ერესპალი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ფენსპირიდი/FENSPIRIDE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სასუნთქი ორგანოების დაავადებების სამკურნალო საშუალება. პრეპარატი  ანტიანებითი მოქმედებით.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 15 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.
1 ტაბ.
ფენსპირიდის ჰიდროქლორიდი…………………….. 80 მგ
სხვა ინგრედიენტები:
კალციუმის ჰიდროფოსფატი, ჰიპრომელოზა (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა), პოვიდონი (პოლივინილი პიორლიდონი), უწყლო კოლოიდური სილიკაგელი, მაგნიუმის სტეარატი, გლიცეროლი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 6000.
სიროფი: შეფუთვაში 150 მლ, შეფუთვაში 1 ც.
1 მლ
ფენსპირიდის ჰიდროქლორიდი……………….. 2 მგ
სხვა ინგრედიენტები:
ტკბილი გემო (თაფლი, რომი, სპირტიანი ნაყენები და თაფლის სპირტიანი ნაყენები, ვარდისა და ფორთოხლის ყვავილები), სპირტიანი ექსტრაქტი (სპირტიანი ნაყენის კონცენტრატი, გლუკოზის სიროფი, ანისულის ზეთი), ვანილის ექსტრაქტი (ვანილის თავების წყალსპირტოვანი ნახარში), გლიცეროლი, ყვითელი კვებითი საღებავი s (E 110), მეთილ-პარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილ-პარაჰიდროქსიბენზოატი, საქარინი, საქაროზა, კალიუმის სორბიტი, გამოხდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ერესპალის ანთების საწინააღმდეგო და ბრონქოლიზური მოქმედება განპირობებულია ფენსიპირიდის ზეგავლენით, რიგი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების პროდუცირების შემცირებით (ციტოკინები, განსაკუთრებით სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი (TNF-a), არაქიდონის მჟავის წარმოებულები, თავისუფალი რადიკალები), რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ანთებისა და ბრონქოსპაზმის განვითარებაში. არაქიდონის მჟავის კასკადის ბლოკირება ფენსპირიდის მოქმედებით პოტენცირდება H1-ჰისტამინორეცეპტორების ბლოკადით. ჰისტამინი ასტიმულირებს მისი პროდუქტების (პროსტაგლანდინებისა და ლეიკოტრიენების) წარმოქმნას.
ფენსპირიდი ბლოკირებას უწევს α-ადრენორეცეპტორებს, რომელთა სტიმულირებასაც თან ახლავს ბრონქიალურ სეკრეციის გაძლიერება. აქედან გამომდინარე ფენსპირიდი ამცირებს მთელი რიგი ფაქტორების მოქმედებას, რომლებიც ხელს უწყობს პროანთებითი ფაქტორების გამონთავისუფლებას, ანთების ჩამოყალიბებასა და ბრონქოობსტრუქციას. აგრეთვე აღსანიშნავია ფენსპირიდის სპაზმოლიზური მოქმედებაც.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატის შეწოვა ხლება გასტროინტესტინალური ტრაქტიდან.
ტაბლეტების მიღების შემდეგ Cmax (მაქსიმალური კონცენტრაცია) მიიღწევა 6 სთ-ის შემდეგ. ხოლო სიროფის შემთხვევაში – 2.3±2.5 სთ-ის შემდეგ (0.5-დან 8 სთ-მდე).
(ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენ 12 სთ-ს. გამოიყოფა საშარდე გზებით.
ჩვენებები:
ზემო და ქვემო სასუნთქი გზების დაავადებები:

რინოფარინგიტი და ლარინგიტი;
ოტიტი, სხვადასხვა ეტიოლოგიის სინუსიტი;
ალერგიულის ჩათვლით (როგორც სეზონური, ისე მუდმივი);
რინოტრაქეობრონიტი;
ბრონქიტი (ქრონიკული სუნთქვით უკმარისობით ან მის გარეშე);
რესპირატორული გამოვლინებები წითელას, ყივანახველასა და გრიპის დროს;
შემანარჩუნებელი თერაპია ასთმისა და მისი გართულებების შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებისათვის: 1 ტაბლეტი (80 მგ) 2-ჯერ ან 3-ჯერ დღეში, ან 3-6 სუფრის კოვზი (45-90 მლ) სიროფი დღეში (1 ს.კ შეიცავს 300 მგ ფენსპირიდის ჰიდროქლორიდს და 9 გ საქაროზას).
