები

ოსტეოპოროზის მკურნალობა პოსმენოპაუზაში მყოფ ქალებში, ხერხემლის და ბარძაყის ყელის მოტეხილობების რისკის შემცირების მიზნით.

ბივალოსის მიღების წესები და დოზები

ბივალოსის გამოყენებისას საჭიროა ექიმის მითითების ზუსტი შესრულება.
მიღების სისწორეში ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
ბივალოსი განკუთვნილია პერორალურად მისაღებად.
რეკომენდირებული დოზა შეადგენს 2გ (ერთი პაკეტი) დღე-ღამეში.
გრანულები მიიღება სუსპენზიის სახით, ჭიქა წყალში წინასწარი გახსნის შემდეგ (იხ. ინსტრუქციაში ქვემოთ) ბივალოსი რეაქციაში შედის რძესთან და რძის პროდუქტებთან. იმისთვის, რომ მან სწორედ იმოქმედოს საჭიროა მითითებების დაცვა და მისი გახსნა მხოლოდ წყალში.
წამალი მიიღება სუსპენზიის მომზადებისთანავე. თუ რაიმე მიზეზის გამო ამის შესაძლებლობა არ არის, მაშინ ადრე მომზადებული სუსპენზიის მიღების წინ საჭიროა კარგად მორევა. მზა სუსპენზიის გამოყენება შეიძლება 24 საათის განმავლობაში.
პრეპარატ ბივალოსის თერაპიის დამატებად, შეიძლება დაინიშნოს საკვები დანამატები, კალციუმის პრეპარატები, ვიტამინი დ. კალციუმის შემცველი დანამატების მიღება ძილის წინ, ბივალოსთან ერთობლივად არ შეიძლება.
ბივალოსის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. ძირითადად ოსტეოპოროზის მკურნალობა წარმოადგენს ხანგრძლივ პროცესს. მნიშვნელოვანია, რომ ბივალოსის მიღება არ შეწყდეს ექიმის მიერ რეკომენდებული მთელი პერიოდის განმავლობაში.

ბივალოსის გვერდითი მოვლენები

ბივალოსის მიღებას სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად შეიძლება თან ახლდეს, არასასურველი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
კლინიკური კვლევებისას ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტი იყო გულისრევა, დიარეა, თავის ტკივილი და კანის გამონაყარი, მარამ ამ რეაქციებს ჰქონდა მსუბუქი და ხანმოკლე ხასიათი და ძირითადად არ წარმოადგენდნენ მკურნალობის შეწყვეტის მიზეზს. თუ რომელიმე გვერდით ეფექტს აქვს გამაღიზიანებელი ან ხანგრძლივი ხასიათი საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
იშვიათად ვლინდება სხვა რეაქციები, ისეთები როგორიცაა თრომბწარმოქმნა, გულიწასვლები, მეხსიერების დარღვევა და იშვიათ შემთხვევებში ეპილეფსიური გულყრები.
იმ პაციენტებისგან, რომლებიც ღებულობდნენ ბივალოსს გვერდითი ეფექტების შესახებ შემოსულია შემდეგი მონაცემები: ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, პირის ღრუს ლორწოვნის გაღიზიანება (წყლულები და ღრძილების ანთება), ძვლების, კუნთების ან/და სახსრების ტკივილი, კუნთური კრამპები, პიპერმგრძნობელობის სინდრომები (ალერგიული რეაქციები რომლებიც მოიცავს კანის გამონაყარს და ცხელებას), ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება (სახის, ენის და ყელის შეშუპება, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება). შემოსულია რამდენიმე შეტყობინება ჰიპერმგრძნობელობის ძალიან სერიოზული რეაქციის შესახებ. ამის გამო, თუ პაციენტს განუვითარდა ანგიონევროზული შეშუპების ან ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი საჭიროა ბივალოსის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.
თუ გვრდითი ეფექტები იძენს სერიოზულ ხასიათს ან თუ პაციენტი შეამჩნევს ისეთ არასასურველ ეფექტს, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ჩანართში, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ბივალოსის უკუჩვენებები

აწეული მგრძმნობელობა სტრონციუმის რანელატზე ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ინგრედიენტზე.

