პაპავერინი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): პაპავერინის ჰიდროქლორიდი /papaverine hydrochloride

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მიოტროპული სპაზმოლიზური საშუალებები

შემადგენლობა
1 სანთელი შეიცავს:
პაპავერინის ჰიდროქლორიდი 0,02გ, ფუძე სანთლებისათვის

ფარმაკოლოგიური თვისებები
პაპავერინის ჰიდროქლორიდის სანთლები 0,02გ წარმოადგენს მიოტროპულ სპაზმოლიზურ საშუალებას. მას გააჩნია სისხლძარღვების გამაფართოვებელი მოქმედება. დიდი დოზებით იგი ამცირებს გულის კუნთის აგზნებას, ანელებს გულის შიდა გამტარობას
ჩვენებები
პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ სისხლძარღვების სპაზმების დროს (ჰიპერტონია, სტენოკარდია, შაკიკი), გლუვი მუსკულატურის და მუცლის ღრუს სისხლძარღვების სპაზმების, (ქოლეცისტიტი, სპაზმური კოლიკა, საშარდე გზების სპაზმები), ბრონქული ასთმის შემთხვევაში
მიღების წესები და დოზები
სანთელი თავისუფლდება შეფუთვისაგან მაკრატლის საშუალებით, სველდება წყალში და შეყავთ ღრმად უკანა ტანში.
ინიშნება 2-3 ჯერ დღეში
გვერდითი მოვლენები
ძილიანობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ყაბზობა, ოფლიანობა
უკუჩვენება
მსხვილი ნაწლავის ქვემო ნაწილის ანთებითი პროცესი.
შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა: 3 წელი
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.
ნახება გრილ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას
გამოშვების ფორმა: 20მგ რექტალური სუპოზიტორია #10
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: შტადა, გერმანია

გაფრთხილება