ექსორექსი ლოსიონი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ქვანახშირის ფისის ხსნარი /coal tar solution

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საშუალებები ფსორიაზის მკურნალობისათვის

შემადგენლობა
ექსორექსი გარეგანი გამოყენების სამკურნალო დერმატოლოგიური კომპლექსია, რომელიც წარმოდგენილია ექსორექსის ლოსიონით, ექსორექსის დამატენიანებელი კრემით და ექსორექსის თავისა და ტანის შამპუნით.
შემადგენლობა: ექსორექსის ლოსიონის აქტიური ნივთიერებაა ქვანახშირის ფისის ხსნარი 5 % v/w კონცენტრაციით. ასევე შეიცავს შემდეგ ინგრედიენტებს: Polysorbite 80. Ethanol. Alpha Tocopherol. Xanthan Gum. Complex of Esterifi ed Essential Fatty Acids. Hydrogenated Polyoxyl Castor Oil. Propyl Hydroxybenzoate (E216). Methyl Fydroxybenzoate (E218).Water.
ექსორექსის კრემი შეიცავს შემდეგ ინგრედიენტებს: Water. Paraffi n White Soft & Emulsifying Wax & Liquid Paraffi n. Paraffi n White Soft. Glycerin. Mineral Oil. dl–Tocopherol. Ethyl Linoleate & Ethyl Oleate & Ethyl Linolenate. PEG-40 Hydrogenated Castor Oil. Methyl Paraben. Sodium Propyl Paraben. Imidurea.
ექსორექსის თავისა და ტანის შამპუნი შეიცავს შემდეგ ინგრედიენტებს: Water. Sodium Lauroamphoacetate.Sodium Laureth Sulfate. Cocamidopropyl Betaine. Sucrose Cocoate. Citric Acid. Cocamidopropyl PG-Dimonium Chloride Phosphate. 2-Bromo-2-Nitropropane-1,3-Diol. Sodium Chloride. Benzoic Acid. Methylchoroisothiazolinone. Methylisothiazolinone
ჩვენებები
ფსორიაზი (ქიცვისებრი ლიქენი);
ფსორიაზი (ბერძნ. Psoriasis – ქავილი) ერთ-ერთი გავრცელებული ქრონიკული არაინფექციური ანთებითი დაავადებაა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 3,0 %-ში გვხვდება და ქალებსა და კაცებს შორის თანაბრად ვლინდება 10 -დან 40 წლამდე ასაკში, თუმცა მისი საწყისი გამოვლენა შესაძლოა ნებისმიერ ასაკში. მის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს ნევროგენული, მემკვიდრეობითი, იმუნური, ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებული ფაქტორები. გარეგნულად ის მხოლოდ კანისმიერი სიმპტომებით ვლინდება, ამიტომ კანის დაავადებად მიაჩნიათ, სინამდვილეში კი ფსორიაზი სისტემური დაავადებაა, რომელიც კანთან ერთად ორგანიზმის მთელ სისტემებს აზიანებს. დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ არსებობს აზრი, რომ იგი შეიძლება განპირობებული იყოს მემკვიდრული, იმუნოლოგიური ფაქტორით, ტრავმის ან ოპერაციის შემდგომ, ჭრილობა, დამწვრობა, ვირუსული ინფექციის, წამლისმიერი ალერგიული რეაქციის, ზოგიერთი ადგილობრივი და სისტემური მედიკამენტების გამოყენება, სტრეპტოკოკული ინფექციების გადატანის შემდეგ. სხვა ფაქტორებს, რომელთაც შე უ ძლიათ ფსორიაზის გამწვავება, მიეკუთვნება სტრესი, მუდმივი ემოციური დაძაბულობა, ალკოჰოლიზმი. ფსორიაზის დროს ყველაზე ხშირი ლოკალიზაციაა კიდურების გამშლელი ზედაპირები და თავის თმიანი ნაწილი.
განასხვავებენ ფსორიაზის კლინიკურ ფორმებს: ბალთოვანი, ერითროდერმული, პუსტულოზური და წვეთისებური ფსორიაზი.
დაავადების მიმდინარეობის სტადიებია: პროგრესული, სტაციონალური და რეგრესული სტადია.
1. პროგრესულ სტადიაში ხდება ახალი გამონაყრის გაჩენა და უკვე არსებულის ზომებში გაზრდა. ნაკაწრების ადგილებში ასევე ჩნდება გამონაყრის ელემენტები.
2. სტაციონალურ სტადიაში ხდება პროცესის სტაბილიზაცია, გამონაყრის ელემენტები არ ვითარდება.
3. რეგრესულ სტადიაში ხდება ელემენტების უკუგანვითარება.
ფსორიაზის დიაგნოსტიკაში აფხეკის მეთოდით შესაძლებელია ე.წ. ფსორიაზული ტრიადის აღმოჩენა. დამახასიათებელია სამი სიმპტომი:
1. სტეარინული ლაქის სიმპტომი – ქერცლები ფარავენ გამონაყრის ელემენტებს, იშლებიან წვრილ ნაწილებად, რომელიც მოგვაგონებს კანზე დაცემული გამდნარი სტეარინის წვეთს.
2. ე.წ. ტერმინალური აპკის (ფირფიტის) სიმპტომი – აქერცვლის შემთხვევაში ვლინდება მსხვილი აპკის ფორმის ფოლაქის გლუვი ზედაპირი.
3. ამ უკანასკნელის მოცილების შემდეგ ვითარდება წერტილოვანი სისხლდენის სიმპტომი სისხლიანი ნამის სახით.
მიღების წესები და დოზები
გამოსაყენებლად ძალიან მოსახერხებელი და მარტივად მოსახმარია, იგი სწრაფად შეიწოვება კანში, აქვს უფრო ნაკ ლებად გამოხატული უსიამოვნო სუნი ქვანახშირის ფისის სხვა პრე პა რა ტებთან შედარებით. ექსორექსის ლოსიონის მიმართ რეზისტენტობა ან იმუნური რეაქცია არ ვითარდება, იგი არ ათხელებს კანის შრეებს დამუ შავების ადგილებში. ყოველი გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ ექსო რექსის ლოსიონის ბოთლი და გამოიყენეთ საჭიროებისამებრ.
12 წალამდე ასაკის ბავშვები და ხანდაზმულები
საჭიროა მოსუფთავდეს დაზიანებული ადგილები, შემდეგ მოხდეს ექსორექსის ლოსიონის შეზელვა და გაშრობა ერთი წუთის განმავლობაში.
რეკომენდირებულია მისი გამოყენება დღეში 2-3 ჯერ. შესაძლებელია მისი განზავება. განზავებული ლოსიონი ინახება გრილ ადგილას ან მაცივარში, 7 დღეზე ძველი განზავებული ლოსიონი უნდა გადაიღვაროს და გაკეთდეს ახალი მიქსტურა.
განზავების პროგრამა
მკურნალობის 1 კვირა: 1 სუფ. კოვზი ლოსიონი + 5 სუფ. კოვზი ანადუღარი გაგრილებული წყალი.
მკურნალობის II კვირა: 1 სუფ. კოვზი ლოსიონი + 4 სუფ. კოვზი ანადუღარი გაგრილებული წყალი.
მკურნალობის III კვირა: 1 სუფ. კოვზი ლოსიონი + 3 სუფ. კოვზი ანადუღარი გაგრილებული წყალი.
მკურნალობის IV კვირა: 1 სუფ. კოვზი ლოსიონი + 2 სუფ. კოვზი ანადუღარი გაგრილებული წყალი.
12 წლის ზემოთ ბავშვები და ამოზრდილები:
ექსორექსის ლოსიონი გამოიყენება დღეში 2-3 ჯერ განზავების გარეშე, უნდა მოსუფთავდეს დაზიანებული ადგილები და მოხდეს შეზელვა.
ექსორექსის დამატენიანებელი კრემი გამოიყენება ლოსიონის წასმის და შეშრობის შემდეგ. თხელი ფენის სახით დაიტანება ექსორექსის კრემი დაზიანებული ადგილის დასატენიანებლად. მკურნალობის ხანგრძლივობის საწყისი ფაზა შეიძლება გაგრძელდეს 60-დან 90 დღემდე, თუმცა ეს პერიოდი ზოგჯერ შეიძლება უფრო ხანგრძლივიც იყოს. ამა თუ იმ პაციანტისთვის მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. ექსორექსის კომპლექსში შემავალ საშუალებებს ფერი და სუნი არ გააჩნიათ, არ ღებავენ კანს და ტანსაცმელს. ექსორექსის ლოსიონის დღეში 3 ჯერზე მეტად გამოყენება ტანზე არარეკომენდირებულია. თუმცა, ყოველდღიური გამოყენების მხრივ ექსორექსის სპექტრის დანარჩენი საშუალებების მიმართ ამგვარი შეზღუდვა არ არსებობს, გამოიყენება ისეთი სიხშირით, როგორც საჭიროება მოითხოვს.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მიმართეთ ექიმს ექსორექსის ლოსიონის გამოყენებამდე.
განსაკუთრებული მითითებები
1)პირსა და თვალში მოხვედრისას სწრაფად უნდა მოხდეს ლოსიონის წყლით ჩამორეცხვა;
2) ლოსიონის გამოყენების დროს დაუშვებელია მზის აბაზანების მიღება;
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ექსორექსის ლოსიონის გარეგანი გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან ერთდროული კომბინაცია დასაშვებია.
შენახვის პირობები და ვადები
ექსორექსის კომპლექსში შემავალი საშუალებები ინახება 25°C ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 5% ლოსიონი 100მლ, 250მლ ფლაკონი #1, შამპუნი 250მლ ფლაკონი #1, დამატენიანებელი კრემი 100გ ფლაკონი #1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Forest Tosara, ირლანდია

გაფრთხილება