ერითრომიცინი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ერითრომიცინი წარმოადგენს ბაქტერიოსტატული მოქმედების მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკს. იგი არღვევს ბაქტერიული ცილების სინთეზს უჯრედის რიბოსომების დონეზე.
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარეა შემდეგი გრამდადებითი (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი Staphylococcus spp., Streptococcus pneumoniae, Streptococcus spp., Bacillus anthracis, Corinebacterium diphtheriae და ზოგიერთ გრამუარყოფითი Neisseria gonorrhoeae,Haemophilus influenzae, Bordetella pertussis, Brucella spp., Legionella spp.,აგრეთვე Mucoplasma spp., chlamidia spp., Spirochaetaceae, Rickettsia spp., ბაქტერიები.
ერითრომიცინის მიმართ რეზისტენტულია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები მათ შორის: Escherichia coli, Pseudomonas aeruginosa, აგრეთვე, Salmonella spp.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იგი აღწევს ქსოვილებში, ორგანიზმის სითხეებსა და ღრუებში, არ გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში და ექსკრეტირდება ნაღველთან ერთად, პრეპარატის 5%-ზე ნაკლები შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად.
ერითრომიცინს კუმულაციური თვისებები არ ახასიათებს.
ჩვენებები
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადები, მათ შორის:
დიფთერია, ყივანახველა, ბრუცელოზი, ლეგიონერების დაავადება, ანგინა, ტრაქომა, ქუნთრუშა;
პნევმონია, ბრონქოექტაზური დაავადება გამწვავების სტადიაში, სეპტიური მდგომარეობა, წითელი ქარი;
მასტიტი, ოსტეომიელიტი, ქოლესცისტიტი, ჩირქოვანი ოტიტი და სხვა ჩირქოვან-ანთებითი პროცესები.
პრეპარატი ენიშნებათ ტეტრაციკლინის, ლევომიცეტინის, სტრეპტომიცინის მიმართ მიკროორგანიზმების მდგრადობის შემთხვევაში, აგრეთვე ათაშანგის სამკურნალოდ გამოყენებული პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებისადმი ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობის დროს.
დოზირების რეჟიმი
ერითრომიცინი ენიშნებათ შიგნით მისაღებად.
მოზრდილებში ერთჯერადი დოზა შეადგენს 0.25 გ-ს, მძიმე დაავადებების დროს – 0.5 გ-ს, ყოველ 4-6 სთ-ში 1-1.5 სთ-ით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 2-3 სთ-ის შემდეგ.
მოზრდილებში უმაღლესი ერთჯერადი დოზაა 0.5 გ, ხოლოდ სადღეღამისო – 4 გ.
ბავშვებს ენიშნებათ 30-50 მგ/კგ წონაზე დაავადების მიმდინარეობისა და პაციენტის ასაკის მიხედვით, ყოველ 6 სთ-ში (4-ჯერ დღეში), 8 სთ-ში (3-ჯერ დღეში) და 12 სთ-ში (2-ჯერ დღეში) ერთხელ:
10 კგ-ზე ნაკლები – 30-50 მგ/კგ (15-25 მგ/კგ 2-ჯერ დღეში);
10-15 კგ – 200 მგ (1 ტაბ. 100 მგ 2-ჯერ დღეში);
16-25 კგ -400 მგ (1 ტაბ. 100 მგ 4-ჯერ დღეში);
25-50 კგ – 80 მგ;
51-100 კგ – 1200 მგ;
100 კგ-ზე მეტი – 1600 მგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ფორმასა და სიმძიმეზე და შეადგენს 5-14 დღეს.
გვერდითი მოვლენები
გულისრევა, ღებინება ან დიარეა, ქოლესტაზური სიყვითლე. ერთეულ შემთხვევებში ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ურტიკარია, ანაფილაქსიური შოკი).
პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, პირის ღრუს კანდიდოზი.
უკუჩვენებები
* მომატებული მგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ;
* ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
* ანამნეზში – სიყვითლე.
ორსულობა და ლაქტაცია
ერითრომიცინი გაივლის პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე შესაძლო მოქმედების პოტენციურ რისკს.
განსაკუთრებული მითითებები
♦ ერითრომიცინის მკურნალობის დროს საჭიროა გათვალისწინებულ იქნას მიკროორგანიზმების მდგრადობა მის მიმართ, რაც თავისთავად ხასიათდება ჯვარედინი რეზისტენტობით სხვა ანტიბიოტიკების – მაკროლიდების მიმართ.
♦ პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ავადმყოფებს ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის მოშლით.
♦ ერითრომიცინის მიღება რძესთან ან რძის პროდუქტებთან ერთად არ არის მიზანშეწონილი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
– პრეპარატები, რომლებიც ზრდიან კუჭის წვენის მჟავიანობას და მჟავე საკვები პროდუქტები იწვევენ ერითრომიცინის ინაქტივირებას.
ერითრომიცინი სისხლის პლაზმაში ზრდის თეოფილინის, კოფეინის, ლინკომიცინის, აცეტილცისტეინის, კარბამაზეპინის კონცენტრაციას და აძლიერებს მათ ტოქსიკურ მოქმედებას (გულისრევა, ღებინება და სხვა), რის გამოც ამ პრეპარატებთან მისი კომბინაცია არ არის მიზანშეწონილი.
– ერითრომიცინის კომბინაციით სულფანილამიდებთან, ტეტრაციკლინებთან, სტრეპოტომიცინთან ძლიერდება მისი მოქმედების ეფექტი.
– ერითრომიცინის დანიშვნა შესაძლებელია პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ ალერგიული რეაქციების დროს.
ერითრომიცინი ზრდის სისხლის პლაზმაში ციკლოსპორინის კონცენტრაციას, რაც ზრდის ნეფროტოქსიკურობის განვითარების რისკს.

გაფრთხილება