მკურნალობა უცხოეთში


  მეთილურაცილი

მეთილურაცილის ზოგადი ინფორმაცია

მეთილურაცილი. Metiluracil. ქსოვილების ტროფიკისა და რეგენერაციის გასაუმჯობესებელი სამკურნალო საშუალება.აქტიური ნივთიერება – მეთილტეტრაჰიდროპირიმიდინი. Dioxomethyltetrahydropyrimidine.მწარმოებელი ფირმა – Stada (გერმანია).

მეთილურაცილის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

მეთილურაცილი. Metiluracilგამოდის 0.5გ რექტალური სუპოზიტორიის ფორმით. 1 სანთელი შეიცავს მეთილურაცილს (2,4-დიოქსო-6-მეთილ-1,2,3,4-ტეტრაჰიდროპირიმიდინი) –ლეიკოპოეზის სტიმულატორს და სანთლის ფუძეს.

მეთილურაცილის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

მეთილურაცილის ფასები ფარმადეპოში
მეთილურაცილის ფასები ავერსში
მეთილურაცილის ფასები psp-ში
მეთილურაცილის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც მეთილურაცილი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია მეთილურაცილის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

მეთილურაცილის აქტიური ნივთიერება

დიოქსომეთილტეტრაჰიდროპირიმიდინი. Dioxomethyltetrahydropyrimidine. ქიმიური დასახელება– 2,4-დიოქსო-6-მეთილ-1,2,3,4-ტეტრაჰიდროპირიმიდინი.ბრუტო–ფორმულა:C5H6N2O2. დიოქსომეთილტეტრაჰიდროპირიმიდინს მიაკუთვნებენ ჰემოპოეზის სტიმულატორების,ანაბოლიკების და რეგენერანტების და რეპარანტების  ჯგუფს. CAS-კოდი: 626-48-2.

მეთილურაცილის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ჭრილობა
  • მეტაბოლური პროცესების სტიმულაცია
  • სტიმულაცია უჯრედული დაცვის ფაქტორების
  • ანთება
  • პროქტიტი
  • პროქტოსიგმოიდიტი
  • კოლიტები
  • დაზიანება ადგილობრივი ქალის სასქესო ორგანოების
  • სხივური დაზიანება სიგმოიდური ნაწლავის
  • სხივური დაზიანება მსხვილი ნაწლავის
  • ცისტიტი სხივური
  • კოლპიტი სხივური
  • ჰეპატიტი
  • პანკრეატიტი ქრონიკული

მეთილურაცილის საფირმო აღწერიდან 

ჩვენებები

სანთლები მეთილურაცილით მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლებსაც გააჩნია მეტაბოლური პროცესების მასტიმულირებელი მოქმედება. აღნიშნული პრეპარატები აჩქარებენ უჯრედული რეგენერაციის პროცესებს, ჭრილობების შეხორცებას, იწვევენ უჯრედული დაცვის ფაქტორების სტიმულირებას. მათ გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პრეპარატის გამოყენება წარმოებს ექიმის დანიშნულების მიხედვით მსხვილი ნაწლავის ანთებით-ინფექციური დაავადებების დროს (პროქტიტი, პროქტოსიგმოიდიტი, კოლიტები); ქალის სასქესო ორგანოების ადგილობრივი დაზიანებების პროფილაქტიკა და მკურნალობა; სიგმოიდური და მსხვილი ნაწლავის სხივური დაზიანება; სხივური ცისტიტი და კოლპიტი; რეკონვალესცენციის პერიოდი ავადმყოფებში ჰეპატიტით და ქრონიკული პანკრეატიტით.

მეთილურაცილის მიღების წესები და დოზები

სანთელი თავისუფლდება შეფუთვისაგან მაკრატლის საშუალებით, შეყავთ ღრმად უკანა ტანში. მოზრდილებში ინიშნება 1-4 სანთელი დღეში (დასაშვებია 2-2 სანთელი 3-4 ჯერ დღეში), ბავშვებში 3-8 წლის ასაკში _ 1/2სანთელი; 8-15 წლის ასაკში _ 1 სანთელი დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 7 დღიდან 4 თვემდე დაავადების ხასიათის მიხედვით.

მეთილურაცილის გვერდითი მოვლენები

წვის მსუბუქი შეგრძნება უკანა ტანში

მეთილურაცილის უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. ლეიკოზის მწვავე და ქრონიკული ფორმები (განსაკუთრებით მიელოიდური), ლიმფოგრანულემატოზი, ძვლის ტვინის ავთვისებიანი დაავადებები.

მეთილურაცილის შენახვის პირობები და ვადები

შენახვის ვადა: 2 წელი
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება
ინახება გრილ, მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას

Comments are closed.

nostalgia

vaka