ენტუს ჯუნიორი

ენტუს ჯუნიორი

ენტუს ჯუნიორის ზოგადი ინფორმაცია

ენტუს ჯუნიორი. Entus junior. მუკოლიზური და ამოსახველებელი პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი. Ambroxol hydrochloride. მწარმოებელი ფირმა – შპს აფლოფარმ (პოლონეთი).

ენტუს ჯუნიორის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ენტუს ჯუნიორი. Entus junior გამოდის 15მგ/5მლ 120მლ სიროფის ფორმით. სიროფის 5 მლ შეიცავს 15 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს (Ambroxoli hydrochloridum) და დამხმარე ნივთიერებებს: თხევად არამაკრისტალებელ სორბიტოლს, გლიცერინს 85%, ნატრიუმის საქარინს, ბენზოის მჟავას, პროპილენგლიკოლს, ჰიდროქსიეთილცელულოზას, ფორთოხლის ნატურალური არომატს 72 VP 100 გ /100, მენთოლს, გაწმენდილ წყალს.

ენტუს ჯუნიორის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ენტუს ჯუნიორის ფასები ფარმადეპოში
ენტუს ჯუნიორის ფასები ავერსში
ენტუს ჯუნიორის ფასები psp-ში
ენტუს ჯუნიორის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ენტუს ჯუნიორი , იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ენტუს ჯუნიორის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ენტუს ჯუნიორის აქტიური ნივთიერება

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი. Ambroxol hydrochloride. ქიმიური დასახელება – ტრანს-4-[[(2-ამინო-3,5-დიბრომფენილ)მეთილ]ამინო]ციკლოჰექსანოლი (ჰიდროქლორიდის სახით). ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს მიაკუთვნებენ სეკრეტოლიტიკების და სასუნთქი გზების მოტორული ფუნქციის სტუმულატორების ჯგუფს.

ენტუს ჯუნიორის სინონიმები  

პულმოქსოლი (Pulmoxol, Asfarma, თურქეთი), სეკროლი 30 მგ (SECROL 30 mg, Bilim, თურქეთი), სეკროლისაბავშვოსიროფი (SEKROL Pediatric Syrup, Bilim, თურქეთი), ფლავამედი (Flavamed, Berlin-Chemie Menarini, გერმანია), ფლავამედი შუშხუნა ტაბლეტები (Flavamed effervescent tablets, Berlin-Chemie Menarini, გერმანია), ფლავამედი ხსნარი (Flavamed, Berlin-Chemie Menarini, გერმანია), ჰალიქსოლი სიროფი (HALIXOL, EGIS, უნგრეთი), ჰალიქსოლი ტაბლეტები (HALIXOL, EGIS, უნგრეთი).

ენტუს ჯუნიორის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ზემო სასუნთქი გზების ანთება, მწვავე და ქრონიკული, ბრონქული სეკრეტის გამოდევნის გაძნელებით მიმდინარე
  • ემფიზემა ფილტვების
  • ასთმა ბრონქული
  • ბრონქოექტაზია
  • მუკოვისციდოზი
  • ბრონქიტი
  • ლარინგიტი

