ლევომეკოლი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქსოვილების ტროფიკისა და რეგენერაციის გასაუმჯობესებელი პრეპარატები მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედებით
შემადგენლობა
ლევომიცეტინი-0.75გ, მეთილურაცილი-4გ და ფუძის კომპონენტები.
პრეპარატი წარმოადგენს თეთრ ან მოთეთრო- მოყვითალო ფერის მალამოს
ფარმაკოლოგიური თვისებები
“ლევომეკოლის” მალამო ხასიათდება ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო (დეჰიდრატაციული) მოქმედებით. იგი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების-სტაფილოკოკების, ლურჯ-მწვანე და ნაწლავის ჩხირების მიმართ. პრეპარატი ბიოლოგიური მემბრანების გაღიზიანების გარეშე ადვილად აღწევს ქსოვილების სიღრმეში. ჩირქისა და ნეკროზული ქსოვილების არსებობისას შენარჩუნებულია პრეპარატის ანტიბაქტერიული მოქმედება.
პრეპარატის შემადგენლობაში არსებული პოლიეთილენგლიკოლის დეჰიდრატაციული მოქმედება ათჯერ აღემატება ნატრიუმის ქლორიდის ჰიპერტონული ხსნარის მოქმედებას
ჩვენებები
“ლევომეკოლის” მალამოს იყენებენ ჩირქოვანი ჭრილობების, ინფიცირებული შერეული ფლორის (სტაფილოკოკების, ლურჯ-მწვანე და ნაწლავის ჩხირის ჩათვლით), ჭრილობების პირველი (ჩირქოვან-ნეკროზული) ფაზის ადგილობრივად სამკურნალოდ
მიღების წესები და დოზები
“ლევომეკოლის” მალამოთი წარმოებს სტერილური დოლბანდის გაჯღენთვა, რომლითაც ავსებენ ჭრილობას მისი სტანდარტული დამუშავების შემდგომ (ნეკროზული ქსოვილების მექანიკური მოშორება, წყალბადის ზეჟანგის ხსნარით ჭრილობის დამუშავება). შესაძლებელია პრეპარატის შეყვანა ჩირქოვან ღრუებში ზონდით (დრენაჟის მილი) შპრიცის საშუალებით. აღნიშნულ შემთხვევებში საჭიროა “ლევომეკოლის” შეთბობა 35-36°C-მდე. ნახვევების დადება ხდება ყოველდღიურად ჩირქოვან-ნეკროზული მასისაგან ჭრილობის მთლიანად გასუფთავებამდე.
უკუჩვენება
ლევომიცეტინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა:3 წელი და 6 თვე
ინახება მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილას. ბავშვებისაგან დაცულ ადგილას
გამოშვების ფორმა: მალამო გარეგანი გამოყენების 40გ ტუბში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: შტადა, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook