პრესტანსი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): პერინდოპრილი, ამლოდიპინი/ perindopril, amlodipine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორის და კალციუმის არხების ბლოკატორის შემცველი საშუალებები
1. რა არის პრესტანსი და რა შემთხვევებში გამოიყენება
პრესტანსი ინიშნება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) ან/და გულის სტაბილური კორონარული დაავადებების სამკურნალოდ (როდესაც გულთან სისხლის მიწოდება შემცირებულია ან ბლოკირებული).
პაციენტებს, რომლებიც იღებენ პერინდოპრილს და ამლოდიპინს ცალ-ცალკე, შეუძლიათ მიიღონ პრესტანსი, რომელიც შეიცავს ამ ორივე კომპონენტს.
პრესტანსი – ეს არის ორი აქტიური კომპონენტის – პერინდოპრილის და ამლოდიპინის კომბინაცია. პერინდოპრილი წარმოადგენს აგფ (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის) ინჰიბიტორს; ამლოდიპინი წარმოადგენს კალციუმის ანტაგონისტს (და მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, რომელსაც უწოდებენ დიჰიდროპირიდინებს). ისინი ახდენენ კომბინირებულ მოქმედებას, აფართოებენ და ადუნებენ სისხლძარღვებს, რაც აადვილებს სისხლის გატარებას და ზეწოლას.

2. პრესტანსის მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ პრესტანსი:
• თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) პერინდოპრილის ან სხვა აგფ ინჰიბიტორების, ამლოდიპინის ან სხვა ნებისმიერ კალციუმის ანტაგონისტზე, ან პრესტანსის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე,
• თუ თქვენ ხართ ორსულად 3 თვეზე მეტი ვადით (პრესტანსის მიღება ასევე არ არის რეკომენდებული უფრო ადრეულ სტადიებზეც – იხ. განყოფილება <<ორსულობა>>),
• თუ ადრე, სხვა აგფ ინჰიბიტორების მიღების ფონზე თქვენ გაგინვითარდათ ისეთი სიმპტომები როგორიც არის, მსტვენავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ინტენსიური ქავილი ან კანის უხვი გამონაყარი ან თუ ასეთი სიმპტომები ნებისმიერ სხვა გარემოებაში განუვითარდა ოჯახის ნებისმიერ წევრს (ამ მოვლენას ეწოდება ანგიოშეშუპება)
• თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა და თქვენ ღებულობთ ალისკირენის შემცველ არტერიული წნევის შემამცირებელ პრეპარატს,
• თუ თქვენ გაქვთ აორტის გულის სარქვლის შევიწროება (აორტის სტენოზი), ან კარდიოგენური შოკი (მდგომარეობა, რომლის დროსაც გულს არ შესწევს უნარი გადატუმბოს ორგანიზმისთვის საკმარისი სისხლი),
• მძიმე ჰიპოტენზიის დროს (ძალიან დაბალი არტერიული წნევა),
• მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი გულის უკმარისობის დროს.

პრესტანსის მიღების დროს იყავით განსაკუთრები ფრთხილად შემდეგ შემთხვევებში:
პრესტანსის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ აღინიშნება ქვემოჩამოთვლილთაგან რომელიმე:
• ჰიპერტროფული კარდიომიოპათიისას (გულის კუნთის დაავადება) ან თირკმლის არტერიის სტენოზი (არტერიის შევიწროება, რომელიც სისხლით ამარაგებს თირკმელს),
• გულის უკამრისობა,
• არტერიული წნევის მოულოდნელი მომატება (ჰიპერტონული კრიზი),
• გულის სხვა დაავადებები,
• ღვიძლის ფუნქციის დარღვევა,
• თირკმლის ფუნქციის დარღვევა ან დიალიზზე ყოფნა,
• სისტემური წითელი მგლურას ან სკლეროდერმიის ტიპის კოლაგენურ-სისხლძარღვოვანი დაავადებები (შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები),
• დიაბეტი,
• მარილის მცირე რაოდენობის შემცველი დიეტა, ან მარილის შემცვლელების მიღება, რომლებიც შეიცავს კალიუმს (მნიშვნელოვანია, რომ კალიუმის შემცველობა სისხლში იყოს ბალანსირებული),
• თუ ხანდაზმულ ასაკში თქვენ გესაჭიროებათ დოზის გაზრდა.
• თუ თქვენ ღებულობთ მაღალი არტერიული წნევის შემამცირებელ, ქვემოჩამათვლილ რომელიმე პრეპარატს:
– ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ბლოკატორს (არბ) (ასევე ცნობილია

როგორც სარტანები, მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი,

ირბესარტანი), განსაკუთრებით თუ თქვენ გაწუხებთ დიაბეტით გამოწვეული,

თირკმლის ფუნქციის დარღვევა,
– ალისკირენი.
თქვენმა ექიმმა შეიძლება ჩაატაროს თირკმლის ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) შემცველობის რეგულარული მონიტორინგი.

თქვენ უნდა შეატყობინოთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან (ან შეიძლება, რომ დაორსულდეთ).
რეკომენდებული არ არის პრესტანსის მიღება ორსულობის ადრეულ სტადიაზე. პრეარატის მიღება არ შეიძლება 3 თვეზე მეტი ვადის ორსულობის დროს, რადგანაც ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს (იხ. განყოფილება <<ორსულობა>>).
თქვენ უნდა აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს, რომ ღებულობთ პრესტანსს, შემდეგ შემთხვევებში:

• თუ დაგეგმილია ანესთეზია ან/და სერიოზული ქირურგიული ოპერაცია,
• თუ ახლო წარსულში აღინიშნებოდა დიარეა ან ღებინება,
• დსლპ აფერეზის დროს (სისხლიდან ქოლესტერინის აპარატული გამოდევნა),
• თუ იგეგმება დესენსიბილიზაციის კურსი ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენის ალერგიული ეფექტის შემცირების მიზნით.
პრესტანსი არ არის რეკომენდებული ბავშვებში და მოზარდებში.

სხვა
პრეპარატების მიღება
ყოველთვის შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომელსაც იღებთ ან იღებდით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი გაიცემა ურეცეპტოდ.

თავი მოარიდეთ პრესტანსის ერთდროულ მიღებას შემდეგ პრეპარატებთან ერთად:
• ლითიუმი (გამოიყენება მანიების ან დეპრესიის სამკურნალოდ),
• ესტრამუსტინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ),
• კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებები (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი), კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები.

პრესტანსით მკურნალობაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატებმა. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა ან/და მიიღოს უსაფრთხოების სხვა ზომები. აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ღებულობთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე პრეპარატს, რადგან მათი მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა:
• მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატები, მათ შორის         ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ბლოკატორები (არბ), ალისკირენი, (ასევე იხილეთ იფორმაცია რომელიც მოყვანილია განყოფილებაში <<არ მიიღოთ პრესტანსი>> და <<განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები>>) ან დიურეზული საშუალებები (პრეპარატები, რომლებიც ზრდის თირკმელებით გამოყოფილი შარდის მოცულობას),
• ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (მაგ., იბუპროფენი) ტკივილის მოსახსნელად ან ასპირინის მაღალი დოზები,
• დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები (მაგ., ინსულინი),
• პრეპარატები ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ, როგორიც არის დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია და სხვ. (მაგ., ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური, იმიპრამინის მაგვარი პრეპარატები, ნეიროლეფსიური საშუალებები),
• იმუნოდეპრესანტები (პრეპარატები, რომლებიც აქვეითებს ორგანიზმის დამცველობით მექანიზმებს), რომლებიც გამოიყენება ავტოიმუნური დარღვევების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციური ოპერაციების შემდეგ (მაგ., ციკლოსპორინი),
• ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ),
• პროკაინამიდი (არარეგულარული გულის რითმის სამკურნალოდ),
• სისხლძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატები, მათ შორის ნიტრატები, (სისხლძარღვების გამაფართოებელი ნივთიერებები),
• ჰეპარინი (შედედების საწინააღმდეგო პრეპარატი),
• ეფედრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი (დაბალი არტერიული წნევის, შოკის, ასთმის სამკურნალო პრეპარატები),
• ბაკლოფენი ან დანტროლენი (ინფუზია), რომლებიც გამოიყენება კუნთების რიგიდობისას დროს ზოგიერთი დაავადებისას, მაგ., გაფანტული სკლეროზი; დანტროლენი გამოიყენება ასევე ავთვისებიანი ჰიპერთერმიის შემთხვევაში ანესთეზიის დროს (მისი სიმპტომები: სხეულის ტემპერატურის მატება და კუნთების რიგიდობა),
• ზოგიერთი ანტიბიოტიკი, როგორიც არის რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი,
• ანტიეპილეფსიური საშუალებები, როგორებიც არის კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი, პრიმიდონი,
• ინტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები),
• ალფა-ბლოკატორები, რომლებიც გამოიყენება პროსტატის დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც არის პრაზოზინი, ალფუზოზინი, დოქსაზოზინი, ტამსულოზინი, ტერაზოზინი,
• ამიფოსტინი (გამოიყენება სხვა სამედიცინო პრეპარატებით ან სიმსივნის მკურნალობისას სხივური თერაპიით გამოწვეული გვერდითი ეფექტების დროს),
• კორტიკოსტეროიდები (გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, მათ შორის მძიმე ასთმა და რევმატოიდული ართრიტი),
• ოქროს პრეპარატები, განსაკუთრებით ინტრავენური გამოყენებისას (რევმატოიდული ართრიტის სიმპტომების სამკურნალოდ),
• რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (აივ-ის სამკურნალო ე.წ. პროტეაზას ინჰიბიტორები).

პრესტანსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
პრესტანსი მიიღება ჭამის წინ.
პრესტანსის მიმღებმა პაციენტებმა საკვებად არ უნდა გამოიყენონ გრეიფრუტი და არ დალიონ მისი წვენი, რადგანაც ამან შეიძლება გამიწვიოს, მოქმედი ნივთიერების  – ამლოდიპინის დონის მომატება სისხლში, რამაც შეიძლება უპროგნოზოდ გააძლიეროს პრესტანსის ჰიპოტენზიური ეფექტი.

ორსულობა და ლაქტაცია
კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან სანამ დაიწყებთ ნებისმიერი პრეპარატის მიღებას.

ორსულობა

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან გეგმავთ ორსულობას)

თქვენ უნდა გააფრთხილოთ თქვენი ექიმი. როგორც წესი, ექიმი გირჩევთ პრესტანსის მიღების შეწყვეტას, ჯერ კიდევ ორსულობამდე და ან ორსულობის ფაქტის დადასტურებისთანავე.ის ასევე გირჩევთ პრესტანსის შეცვლას სხვა პრეპარატით, რადგანაც პრესტანსის მიღება ორსულობის ადრეულ სტადიაზე რეკომენდებული არ არის, ხოლო მისმა მიღებამ ორსულობის მე-3 თვის შემდეგ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს.

ლაქტაცია
თუ თქვენ ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ან გეგმავთ ამას აცნობეთ თქვენს ექიმს. პრესტანსის დანიშნვა რეკომენდებული არ არის მეძუძურ დედებში. თქვენმა ექიმმა Dშეიძლება დაგინიშნოთ სხვა მკურნალობა, თუ თქვენ გსურთ ბავშვის ძუძუთი კვება, განსაკუთრებით თუ ბავშვი ახალშობილია ან დღენაკლული.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა
პრესტანსს შეუძლია გავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის უნარზე. თუ პრეპარატი თქვენში იწვევს გულისრევას, თავბრუსხვევას, სისუსტეს, ან დაღლილობის შეგრძნებას, თავის ტკივილს არ დაჯდეთ საჭესთან და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრესტანსის შემდგენლობაში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პრესტანსი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს (შაქრის ტიპი). თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა შაქრის ზოგიერთი სახეობების მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

3. როგორ მიიღება პრესტანსი
პრესტანსის მიღებისას საჭიროა ექიმის და ფარმაცევტის მითითებების ზუსტი დაცვა. მიღების სისწორეში ეჭვის შემთხვევაში კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ტაბლეტების მიიღება რეკომენდებულია დილით, საუზმის წინ, ჭიქა წყალის დაყოლებით, სასურველია ერთსა და იმავე დროს, ყოველდღე.
თუ რომელი დოზა გჭირდებათ, დაადგენს ექიმი.
ჩვეულებრივ, დღიური დოზა შეადგენს დღეში ერთ ტაბლეტს.

როგორც წესი, პრესტანსი ენიშნებათ პაციენტებს რომლებიც პერინდოპრილს და ამლოდიპინს ღებულობენ ცალკე ტაბლეტებით.

თუ თქვენ მიიღეთ მეტი პრესტანსი ვიდრე საჭირო იყო
თუ თქვენ მიიღეთ ტაბლეტების ზედმეტი რაოდენობა დაუკავშირდით სასწრაფო დახმარების უახლოეს პუნქტს და დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. დოზის გადაჭარბებისას ყველაზე მოსალოდნელი ეფექტია არტერიული წნევის დაქვეითება, რის გამოც თქვენ შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა ან დაკარგოთ გონება. თუ ეს მოხდა, დაწექით და ფეხები ზემოთ აწიეთ, ამას შეუძლია თქვენი მდგომარეიობის შემსუბუქება

თუ თქვენ დაგავიწყდათ პრესტანსის მიღება

მნიშვნელოვანია პრეპარატის ყოველდღიური მიღება, რადგან რეგულარული მიღება განაპირობებს მკურნალობის ეფექტურობას. მიუხედავად ამისა, თუ თქვენ დაგავიწყდათ პრესტანსის დოზის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.  არ გააორმაგოთ მომდევნო დოზა.

თუ თქვენ წყვეტთ პრესტანსის მიღებას
იქიდან გამომდინარე, რომ პრესტანსის მიღება გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე, პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე საჭიროა თქვენი ექიმის კონსულტაცია.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში საჭიროა თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ისევე, როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, პრესტანსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა, არა ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ სამედიცინო პრეპარატის მიღება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს თუ გაგინვითარდათ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე:
• მსტვენავი სუნთქვის, მკერდში ტკივილის, ქოშინის, სუნთქვის გაძნელების მოულოდნელი განვითარება,
• ქუთუთოების, სახის და ტუჩების შეშუპება,
• ენის და ყელის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას
• კანის მძიმე რეაქციები, კანის უხვი გამონაყრის, ჭინჭრის ციების, მთელ სხეულზე კანის გაწითლების, ძლიერი ქავილის, ბუშტუკების გაჩენის, კანის აქერცლვის და შებერვის, ლორწოვნების ანთების (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ჩათვლით ან სხვა ალერგიული რეაციები,
• ძლიერი თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა,
• გულის შეტევა, უჩვეულოდ ძლიერი ან არარეგულარული გულისცემა,
• კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ტკივილები მუცლის და ზურგის არეში და თან ახლავს შეუძლოდ ყოფნა.

არსებობს შეტყობინებები შემდეგი გავრცელებული გვერდიი ეფექტების

შესახებ.
თუ ამ მოვლენებიდან რომელიმე გაწუხებთ ან გრძელდება ერთ კვირაზე მეტხანს, თქვენ უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს:

• გავრცელებული გვერდითი ეფექტები: (უვითარდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტს): თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში), ვერტიგო, კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება, მხედველობის დარღვევები (მათ შორის თვალებში გაორება), ტინიტუსი (ყურებში შუილი), გახშირებული გულისცემა, (გულისცემის შეგრძნება) სახის გაწითლება, მსუბუქი თავბრუსხვევა დაქვეითებული არტერიული წნევის გამო, ხველა, ქოშინი, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, გემოვნებითი შეგრძნების დარღვევა, დისპეფსია ან საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა, ყაბზობა, ალერგიული რეაქციები (როგორიც არის კანის გამონაყარი, ქავილი), კუნთების კრუნჩხვები, დაღლილობის შეგრძნება, სისუსტე, კოჭების შეშუპება.

ასევე არსებობს შეტყობინებები სხვა გვერდითი ეფექტების შესახებ, რომლებიც ჩამოთვლილია ქვემოთ. თუ გვერდითი ეფექტები ღებულობს სერიოზულ ხასიათს ან თუ თქვენ შეამჩნიეთ ისეთი არასასურველი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართში აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

• არაგავრცელებული გვერდითი ეფექტები: (უვითარდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტს): ხასიათის ცვალებადობა, შფოთვა, დეპრესია, უძილობა, ძილის დარღვევა, კანკალი, გულის წასვლა, ტკივილის შეგრძნების დაკარგვა, რინიტი (სურდო ან ცხვირის გაგუდვა), ნაწლავების მოქმედების დარღვევა, თმის ცვენა, კანზე წითელი ან უფერო ლაქები, ზურგის, კუნთების ან სახსრების ტკივილი, ტკივილი გულმკერდის არეში, შარდვის გაძნელება, მოშარდვის სურვილის გაძლიერება ღამით, გახშირებული შარდვა, ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, ბრონქოსპაზმები (მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში, მსტვენავი სუნთქვა და ქოშინი), პირის სიმშრალე, ანგიონევროზული შეშუპება (ისეთი სიმპტომები, როგორიც არის მსტვენავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება), პრობლემები თირკმელების მხრივ, იმპოტენცია, გაძლიერებული ოფლიანობა, მამაკაცებში მკერდის გადიდება და დისკომფორტი, სხეულის მასის მატება ან შემცირება.
• იშვიათი გვერდითი ეფექტები: (უვითარდება 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტს): ცნობიერების არევა.
• ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები: (უვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს): დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ (გულის არარეგულარული რითმი, სტენოკარდია, გულის შეტევა და ინსულტი), ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი სახე), ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას, კანის ძლიერი რეაქციები, კანის უხვი გამონაყრის, ჭინჭრის ციების, მთელ სხეულზე კანის გაწითლების, ძლიერი ქავილის, ბუშტუკების გაჩენის, კანის აქერცლვის და შებერვის, ლორწოვანი მემბრანების ანთების (სტივენ-ჯონსონის სინდრომი), სხვადასხვა ფორმის ერითემის (გამონაყარი, რომელიც ხშირად იწყება სახეზე, ხელებზე ან ფეხებზე ქავანა წითელი ლაქების გაჩენით), ჩათვლით, სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება, სისხლის შემადგენლობის ცვლილება, კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ტკივილები მუცლის და ზურგის არეში და იწვევევნ შეუძლოდ ყოფნას, ღვიძლის ფუნქციის დარღევევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონე, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთ სანმედიცინო ანალიზზე, მუცლის შებერვა (გასტრიტი), ნერვების დაზიანება, რამაც შეიძლება გამიწვიოს სისუსტე, კიდურებში ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება, კუნთების მომატებული ტონუსი, ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება), ღრძილების შეშუპება, სისხლში შაქრის მომატებული დონე (ჰიპერგლიკემია).
• პაციენტებისგან, რომლებიც ღებულობდენენ პრესტანსს, ასევე შემოსულია შეტყობინებები შემდეგი გვერდითი ეფექტების შესახებ: ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის შემცირებული დონე), დარღვეევები, რომელთა დროსაც ერთობლივად ვლინდება კუნთების რიგიდობა, ტრემორი ან/და მოძრაობითი დარღვევები.

თუ გვერდითი ეფექტები ღებულობს სერიოზულ ხასიათს, ან გამოგივლინდათ არასასურველი ეფექტი, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. როგორ ინახება პრესტანსი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ მიიღოთ პრესტანსი მუყაოს ყუთზე და ფლაკონზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადაში იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.
დატენიანების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ფლაკონის მჭიდროდ დახურვა. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში.
ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
არ შეიძლება წამლების გადაგდება გამდინარე წყლებში და კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ მოახდინოთ იმ წამლების უტილიზაცია, რომელთა მიღებაც დასრულებულია. ეს ზომები მიმრთულია გარემოს დაცვისკენ.

6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს პრესტანსი:
• მოქმედი ნივთიერებები: პერინდოპრილ არგინინი და ამლოდიპინი.
პრესტანსი 5მგ/5მგ: ერთი ტაბლეტი შეიცავს 5მგ პერინდოპრილ არგინინს და 5მგ ამლოდიპინს.
პრესტანსი 10მგ/5მგ: ერთი ტაბლეტი შეიცავს 10მგ პერინდოპრილ არგინინს და 5მგ ამლოდიპინს.
პრესტანსი 5მგ/10მგ: ერთი ტაბლეტი შეიცავს 5მგ პერინდოპრილ არგინინს და 10მგ ამლოდიპინს.
პრესტანსი 10მგ/10მგ: ერთი ტაბლეტი შეიცავს 10მგ პერინდოპრილ არგინინს და 10მგ ამლოდიპინს.
• ტაბლეტის შემადგენლობაში შემავალი სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი (E470B), მიკროკრისტალური ცელულოზა (E460),  კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი (E551).
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: Servier (Ireland) Industries Ltd, ირლანდია

გაფრთხილება