ენტუს ჯუნიორის საფირმო აღწერიდან

ჩვენებები
ენტუს ჯუნიორი სიროფის სახით არსებული პრეპარატია ამოსახველებელი და მუკოლიზური მოქმედებით.
პრეპარატი ენტუს ჯუნიორი ნაჩვენებია:
როგორც დამხმარე საშუალება ზემო სასუნთქი გზების ბრონქული სეკრეტის გამოდევნის გაძნელებით მიმდინარე მწვავე და ქრონიკული ანთების, მაგ. ფილტვების ემფიზემის, ბრონქული ასთმის, ბრონქოექტაზიის, მუკოვისციდოზის, ბრონქიტის, ლარინგიტის დროს.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატი განკუთვნილია პერორალური მიღებისათვის. შეფუთვას ახლავს საზომი, რომელიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს სიროფის 2,5 მლ და 5 მლ.
• 2 წლამდე ასაკის ბავშვები – 7,5 მგ (2.5მლ სიროფი) ორჯერ დღეში
• 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები – 7,5 მგ (2.5მლ სიროფი) სამჯერ დღეში
• 6-დან 12 წლამდეასაკის ბავშვები – 15 მგ (5მლ სიროფი) სამჯერ დღეში
გამოყენების მეთოდი:
რეკომენდებული დოზები მიიღება ჭამის შემდეგ დილით და ნასადილევს.
არ გამოიყენოთ ძილის წინ.
მითითებული დოზები გამოიყენება მწვავე მდგომარეობებისა და ქრონიკული მდგომარეობის მკურნალობის დასაწყისში, გახანგრძლივებული მკურნალობისას (14 დღეზე მეტი) შეიძლება მათი სანახევროდ შემცირება.
სიროფის მიღება შეიძლება დიაბეტით დაავადებულებისათვის.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატმა ენტუს ჯუნიორმა, ისევე, როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებმა, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა შემთხვევაში. დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულძმარვა, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა და ყაბზობა.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები (კანის ცვლილებები, ჭინჭრის ციება, ანგიონევროტული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი, ცხელება, ქოშინი, შემცივნება, სახის შეშუპება, თავის ტკივილი), ქსეროსტომია (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე).
თირკმლებისა და საშარდე გზების მუშაობის დარღვევა: იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს დიზურია(შარდვის გაძნელება).
ზოგ პირებში პრეპარატ ენტუს ჯუნიორის გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს სხვა გვერდითი მოქმედებები. იმ გვერდითი მოვლენების შესახებ, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართ ფურცელში, უნდა აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება
მოქმედი ნივთიერების (ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის) ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს
უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვა პრეპარატ ენტუს ჯუნიორის გამოყენების დროს
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება კუჭის ან თორმეტგიჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით, ღვიძლის უკმარისობით დაავადებულინ პაციენტების მკურნალობისას. საჭიროა სიფრთხილე პრეპარატ ენტუს ჯუნიორით მკურნალობისას ხველის დასუსტებული რეფლექსის ან ბრონქის წამწამოვანი ეპითელით სეკრეტის გამოდევნის შესუსტების დროს სეკრეტის შესაძლო დაგროვების გამო. მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია დიდი რაოდენობით ბრონქული სეკრეტის გამოყოფა. ასეთ შემთხვევაში ასაჭიროა გაჯირჯვებული სეკრეტის ამოხველების მიზნით ხველის რეფლექსის გამოწვევა ან სეკრეტის ამოტუმბვა. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში საჭიროა რეკომენდებული დოზის შემცირება. ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტებში დამხმარე საშუალებად გამოყენებულმა ენტუს ჯუნიორმა შეიძლება დასაწყისში ხველის გაძლიერება და დიდი რაოდენობით სეკრეტის ამოხველება გამოიწვიოს.
ამბროქსოლის გამოყენების შე3მდეგ აღწერილია კანის რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
პრეპარატის გამოყენების წინ მიმართეთ ექიმს
სამკურნალო პრეპარატის გამოყენება ორსულობისას შეიძლება მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისას.
ძუძუთი კვება:
პრეპარატის გამოყენების წინ მიმართეთ ექიმს
არ არსებობს ძუძუთი კვების დროს აბბროქსოლის გამოყენების საკმარისი მონაცემები.ამბროქსოლი აღწევს დედის რძეში.
ძუძუთი კვების დროს პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.
განსაკუთრებული მითითებები
ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმების მომსახურება
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ ენტუს ჯუნიორის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
სამკურნალო საშუალება შეიცავს სორბიტოლს, ამიტომ არ შეიძლება მისი გამოყენება პაციენტებში, რომელთაც აქვთ ფრუქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობა.
პრეპარატი შეიცავს ბენზოის მჟავას და პროპილენგლიკოლს, რომლებმაც ზემგრძნობელობის მქონე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
ჭარბი დოზირება
რეკომენდებულ დოზაზე მეტი რაოდენობით პრეპარატ ენტუს ჯუნიორის მიღებისას უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატ ენტუს ჯუნიორის დოზის გამოტოვებისას:
არ უნდა მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად. პრეპარატის დოზის გამოტოვებისას და სიმპტომების არსებობისას მიიღება პრეპარატის მომდევნო დოზა დანიშნულ დროს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აუცილებელია შეატყობინოთ ექიმს ბოლო დროს გამოყენებული ყველა სამკურნალო საშუალების შესახებ, მათიც კი, რომელიც გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ანტიბიოტიკებთან (ამოქსიციკლინი, ერითრომიცინი, ამპიცილინი, დოქსაციკლინი და ცეფუროქსიმი) ერთდროულად პერორალურად მიღებული ამბროქსოლი აძლიერებს მათ შეღწევას ფილტვებში და მათ მოქმედებას.
ამბროქსოლი და თეოფილინი აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას.
არ შეიძლება ამბროქსოლის გამოყენება ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად,იმდენად, რამდენადაც ისინი თრგუნავენ ხველას და შესაძლოა სეკრეტის სასუნთქ გზებში დაგროვება.
მოცემულ ჩანართ ფურცელში არსებული ინფორმავცია შეიძლება ეხებოდეს როგორც წარსულში გამოყენებულ, ასევე მომავალში გამოსაყენებელ პრეპარატებს.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
პრეპარატი ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე. არ ინახება მაცივარში. არ გაყინოთ.

ენტუს ჯუნიორის