ბივალოსის ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატი ბივალოსი განკუთვნილია პოსტმენოპაუზაში მყოფი ქალებისათვის. ეს ნიშნავს იმას, რომ იგი არ უნდა იყოს გამოყენებული ორსულობის დროს. თუ პრეპარატი შემთხვევით იქნა მიღებული ორსულობის დროს საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
პრეპარატი ბივალოსი განკუთვნილია პოსტმენოპაუზაში მყოფი ქალებისათვის. ეს ნიშნავს იმას, რომ იგი არ უნდა იყოს გამოყენებული ძუძუთი კვების დროს. თუ პრეპარატი შემთხვევით იქნა მიღებული ლაქტაციის პერიოდში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ბივალოსის განსაკუთრებული მითითებები

ბივალოსის მიღების დაწყებამდე ექიმის კონსულტაცია საჭიროა შემდეგ შემთხვევებში:
– თირკმლის მწვავე დაავადება;
– თრომბოზის მკურნალობა წარსულში ან აწმყოში;
– წოლითი რეჟიმი ან მოსალოდნელი ქირურგიული ოპერაცია. ვენების თრომბოზის რისკი, (სისხლის ლეკერტის წარმოქმნა ფეხების სისხლძარღვებში) რომელიც შეიძლება გაიზარდოს მწოლიარე მდგომარეობაში დიდი ხნით გაუნძრევლად ყოფნისას;
– ბივალოსი არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის.
თუ მკურნალობის პერიოდში განვითარდა ალერგიული რეაქცია (მაგ. სახის, ენის ან ხორხის შეშუპება, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება, კანის გამონაყარი), საჭიროა პრეპარატ ბივალოსის მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია. თუ პრეპარატით მკრნალობის შეწყვეტის მიზეზი ჰიპერმგრძნობელობაა, მაშინ მას უნდა მიეცეს სამუდამო ხასიათი და მკურნალობის თავიდან დაწყება არ უნდა მოხდეს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბივალოსში შემავალ ზოგიერთ ინგრედიენტზე

ბივალოსი შეიცავს ასპარტამს. ფენილკეტონურიის (ნივტიერებათა ცვლის იშვიათი მემკვიდრული დარღვევა) შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
1. პაკეტის გრანულების ჭიქაში ჩაყრა
2. წყლის დამატება
3. მორევა სრულ გახსნამდე
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. მათი რჩევა იქნება რძის ან ანტაციდური პრეპარატების მიღება, რაც გამოიწვევს აქტიური ნივთიერების აბსორბციის შემცირებას.
ბივალოსის დოზის გამორჩენისას
პრეპარატის ერთი დოზის გამოტოვებისას შემდგომი დოზის გაორმაგება არ შეიძლება. პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივი რეჟიმით.

ბივალოსის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

თუ პაციენტი ღებულობდა ან ღებულობს სხვა პრპეარატებს, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის საქმის კურსში ჩაყენება, იმის მიუხედავად, რომ ეს პრეპარატები შეიძლება გაიცემოდეს ურეცეპტოდ.
თუ პაციენტი ღებულობს კალციუმის პრეპარატებს, მაშინ მათი მიღებიდან ბივალოსის მიღებამდე უნდა გავიდეს არაუმცირეს 2 საათი.
ანტაციდური პრეპარატების მიღებისას (გულძმარვის სამკურნალო პრეპარატები) მაშინ მათი მიღებიდან ბივალოსის მიღებამდე უნდა გავიდეს არაუმცირეს 2 საათი. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ამ პრეპარატების ერთობლივი მიღება დასაშვებია.
საჭიროა ბივალოსის მიღების შეწყვეტა თუ პაციენტმა უნდა მიიღოს ორალური ტეტრაციკლინები და ქინოლონები (ანტიბიოტიკების ორი ტიპი). ბივალოსის მიღება უნდა განახლდეს ამ ანტიბიოტიკების კურსის დამთავრების შემდეგ. მიღების სისწორეში ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
ბივალოსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
საკვები, რძე და რძის პროდუქტები ამცირებენ სტრონციუმის რანელატის აბსორბციას.
ბივალოსის მიღება რეკომენდებულია საკვების მიღებებს შორის შუალედში, სასურველია ძილის წინ. ჭამიდან, რძის, რძის პროდუქტების და კალციუმის დანამატების მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

ბივალოსის შენახვის პირობები და ვადები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილზე.
შენახვის სპეციალური პირობები საჭირო არ არის.
არ გამოიყენება პაკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. არ შეიძლება პრეპარტის ჩაშვება გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში. პრეპარტის გამოყენების შემდეგ მისი გადაგდების შესახებ საჭიროა ფარმაცვეტის კონსულტაცია. ეს ღონისძიებები მიმართულლია გარემოს დაცვისკენ.

ბივალოსის გაცემის წესი: ექიმის რეცეპტით

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..