კანდიბენე ვაგინალური ტაბლეტი

კანდიბენეს ზოგადი ინფორმაცია

კანდიბენე. CANDIBENE. სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების – აზოლების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – კლოტრიმაზოლი. Clotrimazole. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – G01AF02. მწარმოებელი ფირმა – Ratiopharm GmbH (გერმანია).

კანდიბენეს შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კანდიბენე. CANDIBENE გამოდის 100 მგ– და  200 მგ–იანი ვაგინალური ტაბლეტის ფორმით. ვაგინალური ტაბლეტები: ბლისტერზე 3 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი. 1 ტაბლეტი შეიცავს კლოტრიმაზოლის 100 მგ. ვაგინალური ტაბლეტები: ბლისტერზე 3 ტაბ., შეფუთვაში 1 ბლისტერი. 1 ტაბლეტი შეიცავს კლოტრიმაზოლის 200 მგ. დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ადიპინის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, კოპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, პოლისორბატი 80.

კანდიბენეს ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

კანდიბენეს ფასები ფარმადეპოში
კანდიბენეს ფასები ავერსში
კანდიბენეს ფასები psp-ში
კანდიბენეს ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც კანდიბენე, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია კანდიბენეს ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

კანდიბენეს აქტიური ნივთიერება

კლოტრიმაზოლი. Clotrimazole. ქიმიური დასახელება – 1-[(2-ქლორფენილ) დიფენილმეთილ]-1Н-იმიდაზოლი. ბრუტო–ფორმულა: C22H17ClN2. კლოტრიმაზოლს  მიკუთვნებენ სოკოს საწიააღმდეგო, ასევე სხვა სინთეტიკური ანტიბაქტერიული საშუალებების ჯგუფებს. CAS-კოდი:23593-75-1.

კანდიბენეს სინონიმები

კლოტრი-დენკი 1% კრემი (Clotri-Denk 1% Cream, Denk Pharma, გერმანია), კლოტრიმაზოლი (Clotrimazole, S.K.impex, პოლონეთი).

კანდიბენეს მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

დერმოკლინი კრემი (DERMOKLIN Cream, CBS Pharmaceuticals, ინდოეთი; clotrimazole, beclometasone, gentamicin), ბაუმე (BAUME, AVERSI, საქართველო; clotrimazole,chloramphenicol, beclometasone, lidocaine).

კანდიბენეს გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • გენიტალური ინფექციები,  Candida– ს რიგის და/ან Trichomonas vaginalis – ით გამოწვეული
  • ვულვოვაგინიტი კანდიდოზური
  • ტრიქომონიაზი
  • ონიქომიკოზები
  • ლიქენი ქატოსებრი
  • ერითრაზმა
  • გენიტალური სუპერინფექციები,  კლოტრიმაზოლის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული
  • მშობიარობის წინ სამშობიარო გზების სანაცია
Share this...Share on Facebook
Facebook