ლივაროლი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კეტპკომაზოლი/ ketoconazole

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები ..

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის

შემადგენლობა
ქიმიური სახელწოდება
ცის-1-აცეტილ-4(4-((2-(2,4)-დიქლოფენილ)-2(1H-იმიდაზოლ-1-ილმეთილ-1,3-დიოქსოლან-4-ილ)-მეტოქსი)ფენილ)პიპერაზინი
შემადგენლობა
შემადგენლობა ვაგინალური სუპოზიტორები კეტოკონაზოლით შეიცავს: კეტოკონაზოლი – 0,4გ, ბუტილოქსიანიზოლი – 0,0005გ, ფუძეები (პოლიეთილენოქსიდი 1500, პოლიეთილენოქსიდი 400) – საკმარისი რაოდენობა სუპოზიტორის მისაღებად მასით

ფარმაკოლოგიური თვისებები
აქტიური ნივთიერება – კეტოკონაზოლი, იმიდაზოლდიოქსოლანის წარმოებულები. გააჩნია ფუნგიციდური და ფუნგოსტატური მოქმედება დერმატოფიტებთან და საფუარებთან მიმართებაში. მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ერგოსტეროლის ბიოსინთეზის დათრგუნვასა და სოკოს მემბრანების შემადგენლობის ლიპიდურ ცვლილებებაში.
პრეპარატი აქტიურია სტაფილოკოკებთან და სტრეპტოკოკებთან მიმართებაში

ჩვენებები
საშოს მწვავე და ქრონიკული რეციდივული მიკოზის მკურნალობა.
საშოს სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა ორგანიზმის დაქვეითებული რეზისტენტობისას და ანტიბაქტერიული საშუალებებითა და სხვა პრეპარატებით მკურნალობის ფონზე, რომლებიც არღვევენ საშოს ნორმალურ მიკროფლორას.

მიღების წესები და დოზები
კონტურული შეფუთვიდან სუპოზიტორიის ამოღების შემდეგ სუპოზიტორია შეჰყავთ ღრმად საშოში ზურგით მწოლიარე მდგომარეობაში დღეღამეში 1 სუპოზიტორი 3-5 დღის განმავლობაში დაავადების მიმდინარეობის მიხედვით, აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ გამოჯანმრთელებამდე

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ქავილი, წვა) სუპოზიტორიის შეყვანის ადგილას, იშვიათ შემთხვევებში – გულისრევა, თავბრუსხვევა.

უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

განსაკუთრებული მითითებები
მოერიდეთ ლატექსურ პრეპარატებთან კონტაქტს (კონტრაცეპტული დიაფრაგმები, კონდომები).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
რიფამპიცინთან და იზონიაზიდთან პრეპარატის ერთდროული გამოყენება ამცირებს პლაზმაში კეტოკონაზოლის კონცენტრაციას. ციკლოსპორინების, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების და მეთილპრედნიზოლონის ერთდროული გამოყენებისას კეტოკონაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ამ უკანასკნელთა კონცენტრაციის მომატება პლაზმაში.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა 2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში

მწარმოებელი კომპანია და ქვეყანა: შტადა, გერმანია
გამოშვების ფორმა: 400მგ ვაგინალური სუპოზიტორია #5
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

გაფრთხილება