ფერო-ფოლგამა

ფერო-ფოლგამა. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): რკინის (II) სულფატი, ფოლიუმის მჟავა, ციანოკობალამინი, ასკორბინის მჟავა/ Ferrous (II) sulfate, folic acid, cyanocobalamin, ascorbic acid

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანემიური საშუალება

შემადგენლობა
ერთი კაფსულა შეიცავს: აქტიურ ნივთიერებებს – რკინის სულფატი 112,6 მგ (ექვივალენტურია რკინის იონის 37 მგ), ფოლიუმის მჟავა 5 მგ, ციანოკობალამინი 0,010 მგ, ასკორბინის მჟავა 100 მგ
დამხმარე ნივთიერებები – მყარი ცხიმი, რაპსის ზეთი, სოიოს ლეციტინი, ჟელატინი, სორბიტოლის ხსნარი 70%, გლიცეროლი, რკინის ოქსიდი წითელი (E 172), რკინის ოქსიდი შავი (E 172), ეთილვანილინი.
აღწერა:
მოგრძო ფორმის რბილი ჟელატინის კაფსულები. კაფსულების გარსის ნახევრები შეღებილია სიგრძივად ორ ფერით: ღია და მუქი ყავისფერით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფერო-ფოლგამა® – კომპლექსური ანტიანემიური პრეპარატია, რომელიც შეიცავს ორვალენტიანი რკინას რკინის სულფატის უბრალო მარილის სახით, ვიტამინ , ფოლიუმის და ასკორბინის მჟავას, და განკუთვილია რკინა დეფიციტურ მდგომარეობის მკურნალობისათვის. რკინა წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს. იგი შედის გემოგლობინის, მიოგლობინის და სხვა ფერმენტების შემადგენლობაში. ასკორბინის მჟავა აუმჯობესებს ნაწლავებში რკინის შეწოვას. ვიტამინი და ფოლიუმის მჟავა მონაწილეობენ ერიტროციტების წარმოქმნასა და მომწიფებაში.
ფერო-ფოლგამა® პრეპარატის აქტიური კომპონენტები მოთავსებულია სპეციალურ ნეიტრალურ გარსში, რომელიც უზრუნველყოფს მათ შეწოვას, ძირითადად წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილში. არ ახასიათებს რა კუჭის ლორწოვან გარსზე ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედება , პრეპარატი კარგად გადაიტანება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან.

ჩვენებები
რკინა-, ფოლიუმ- და B12-დეფიციტური ანემიები, გამოწვეული ქრონიკული სისხლდანაკარგებით (კუჭიდან, ნაწლავებიდან სისხლდენა, სისხლდენა შარდის ბუშტიდან, ჰემოროიდალური კვანძებიდან, მენო-მეტრორაგიები), და აგრეთვე ქრონიკული ალკოგოლიზმით, ინფექციებით, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და პერორალური კონტრაცეპტული პრეპარატების მიღებით; ანემიები ორსულობისას და ლაქტაციისას.
რკინის და ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში, მშობიარობის შემდგომ პერიოდში და ლაქტაციისას.

მიღების წესები და დოზები
ორალურად 1-2 კაფსულა ჭამის შემდეგ. ანემია: მსუბუქი ფორმა – თითო კაფსულა 3 ჯერ დღეში 3-4 კვირის განმავლობაში; საშუალო სიმძიმის ფორმისას – თითო კაფსულა 3 ჯერ დღეში 8-12 კვირის განმავლობაში; მძიმე ფორმისას – ორი კაფსულა 3 ჯერ დღეში 16 და მეტი კვირის განმავლობაში. ორსულობისას – რკინის და ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკისთვის – 1 კაფსულა 3 ჯერ დღეში II და III ტრიმესტრში, მშობიარობის შემდგომი პერიოდში და ლაქტაციისას.

გვერდითი მოვლენები
გულისრევა, ალერგიული რეაქციები: ეგზემატოზური მოვლენები, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქტოიდური რეაქციები.

უკუჩვენება
ანემიები, რომელიც რკინის დეფიციტით არ არის გამოწვეული (მაგალითად, ჰემოლიტიკური ანემიები ან იზოლირებული მეგალობლასტური ანემია, გამოწვეული ვიტამინ – ის ნაკლებობით), მომატებული მგრძნობელობა, ღვიძლის უკმარისობა.
ორგანიზმში რკინის შემცველობის მომატება (მაგალითად, ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი). რკინის უტილიზაციის მექანიზმის დარღვევები (მაგალითად, ტყვიის ანემია, სიდეროახრესტიკული ანემია).

განსაკუთრებული მითითებები
განავალის მუქი ფერი განპირობებულია შეუწოველი რკინის გამოყოფით და არა აქვს კლინიკური მნიშვნელობა.

ჭარბი დოზირება
შესაძლებელია განვითარდეს ეპიგასტრალური ტკივილები, გულისრევა, ღებინება, კუჭის აშლა, ძილიანობა, სიფერმკრთალე, კომამდე მისულ შოკის მდგომარეობა . რეკომენდირებული სამკურნალო ღონისძიებები მოიცავს კუჭის ამორეცხვას, დესფეროქსამინის დანიშვნას და ადეკვატური შემანარჩუნებელი თერაპიის ორგანიზებას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ორგანული მჟავები, კალციუმის მარილები, ფოსფატები, ფიტინი, ქოლესტირამინი და აგრეთვე ანტაციდური პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ალუმინს, მაგნიუმს, კალციუმს, არღვევენ რკინის შეწოვას უხსნადი კომპლექსების წარმოქმნის გამო. კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების შემცველ პრეპარატებს შეუძლიათ რკინის შეწოვის შემცირება.
ფენობარბიტალის, კარბამაზეპინის, ვალპროატის, სულფასალაზინის, ჰორმონალურ კონტრაცეპტივების, ფოლიუმის მჟავას ანტაგონისტების, ტრიმეტოპრიმის, პირიმეტამინის და ტრიამტერონის ერთდროული გამოყენებისას ქვეითდება ფოლიუმის მჟავას შეწოვა.
რკინის მარილები აფერხებენ ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
გამაგრებული საკვები, პური, ნედლი მარცვლოვანი, რძის პროდუქტები, კვერცხი ამცირებენ რკინის აბსორბციას, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან და აგრეთვე პენიცილინამინდთან ერთდროულად დანიშვნის დროს წარმოიქმნება კომპლექსური შენაერთები, რომლებიც ამცირებენ რკინის შეწოვას და აქვეითებენ ანტიბიოტიკების ანტიმიკრობულ აქტივობას.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვისათვის მიუწდომელ ადგილას .
ვარგისიანობის დრო 5 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გამოშვების ფორმა: კაფსულა #20

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი კომპანია: WORWAG Pharma, გერმანია

გაფრთხილება