ერესპალის ტაბლეტირებული ფორმა არ გამოიყენება 14 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ. ამ ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია ერესპალის გამოყენება სიროფის ფორმით.
ბავშვებსა და მოზარდებს 14 წლამდე პრეპარტი ენიშნებათ 4 მგ/კგ-ზე გადაანგარიშებით დღეში.
ბავშვთა ასაკში 0-დან 2 წლამდე (სხეულის მასა 10 კგ-მდე) – 2-4 ჩაის კოვზი სიროფი (10-20 მლ)/დღეში. შესაძლებელია საკვებთან ერთად ბოთლში ჩამატება (1 ჩ.კ. სიროფი შეიცავს 10 მგ ფენსპირიდის ჰიდროქლორიდს და 3 გ საქაროზას).
ბავშვებს ასაკით 2-დან 14 წლამდე (10 კგ-ზე მეტი სხეულის მასით) – 2-4 სუფრის კოვზი სიროფი (30-60 მლ)/დღეში. მკურნალობის კურსი – 20-30 დღე.
კურსის გამეორება შესალებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
პრეპარატის მიღება რეკომენდებულია საკვების მიღების წინ, გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ფლაკონი.
გვერდითი მოვლენები:
გასტროინტესტინალური ტრაქტის მხრივ: შესაძლებელია განვითარდეს ისეთი მოვლენები, როგორებიცაა გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად ერითემა, კვინკეს შეშუპება, ფიქსირებული პიგმენტური ერითემა, გამონაყარი. სიროფში პარაჰიდროქსიბენზოატის არსებობის გამო შესაძლებელია ჭინჭრის ციების გამოვლენა.
სხვა: იშვიათად გულის რითმის ზომიერი აჩქარება, რაც მცირდება დოზის დაქვეითებისას.
უკუჩვენებები:
*ბავშვთა ასაკი 14 წლამდე (ტაბლეტირებული ფორმისათვის).
*მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებისა და/ან რომელიმე შემადგენელი კომპონენტისადმი (განსაკუთრებით ყვითელი კვებითი საღებავის S (E110) და მეთილ- და პროპილ-პარაჰიდროქსიბენზოატის მიმართ – სიროფის შემთხვევაში).
ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობის დროს.
მკურნალობის კურსის განმავლობაში ორსულობის დადგენის შემთხვევაში, არ არის აუცილებელი ორსულობის შეწყვეტა. ვინაიდან არ არსებობს მონაცემები პრეპარატის დედის რძეში შეღწევის შესახებ.
მისი მიღება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები:
ინფექციური დაავადების არსებობის შემთხვევაში მკურნალობა უნდა წარმოებდეს სტანდარტულ ანტიბიოტიკოთერაპიასთან კომბინაციაში. პრეპარატი შეიცავს ყვითელ საღებავს S-,ს ამიტომ მისმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები და ასთმაც კი, განსაკუთრებით ასპირინზე ალერგიის მქონე პირებში.
საქაროზის შემცველობის გამო ეს პრეპარატი უკუნაჩვენებია ფრუქტოზის აუტანლობის, გლუკოზისა ან გალაქტოზის შეწოვის უკმარისობის სინდრომისა და საქაროზა-იზომალტაზის უკმარისობის (იშვიათი მეტაბოლური დაავადება) დროს. ეს პრეპარატი შეიცავს 3 გ საქაროზას ერთ ჩაის კოვზზე (9 გ-ს ერთ სუფრის კოვზზე). დაბალკალორიული დიეტებისა ან დიაბეტის შემთხვევაში, ეს რაოდენობები გათვალისწინებული უნდა იქნას ყოველდღიური ნებადართული დოზის გამოთვლისას.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ძილიანობა ან აგზნება, გულისრევა, ღებინება, სინუსური ტაქიკარდია.
მკურნალობა: კუჭის გამორეცხვა, ეკგ-მონიტორინგი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ არის აღწერილი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არ უმეტეს 250C ტემპერატურაზე ბავშვებისათივს მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: ტაბლეტებისათვის – 2 წელი; სიროფისათვის – 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი: SERVIER,საფრანგეთი

გაფრთხილება