ბიოპაროქსი

ბიოპაროქსი

ბიოპაროქსის ზოგადი ინფორმაცია

ბიოპაროქსი. BIOPAROX. მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედების სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ფუზაფუნჟინი. Fusafungine. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – R02AB03. მწარმოებელი ფირმა – სერვიე (უნგრეთი).

ბიოპაროქსის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ბიოპაროქსი. BIOPAROX გამოდის 50მგ აეროზოლის ფორმით. 20მლ ხსნარი შეიცავს 50მგ ფუზაფუნჟინს. ექსციპიენტები: არომატული ნივთიერება, ეთილის სპირტი, საქარინი, მირისტინის მჟავის იზოპროპილის ეთერი, ტეტრაფტორეთანი.

ბიოპაროქსის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ბიოპაროქსი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ბიოპაროქსის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ბიოპაროქსის ფასები ფარმადეპოში
ბიოპაროქსის ფასები ავერსში
ბიოპაროქსის ფასები psp-ში
ბიოპაროქსის ფასები სხვა აფთიაქებში

ბიოპაროქსის აქტიური ნივთიერება

ფუზაფუნჟინი. Fusafungine.

ბიოპაროქსის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ზედა რესპირატორული ტრაქტის ანთებითი ინფექციები

ბიოპაროქსის საფირმო აღწერიდან

ბიოპაროქსის ჩვენებები

ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივი მოქმედების ანტიბიოტიკი, ზედა რესპირატორული ტრაქტის ანთებითი ინფექციების სამკურნალოდ.
გართულებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მკურნალი ექიმის დანიშნულების მკაცრი შესრულება.

ბიოპაროქსის მიღების წესები და დოზები

საჭიროა ექიმის დანიშნულების მკაცრი დაცვა.
მოზრდილები: 4 ინჰალაცია პირის ღრუში ან/და ცხვირის ორივე ნესტოში ყოველ 4 საათში.
ბავშვები: 4 ინჰალაცია პირის ღრუში ან/და ცხვირის ორივე ნესტოში ყოველ 6 საათში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.
თუ დაავადების სიმპტომები და თანმხლები ცხელება ხანგრძლივად ნარჩუნდება საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ბიოპაროქსის გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ადგილობრივი, სწრაფად წარმავალი რეაქციების განვითარება: ცხვირში და ყელში სიმშრალის ტიპის, ასევე ცემინების შეტევა, რაც არ მოითხოვს მკურნალობის შეწყვეტას.
იშვიათ შემთხვევებში, განსაკუთრებით ალერგიისადმი წინასწარგანწყობილ პირებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ადგილობრივ ალერგიულ რეაქციებს კანის და ლორწოვნების მხრივ, რომლებიც გამოხატულია შეშუპების, გამონაყრის, ასევე ბრონქოსპაზმის განვითარების სახით. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.
ნებისმიერი არასასურველი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც არ არის მოხსენებული ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალი ექიმის კონსულტაცია.

ბიოპაროქსის უკუჩვენებები

ბიოპაროქსი უკუნაჩვენებია პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნოებელობის შემთხვევაში და 3 თვემდე ასაკის ბავშვებში.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია.
ლაქტაცია გადაწვეტილება იმის შესახებ, უნდა შეწყდეს თუ გაგრძლდეს ძუძუთი კვება ან შეწყდეს თუ გაგრძელდეს ბიოპაროქსის გამოყენება, მიღებული უნდა იქნას ბავშვისთვის ძუძუთი კვების და დედისთვის ბიოპაროქსის სარგებლის გათვალისწინებით.

ბიოპაროქსის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

თუ პაციენტი იღებს სხვა პრეპარატებს, საჭიროა ამის შესახებ ეცნობოს მკურნალ ექიმს

ბიოპაროქსის შენახვის პირობები და ვადები

ინახება ოთახის ტემპერატურაზე.
არ შეიძლება მისი შენახვა სითბოს ძლიერ წყაროებთან ახლოს.
დაუშვებელია ბალონის კორპუსის ჰერმეტულობის დარღვევა და მისი დაწვა, პრეპარატის სრულად გამოყენების შემდეგაც კი.
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდოემლ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა 24 თვე*********
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..