კანდიბენეს ზოგადი ინფორმაცია
კანდიბენე. CANDIBENE. სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების – აზოლების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – კლოტრიმაზოლი. Clotrimazole. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – D01AC01. მწარმოებელი ფირმა – Ratiopharm GmbH (გერმანია).
კანდიბენეს შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კანდიბენე. CANDIBENE გამოდის 1% 30 გ კრემის ფორმით. კრემი შეიცავს კლოტრიმაზოლის 10 მგ. დამხმარე ნივთიერებებია: ბენზილის სპირტი, სორბიტრანსტეარატი, პოლისორბიტი 60, ცეტილპალმიტატი, ცეტოსტიარილის სპირტი, ოქტილდოდეკანოლი, გასუფთავებული წყალი.
კანდიბენეს ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე
კანდიბენეს ფასები ფარმადეპოში
კანდიბენეს ფასები ავერსში
კანდიბენეს ფასები psp-ში
კანდიბენეს ფასები სხვა აფთიაქებში
ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც კანდიბენე, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია კანდიბენეს ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ mpifarm@gmail.com
კანდიბენეს აქტიური ნივთიერება
კლოტრიმაზოლი. Clotrimazole. ქიმიური დასახელება – 1-[(2-ქლორფენილ) დიფენილმეთილ] -1Н-იმიდაზოლი. ბრუტო–ფორმულა: C22H17ClN2. კლოტრიმაზოლს მიკუთვნებენ სოკოს საწიააღმდეგო, ასევე სხვა სინთეტიკური ანტიბაქტერიული საშუალებების ჯგუფებს. CAS-კოდი:23593-75-1.
კანდიბენეს სინონიმები
კლოტრი-დენკი 1% კრემი (Clotri-Denk 1% Cream, Denk Pharma, გერმანია), კლოტრიმაზოლი (Clotrimazole, S.K.impex, პოლონეთი).
კანდიბენეს მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ
დერმოკლინი კრემი (DERMOKLIN Cream, CBS Pharmaceuticals, ინდოეთი; clotrimazole, beclometasone, gentamicin), ბაუმე (BAUME, AVERSI, საქართველო; clotrimazole,chloramphenicol, beclometasone, lidocaine).
კანდიბენეს გამოყენების ძირითადი მიმართულებებია
- კანის დაავადებები სოკოვანი
- კანის ნაკეცები
- მიკოზები ტერფის
- ონიქომიკოზები
- ლიქენი ქატოსებრი
- ერითრაზმა
- ზედაპირული კანდიდოზები დერმატოფიტებით საფუარას (მათ შორის კანდიდა–ს ტიპის), ობის და სხვა სოკოებით და კლოტრიმაზოლის მიმართ მგრძნობიარე გამომწვევების მიერ გამოწვეული
- მიკოზები, მეორადი პიოდერმიით გართულებული