ერესპალი სიროფი

ერესპალი სიროფი

ერესპალი სიროფის ზოგადი ინფორმაცია

ერესპალი სიროფი. EURESPAL. სასუნთქი ორგანოების დაავადებების დროს გამოსაყენებელი სხვადასხვა ჯგუფის – ანტიმედიატორული მოქმედებით  სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ფენსპირიდი. Fenspiride. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – R03DX03. მწარმოებელი ფირმა – სერვიე (საფრანგეთი).

ერესპალი სიროფის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ერესპალი სიროფი. EURESPAL გამოდის 150 მლ 2 მგ/1მლ სიროფის  ფორმით ფლაკონში.ფენსპირიდის ჰიდროქლორიდი 0,200გ 100 მლ სიროფზე. შემავსებლებია: ტკბილი გემო (თაფლი, რომი, სპირტიანი ნაყენები და თაფლის სპირტიანი ნაყენები, ვარდისა და ფორთოხლის ყვავილები), სპირტიანი ექსტრაქტი (სპირტიანი ნაყენის კონცენტრატი, გლუკოზის სიროფი, ანისულის ზეთი), ვანილის ექსტრაქტი (ვანილის თავების წყალ-სპირტოვანი ნახარში), გლიცეროლი, ყვითელი საკვები საღებავიS (E110) მეთილ-პარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილ-პარაჰიდროქსიბენზოატი, საქარინი, საქაროზა, კალიუმის სორბიტი, გამოხდილი წყალი.

ერესპალის (სიროფი) ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ერესპალის (სიროფი) ფასები ფარმადეპოში
ერესპალის (სიროფი) ფასები ავერსში
ერესპალის (სიროფი) ფასები psp-ში
ერესპალის (სიროფი) ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ერესპალი (სიროფი), იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ერესპალის (სიროფი) ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ერესპალი სიროფის აქტიური ნივთიერება

ფენსპირიდი. Fenspiride. ქიმიური დასახელება – 8-(2-ფენილეთილ)-1-ოქსა-3,8-დიაზასპირო [4,5]-დეკან -2-ონი (ჰიდროქლორიდის სახით). ბრუტო–ფორმულა: C15H20N2O2. ფენსპირიდს მიაკუთვნებენ H1-ანტიჰისტამინური საშუალებების ჯგუფს. CAS-კოდი:5053-06-5.

 

ერესპალი სიროფის სინონიმები

ერესპალი 80 მგ (EURESPAL 80 mg, Servier, საფრანგეთი).

ერესპალი სიროფის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • რინოფარინგიტები
  • ლარინგიტები
  • ოტიტები
  • სინუსიტები
  • რინოტრაქეობრონქიტები
  • ბრონქიტები
  • რესპირატორული გამოვლინებები წითელას, მახრჩობელა ხველისა და გრიპის დროს
  • ასთმა
  • ასთმის გართულებები

ერესპალი სიროფის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბრონქების შევიწროებისა და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი. (რ: რესპირატორული სისტემა).
ჩვენებები
ზემო და ქვემო სასუნთქი გზების დაავადებები:
– რინოფარინგიტები და ლარინგიტები.
– ოტიტები, სინუსიტები.
– რინოტრაქეობრონქიტები
– ბრონქიტები
– რესპირატორული გამოვლინებები წითელას, მახრჩობელა ხველისა და გრიპის დროს.
– შემანარჩუნებელი თერაპია ასთმისა და მისი გართულებების შემთხვევაში.
მიღების წესები და დოზები
ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ექიმის დანიშნულების მკაცრი დავცა. ზოგადად:
– ახალშობილები და ბავშვები: 4 მგ/კგ/დღეში
– 10კგ-მდე: შესაძლებელია საკვებ ნარევს დაემატოს 2-დან 4 ჩაის კოვზამდე (10-დან 20 მლ-მდე) დღეში,
– 10კგ-ზე მეტი: 2-დან 4 სუფრის კოვზამდე (30-დან 60 მლ-მდე) დღეში, ჭამამდე,
– მოზრდილები: 3-დან 6 სუფრის კოვზამდე (45-დან 90 მლ-მდე) დღეში, ჭამამდე მიღების წესი: შიგნით
მკურნალობის ხანგრძლივობა: ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
გვერდითი მოვლენები
– შესაძლებელია მოშლილობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ძილიანობა.
– იშვიათად, გულისცემის რითმის ზომიერი აჩქარება, რაც მცირდება დოზის შემცირებისას.
– პარაბენის (პარა-ჰიდროქსიბენზოატების) არსებობის გამო შესაძლებელია ჭინჭრის ციების განვითარება.
– აღნიშნულია ალერგიული რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები: ერითემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ფიქსირებული პიგმენტური ერითემა.
საჭიროა ექიმის ან ფარაცევტი ინფორმირებას ყველა იმ არასასურველი ეფექტის შესახებ, რომლებიც არ არის ნახსენები ამ ანოტაციაში.
უკუჩვენება
ცნობილია ალერგია შემადგენელი ნივთიერებებიდან ერთ-ერთის, კერძოდ კი ყვითელი საკვები საღებავის S (E 110), მეთილ – და პროპილ-პარაჰიდროქსიბენზოატის მიმართ.
ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
ორსულობა და ლაქტაცია
ამ პრეპარატის მიღება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის. თუ ორსულობა დადგინდა მკურნალობის კურსის განმავლობაში, კურსი უნდა აუცილებლად სეწყდეს და საჭიროა ექიმის კონსულტაცია სხვა მედიკამენტის დასანიშნად. იმის გამო, რომ არ არსებობს მონაცემები პრეპარატის დედის რძეში შეღწევის შესახებ, მისი მიღება ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი შეიცავს საღებავს ყვითელ სანსეტს S – ს, ამიტომ მისმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები და ასთამაც კი, განსაკუთრებით, ასპირინზე ალერგიის მქონე პირებში. საქაროზის შემცველობის გამო ეს პრეპარატი უკუნაჩვენებია ფრუქტოზის აუტანლობის, გლუკოზისა ან გალაქტოზის შეწოვის უკმარისობის სინდრომისა და საქაროზა-იზომალტაზის უკმარისობის (იშვიათი მეტაბოლური დაავადება) დროს.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები პრეპარატის გამოყენებისას:
ეს პრეპარატი შეიცავს 3გ საქაროზას ერთ ჩაის კოვზზე (9გ-ს ერთ სუფრის კოვზზე). დაბალკალორიული დიეტებისა ან დიაბეტის შემთხვევაში, ეს რაოდენობები გათვალისწინებული უნდა იქნას ყოველდღიური ნებადართული დოზის გამოთვლისას. ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ექიმისა ან ფარმაცევტის გაფრთხილება ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელთაც ღებულობს პაციენტი.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი არ გამოიყენება მეორეულ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.