nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


  ლივაროლი

ლივაროლის ზოგადი ინფორმაცია

ლივაროლი. Ливарол. სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება.აქტიური ნივთიერება – კეტოკონაზოლი. Ketoconazole. მწარმოებელი ფირმა – Stada (გერმანია).

ლივაროლის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ლივაროლი. Ливарол გამოდის 400მგ ვაგინალური სუპოზიტორიის ფორმით.ვაგინალური სუპოზიტორები კეტოკონაზოლით შეიცავს: კეტოკონაზოლს – 0,4გ, ბუტილოქსიანიზოლს – 0,0005გ, ფუძეებს (პოლიეთილენოქსიდი 1500, პოლიეთილენოქსიდი 400).

ლივაროლის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ლივაროლის ფასები ფარმადეპოში
ლივაროლის ფასები ავერსში
ლივაროლის ფასები psp-ში
ლივაროლის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ლივაროლი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ლივაროლის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ლივაროლის აქტიური ნივთიერება

კეტოკონაზოლი.Кетоконазол.Ketoconazole. ქიმიური დასახელება– ცის-1-აცეტილ-4-[4[[2-(2,4-დიქლორფენილ)-2-(1H-იმიდაზოლ-1-ილმეთილ)-1,3- კალიუმის მარილის სახით-4-ილ]მეთოქსი]ფენილ]პიპერაზინი.ბრუტო–ფორმულა: C26H28Cl2N4O4. კეტოკონაზოლს მიაკუთვნებენ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს.CAS-კოდი: 65277-42-1.

ლივაროლის სინონიმები

კეტოკონაზოლი (KETOKONAZOL,GMP,საქართველო).

ლივაროლის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • მიკოზი საშოს ქრონიკული რეციდივული
  • მიკოზი საშოს მწვავე რეციდივული
  • სოკოვანი ინფექცია საშოს

ლივაროლის საფირმო აღწერიდან 

ლივაროლის ფარმაკოლოგიური თვისებები

აქტიური ნივთიერება – კეტოკონაზოლი, იმიდაზოლდიოქსოლანის წარმოებულები. გააჩნია ფუნგიციდური და ფუნგოსტატური მოქმედება დერმატოფიტებთან და საფუარებთან მიმართებაში. მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ერგოსტეროლის ბიოსინთეზის დათრგუნვასა და სოკოს მემბრანების შემადგენლობის ლიპიდურ ცვლილებებაში.
პრეპარატი აქტიურია სტაფილოკოკებთან და სტრეპტოკოკებთან მიმართებაში

ლივაროლის ჩვენებები

საშოს მწვავე და ქრონიკული რეციდივული მიკოზის მკურნალობა.
საშოს სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა ორგანიზმის დაქვეითებული რეზისტენტობისას და ანტიბაქტერიული საშუალებებითა და სხვა პრეპარატებით მკურნალობის ფონზე, რომლებიც არღვევენ საშოს ნორმალურ მიკროფლორას.
მიღების წესები და დოზები
კონტურული შეფუთვიდან სუპოზიტორიის ამოღების შემდეგ სუპოზიტორია შეჰყავთ ღრმად საშოში ზურგით მწოლიარე მდგომარეობაში დღეღამეში 1 სუპოზიტორი 3-5 დღის განმავლობაში დაავადების მიმდინარეობის მიხედვით, აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ გამოჯანმრთელებამდე

ლივაროლის გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ქავილი, წვა) სუპოზიტორიის შეყვანის ადგილას, იშვიათ შემთხვევებში – გულისრევა, თავბრუსხვევა.

ლივაროლის უკუჩვენებები

პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ლივაროლის განსაკუთრებული მითითებები

მოერიდეთ ლატექსურ პრეპარატებთან კონტაქტს (კონტრაცეპტული დიაფრაგმები, კონდომები).

ლივაროლის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

რიფამპიცინთან და იზონიაზიდთან პრეპარატის ერთდროული გამოყენება ამცირებს პლაზმაში კეტოკონაზოლის კონცენტრაციას. ციკლოსპორინების, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების და მეთილპრედნიზოლონის ერთდროული გამოყენებისას კეტოკონაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ამ უკანასკნელთა კონცენტრაციის მომატება პლაზმაში.

ლივაროლის შენახვის პირობები და ვადები

ვარგისიანობის ვადა 2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში

Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka