nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


დეტრალექსი

დეტრალექსის ზოგადი ინფორმაცია

დეტრალექსი. DETRALEX. პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატების, ბიოფლავონოიდების  ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები –ჰესპერიდინი + დიოსმინი. Hesperidine + Diosmin. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – C05CA03. მწარმოებელი ფირმა – Servier (საფრანგეთი).

დეტრალექსის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

დეტრალექსი. DETRALEX გამოდის 450მგ+50მგ შემოგარსული ტაბლეტის ფორმით. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები მიკრონიზებული გასუფთავებული ფლავონური ფრაქცია 500მგ, შემადგენლობით: 450მგ დიოსმინი 50მგ ფლავონოიდები ჰესპერიდინის სახით. შემავსებლებია: ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, ტალკი, გლიცერინი, მაკროგოლ 6000, ჰიპრომელოზა, რკინის წითელი ოქსიდი (E 172), ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172).

დეტრალექსის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

დეტრალექსის ფასები ფარმადეპოში
დეტრალექსის ფასები ავერსში
დეტრალექსის ფასები psp-ში
დეტრალექსის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც დეტრალექსი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში. აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია დეტრალექსის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

დეტრალექსის აქტიური ნივთიერებები

ჰესპერიდინი + დიოსმინი. Hesperidine + Diosmin. ჰესპერიდინს + დიოსმინს მიაკუთვნებენ ანგიოპროტექტორების და მიკროცირკულაციის კორექტორების ჯგუფს.

დეტრალექსის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ქვედა კიდურების ფუნქციური და ორგანული ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომები (სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი, ღამის კრამპები)
  • ფუნქციონალური სიმპტომები, ჰემოროიდულ კრიზთან დაკავშირებული

დეტრალექსის საფირმო აღწერიდან

დეტრალექსის ჩვენებები

ქვედა კიდურების ფუნქციური და ორგანული ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომების მკურნალობა:
- სიმძიმის შეგრძნება,
- ტკივილი,
- ღამის კრამპები,
ჰემოროიდულ კრიზთან დაკავშირებული ფუნქციონალური სიმპტომების მკურნალობა.

დეტრალექსის მიღების წესები და დოზები

პერორალურად
ფლებოლოგიაში:
ჩვეულებრივი დოზირება:
2 ტაბლეტი დღეში, 1 ტაბლეტი სადილის დროს და ერთი საღამოს, ჭამის დროს. ჰემოროიდული კრიზის დროს:
პირველი 4 დღე – 6 ტაბლეტი დღეში, მომდევნო 3 დღე – 4 ტაბლეტი დღეში

დეტრალექსის გვერდითი მოვლენები

აღწერილია კუჭ-ნაწლავის და ნეიროვეგეტატიური დარღვევების რამდენიმე შემთხვევა, ასევე კანის რეაქციები, ისეთი როგორიცაა ქავილი და ჭინჭრის ციება, რაც თერაპიის შეწყვეტას არ საჭიროებს.

დეტრალექსის უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატზე

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა – ეს ქალის ცხოვრების ის პერიოდია, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მან არ მიიღოს მედიკამენტები ექიმის კონსულტაციის გარშე. ორსულობის დაგეგმვისას საჭიროა ექიმის საქმის კურსში ჩაყენება. ამ დროს არ უნდა ხდებოდეს რაიმე მავნე ზემოქმედება.
ლაქტაცია: პრეპარატის ლაქტატში გადასვლის შესახებ ცნობების არარსებობის გამო, მკურნალობის დროს ბავშვის კვება რეკმენდებული არ არის.

დეტრალექსის შენახვის პირობები და ვადები

ვარგისიანობის ვადა 4 წელი
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე

დეტრალექსის გაცემის წესი

ექიმის რეცეპტით.

_______________________________________________

Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka