ფენისტილი პენცივირი

  ფენისტილი პენცივირი

ფენისტილი პენცივირის ზოგადი ინფორმაცია

ფენისტილი პენცივირი. FENISTIL pencivir. ანტივირუსული პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – პენციკლოვირი. Penciclovir. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – D06BB. მწარმოებელი ფირმა – OTC – NCH (გერმანია).

ფენისტილი პენცივირის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ფენისტილი პენცივირი. FENISTIL pencivir გამოდის 2გ საცხის ფორმით. 1 გ საცხი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას – 10 მგ პენციკლოვირს. დამხმარე ნივთიერებებია: ცეტომაკროგოლი 1000, ცეტოსტერილის სპირტი, თეთრი რბილის პარაფინი, ვაზელინის ზეთი (თხევადი პარაფინი), პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული წყალი.აღწერილობა:  თეთრი ფერის ერთგვაროვანი საცხი.

ფენისტილი პენცივირის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ფენისტილი პენცივირის ფასები ფარმადეპოში
ფენისტილი პენცივირის ფასები ავერსში
ფენისტილი პენცივირის ფასები psp-ში
ფენისტილი პენცივირის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ფენისტილი პენცივირი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ფენისტილი პენცივირის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ფენისტილი პენცივირის აქტიური ნივთიერება

პენციკლოვირი. Penciclovir. ქიმიური დასახელება – 2-ამინო-1,9-დიჰიდრო-9-[4- ჰიდროქსი-3-( ჰიდროქსიმეთილ)ბუტილ]-6Н-პურინ-6-ონი. ბრუტო–ფორმულა: C10H15N5O3. პენციკლოვირს მიაკუთვნებენ ანტივირუსული (აივ-ის გარდა) საშუალებების ჯგუფს. CAS-კოდი:39809-25-1.

ფენისტილი პენცივირის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ჰერპესი მარტივი, რეციდივირებადი,  ტუჩებზე ლოკალიზებით (herpes labialis)

ფენისტილი პენცივირის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
საცხი ფენისტილი® პენცივირი განკუთვნილია ტუჩებზე ჰერპესის (“გაცივების”) (Herpes labialis) სამკურნალოდ. პენციკლოვირი აქტიური კომპონენტია, რომელიც ანტივირუსულ აგენტს წარმოადგენს, 1 და 2 ტიპის H Herpes simplex ვირუსების, Varicella zoster ვირუსის მიმართ. ორგანიზმში ვირუსი შეიძლება არააქტიურ მდგომარეობაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდეს. აქტივაციის მომენტში (მაგალითად დაღლილობის, გაცივების, გრიპის შედეგად) ვირუსი გამრავლებას იწყებს, რაც იწვევს ცხელების განვითარებას ბუშტოვანი გამონაყარისა და სხვა სახით, განსაკუთრებით ხშირად ეს აღინიშნება ტუჩებზე ან მათ გარშემო მონაკვეთებზე.
პენციკლოვირი ახდენს ვირუსის ბლოკირებას და აჩერებს მის გამრავლებას. პრეპარატის გამოყენება ხელს უწყობს უფრო სწრაფად გამოჯანმრთელებას, იწვევს ტკივილის შეგრძნების ინტენსივობის შემცირებას, მცირდება ვირუსული ინფექციის გადაცემის რისკის პერიოდი.
ფარმაკოკინეტიკა
გარეგანი გამოყენებისას პრეპარატი პრაქტიკულად არ ექვემდებარება სისტემურ აბსორბციას. თერაპიულზე ბევრად უფრო მაღალ კონცენტრაციებში ფენისტილის®პენცივირის საცხის გამოყენების შემდეგ თანამედროვე ანალიზური მეთოდებით აციკლოვირის აღმოჩენა ჯანმრთელი მოხალისეების სისხლში ან შარდში შეუძლებელია.
ვირუსით დაზიანებული უჯრედების გავლით პენციკლოვირი სწრაფად გადადის პენციკლოვირის ტრიფოსფატში, რომელსაც ფარმაკოლოგიური აქტივობა გააჩნია და დაზიანებულ უჯრედებში 12 საათის განმავლობაში ნარჩუნდება.
ჩვენებები
რეციდივირებადი მარტივი ჰერპესი (herpes labialis) ტუჩებზე ლოკალიზებით
მიღების წესები და დოზები
გამოიყენება გარეგანად.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
მკურნალობა შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა დაიწყოს ინფექციის განვითარების პირველი ნიშნების გამოვლინებისთანავე. მაგრამ, ჰერპესის ბურთულების სტადიაში განვითარების შემთხვევშიც კი ფენისტილი®® პენცივირი ამცირებს განკურნების დროს (აშუშებს დაზიანებულ მონაკვეთებს, ამცირებს ტკივილის შეგრძნებებს და ამოკლებს ქერქის აქერცვლის პერიოდის ხანგრძლივობას, რომელიც ვირუსის ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნება).
მცირე რაოდენობით საცხი დაიდება თითის წვერზე და დაზიანებულ მონაკვეთზე ყოველ 2 საათში წაისმევა.
თერაპიის კურსი 4 დღის განმავლობაში ტარდება
გვერდითი მოვლენები
ზოგჯერ წვის, ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება პრეპარატის წასმისთანავე
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პენციკლოვირის, ფამციკლოვირის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი არააქტიური ინგრედიენტის მიმართ. 12 წლამდე ბავშვთა ასაკი.
სიფრთხილით:
ორსულობის პერიოდში გამოყენება შეიძლება მკაცრი ჩვენებების მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნეყოფისათვის რისკს. ლაქტაციის პერიოდში გამოყენების აუცილობლობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
განსაკუთრებული მითითებები
ფენისტილის® პენცივირის საცხის გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია მისი გამოყენების შესახებ, თუ პაციენტის იმუნური სისტემა დასუსტებულია ან იგი არ არის დარწმუნებული იმაში, რომ უვითარდება ჰერპესი.
საცხის წასმამდე და მის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა.
პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ჰერპესით დაზიანებულ მონაკვეთებზე ტუჩებზე და პირის გარშემო კანზე. რეკომენდებული არ არის საცხის წასმა პირის, ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსებზე ან თვალებისა და სასქესო ორგაოების მიდამოებში.
აუცილებელია თერაპიის სრული კურსის ჩატარება ფენისტილის®® პენცივირის საცხის 4 დღის განმავლობაში გამოყენებით იმისათვის, რომ მოხდეს ჩატარებული თერაპიიდან ყველაზე მაღალი ეფექტის მიღწევა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინფექციის ნიშნები ქრება მკურნალობის დაწყებიდან ერთი-ორი დღის გასვლის შემდეგ.
აუცილებელია ექიმთან მიმართვა მდგომარეობის გაუარესების ან თერაპიის ჩატარებიდან 4 დღის შემდეგ გაუმჯობესების არარსებობის შემთხვევაში.
ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არანაირი მოქმედება აღნიშნული არ არის.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზის შესახებ მონაცემები არ არსებობს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ფენისტილის® პენცივირის საცხის რაიმე ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან ცნობილი არ არის.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 300ჩ ტემპერატურაზე. გაყინვა არ შეიძლება.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ შეიძლება.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.