ჰიდროკორტიზონი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ჰიდროკორტიზონი/ hydrocortisone

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  გარეგანი გამოყენების გლუკოკორტიკოიდები
შემადგენლობა
ჰიდროკორტიზონის აცეტატი – 1 გ და დამხმარე ნივთიერებები (ვაზელინი, ლანოლინი უწყლო, პენტოლი, სტეარინის მჟავა, ნიპაგინი, ნიპაზოლი, გასუფთავებული წყალი) 100 გ-მდე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰიდროკორტიზონი წარმოადგენს სინთეტიკურ გლუკოკორტიკოსტეროიდულ პრეპარატს ადგილობრივი გამოყენებისათვის. ახდენს ანთების, შეშუპების, ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას. პრეპარატის ადგილობრივად გამოყენება რეკომენდებული დოზებით არ იწვევს გვერდით სისტემურ ეფექტებს.
ჩვენებები
ჰიდროკორტიზონის 1% მალამო გამოიყენება კანის ანთებითი და ალერგიული არამიკრობული ეთიოლოგიის დაავადებების, ეგზემის, ალერგიული და კონტაქტური დერმატიტის, ნეიროდერმიტის ფსორიაზის დროს.
მიღების წესები და დოზები
1% მალამო თხელ ფენად წაისმევა კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და თერაპიის ეფექტურობაზე, რომელიც, როგორც წესი, შეადგენს 6-14 დღეს; დაავადების რთულად მიმდინარეობისას მკურნალობის კურსის გაგრძელება 20 დღემდე შეიძლება. შეზღუდულ კერებზე ეფექტის გასაძლიერებლად შეიძლება ოკლუზიური სახვევების გამოყენება. 6 თვიდან და უფროსი ასაკის ბავშვებში მალამოს გამოყენებისას მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა უნდა შეიზღუდოს და გამოირიცხოს ის ღონისძიებები, რომლებიც იწვევს სტეროიდის შეწოვის რეზორბციის გაძლიერებას (სათბობი, მაფიქსირებელი და ოკლუზიური სახვევები).
გვერდითი მოვლენები
ჰიდროკორტიზონის მალამოთი მკურნალობისას შესაძლოა გამოვლინდეს ინდივიდუალური აუტანლობის მოვლენები ჰიპერემიის, შეშუპების და ქავილის სახით პრეპარატის წასმის მონაკვეთის ფარგლებში. მისი ხანგრძლივად გამოყენებისას ასევე შესაძლებელია კანის განმეორებითი ინფექციური დაზიანებების, ატროფიული ცვლილებების, ჰიპერტრიქოზის განვითარება. კანის ინფექციური დაზიანებების პრევენციისათვის ჰიდროკორტიზონის მალამოს დანიშვნა რეკომენდებულია ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად. მალამოს ხანგრძლივად გამოყენებისას, განსაკუთრებით დიდ დაზიანებულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია ჰიპერკორტიციზმის განვითარება, როგორც ჰიდროკორტიზონის აცეტატის რეზორბციული მოქმედების გამოვლინება
უკუჩვენება
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ჰიდროკორტიზონის აცეტატის მალამოს გამოყენება უკუნაჩვენებია კანის ნაჭრილობევის, წყლულოვანი დაზიანებების, ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი დაავადებების დროს. ორსულებს პრეპარატი არ ენიშნებათ.
ორსულობა და ლაქტაცია
გლუკოკორტიკოსტეროიდები აღწევს პლაცენტაში. ნაყოფზე ზემოქმედება უფრო გამოხატული შეიძლება იყოს პრეპარატის დიდ ზედაპირებზე წასმისას. რეკომენდებულია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა პრეპარატის დანიშვნისას ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენებისას ბავშვებში, სახის არეში ან ოკლუზიური სახვევების ქვეშ, მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა უნდა შემცირდეს.
ბავშვთა ასაკში თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ფუნქციის დათრგუნვა შეიძლება უფრო სწრაფად განვითარდეს. გარდა ამისა, შეიძლება გამოვლინდეს ზრდის ჰორმონის ექსკრეციის შემცირება. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას აუცილებელია სხეულის წონის, ზრდის, პლაზმის კორტიზოლის დონის გაკონტროლება.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის დიდი დოზებით ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერკოტიციზმის სიმპტომების გამოვლინება
შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმტეს +20°C ტემპერატურზე.
ვარგისიანობის ვადა 3 წელი. კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება
გამოშვების ფორმა: გარეგანი გამოყენების მალამო 1% 10გ ტუბში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: შტადა,  გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook