დოპელჰერც აქტივი ვიტამინები დიაბეტით დაავადებულთათვის

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დოპელჰერც აქტივი ვიტამინები დიაბეტით დაავადებულთათვის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

დოპელჰერც აქტივი ვიტამინები დიაბეტით დაავადებულთათვის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პოლივიტამინები მაკრო- და მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებით.


დოპელჰერც აქტივი ვიტამინები დიაბეტით დაავადებულთათვის-ის აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
ვიტამინი E 42მგ, ვიტამინი B12 9მკგ, ბიოტინი 150მკგ, ფოლიუმის მჟავა 450მკგ, ვიტამინი C 200მგ, ვიტამინი B6 3მგ, კალციუმის პანტოტენატი 6მგ, ვიტამინი B1 2მგ, ნიკოტინამიდი 18მგ, ვიტამინი B2 1. 6მგ, ქრომი (III ქლორიდი) 60მკგ, სელენი(სელენიტი) 30მკგ, მაგნიუმი(ოქსიდი) 200ნგ, თუთია(გლუკონატი) 5მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინები მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლის ყველა პროცესში, ისინი ზრდიან ორგანიზმის მდგრადობას არასასურველი გარემო ფაქტორების, მიკროორგანიზმების და ვირუსების წინააღმდეგ. საკმარისი რაოდენობით ვიტამინების მოხვედრა ორგანიზმში ამაგრებს მას, იმუნური სტატუსის გაუმჯობესების შედეგად. შაქრიანი დიაბეტის დროს ვიტამინთა უკმარისობა ხელს უწყობს გართულებათა განვითარებას.
B ჯგუფის ვიტამინები არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას უჯრედში და ხელს უწყობენ მის ენერგიით მომარაგებას. არეგულირებენ ნერვული სისტემის ფუნქციას.
ვიტამინი B12, B6 და ფოლიუმის მჟავა დიდ როლს ასრულებს ჰომოცისტეინის ბალანსირებულ შემცველობაში, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებისათვის. ვინაიდან დიაბეტით დაავადებულ პირებში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს თავისუფალი რადიკალების ჭარბ წარმოქმნას, აუცილებელია მათი ანტიოქსიდანტებით მომარაგება. ვიტამინ C, E და სელენს გამოხატული აქვთ ანტიოქსიდანტური თვისებები, რაც ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას და მის ორგანიზმიდან გამოძევებას შორის ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნებას. ამასთანავე, ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უჯრედის დაცვაში.

ქრომი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ოპტიმალური დონის შენარჩუნებას, ათეროსკლეროზის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევათა პროფილაქტიკას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის ორგანიზმში ცხიმის ჩალაგებას.

თუთია მონაწილეობს იმუნიტეტის ფორმირებაში, შედის ფერმენტების შემადგენლობაში, მათ შორის ნუკლეინური მჟავების მეტაბოლიზმის კატალიზატორების, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლწარმოქმნის პროცესს

მაგნიუმი მონაწილეობს ფოსფორის ცვლაში, ახდენს სისხლის წნევის დაქვეითებას, მნიშვნელოვანია მრავალი ფერმენტის ფუნქციონირებისათვის.

ჩვენებები
შაქრიანი დიაბეტის გართულებათა პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია

მიღების წესები და დოზები
ყოველდღიურად 1 ტაბლეტი დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ტაბლეტის ორ ნაწილად გაყოფა.
პრეპარატის მიღებამდე რეკომენდირებულია ექიმის კონსულტაცია

უკუჩვენება
შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.

განსაკუთრებული მითითებები
ვიტამინებზე, მიკროელემენტებზე და მინერალურ ნივთიერებებზე გაზრდილი მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელი აღნიშნული კომპლექსის მიღებისას აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ის არ ცვლის შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის ძირითად სქემას, არამედ ავსებს მას. არსებობს ასევე, კვების ძირითადი თავისებურებები დიაბეტით დაავადებულ პირთათვის, რომლებიც ეწევიან განსაკუთრებულ ცხოვრების წესს, ზომიერი ფიზიკური დატვირთვით, წონის კონტროლით და ექიმის მიერ რეკომენდებული მედიკამენტების მიღებით

შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Queisser Pharma GmbH & Co. გერმანია

გაფრთხილება