მაგნე ბალანსი პლუსი

მაგნე ბალანსი პლუსი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: მაგნიუმის ჰიდროასპარაგინატი, კალიუმის ჰიდროასპარაგინატი / Magnesii hydroaspartas, Kalii hydroaspartas

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები ..

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ელექტროლიტურ ცვლაზე მოქმედი საშუალებები; ორგანიზმში მაგნიუმის შემავსებელი პრეპარატები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი #50
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
მაგნიუმის ჰიდროასპარაგინატი
(რომელიც შეესაბამება 17 მგ კალიუმის იონებს)………………….  250 მგ
კალიუმის ჰიდროასპარაგინატი
(რომელიც შეესაბამება 54 მგ კალიუმის იონებს)………………….. 250 მგ
ასევე დამხმარე ნივთიერებებს:
კარტოფილის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, პოლივინილის სპირტი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები:
მაგნე-ბალანს პლუსი პრეპარატია, რომელიც შეიცავს მაგნიუმს და კალიუმს ელემენტების ასპარაგინის მჟავას მარილების სახით. ისინი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაგნიუმი, კალიუმი და ასპარაგინის მჟავა მონაწილეობენ მეტაბოლურ პროცესებში, იონური წონასწორობის, ნერვული და ნერვ-კუნთოვანი გამტარებლობის შენარჩუნებაში ადამიანის ორგანიზმში.
მაგნე-ბალანს პლუსი გამოიყენება კალიუმის, მაგნიუმის და ასპარაგინატის დეფიციტის პროფილაქტიკისა და შევსებისათვის.

მაგნიუმი:
მაგნიუმის ყველაზე დიდ რაოდენობას შეიცავს ქსოვილები ყველაზე გაძლიერებული მეტაბოლური პროცესებით: თავის ტვინი, გულის კუნთები და ღვიძლი. მაგნიუმი კალციუმის იონებთან ერთად ქმნის ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურას.
მაგნიუმის სწორი რაოდენობა მოქმედებს:
• აგზნებადობის დაქვეითებაზე;
• აადვილებს ყურადღების კონცენტრაციას და დაძინების პროცესს;
• აქვეითებს აღქმა სტრესისა და კუნთების მუშაობის დარღვევისა, რაც გამოიხატება მათი კანკალით, კრუნჩხვით და უნებლიე მოძრაობებით;
• აქვეითებს კორონარული დაავადებების, მიოკარდიუმის ინფარქტისა და გულის რიტმის დარღვევის რისკს.
მაგნიუმის დეფიციტი აძლიერებს კორონარული დაავადებების, მიოკარდიუმის ინფარქტისა და გულის რიტმის დარღვევის რისკს.

კალიუმი:
კალიუმის იონების კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმის უჯრედებში 15-ჯერ მეტია, ვიდრე მისი კონცენტრაცია უჯრედგარე სითხეში. ამ ბალანსის კალიუმის ცვლის მოშლის (გამოწვეულის მაგ. კალიუმის დეფიციტით) შედეგად დარღვევა, ჩვეულებრივ, სერიოზული საფრთხეა შემდეგი სისტემების სწორი მუშაობისათვის:
• ნერვული სისტემა, ნერვული და ნერვ-კუნთოვანი გამტარებლობის დარღვევის თვალსაზრისით (მოძრაობა, გულის მუშაობა, სხვა შინაგანი ორგანოების მუშაობა);
• სხვადასხვა ნივთიერებების ორგანიზმის ქსოვილების უჯრედებიდან და უჯრედებში ტრანსპორტირების სისტემა(კვება, სუნთქვა, გამოყოფა);
• სისხლის მიმოქცევის და გამომყოფი სისტემა წყალ-ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნების თვალსაზრისით (სისხლის პერიფერიული წნევის და მჟავიანობის ზღვრების დაცვა);

ასპარაგინის მჟავა წარმოადგენს ნეიროტრანსმიტერს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ასტიმულირებს ორგანიზმის აქტიურობას, არეგულირებს რა უჯრედებში კალიუმის, ნატრიუმის და კალციუმის კონცენტრაციას.

მიღების წესები და დოზები:
პერორალურად მისაღები პრეპარატი.
მოზრდილები – საშუალოდ 2-დან 6 ტაბლეტამდე დაყოფილი დოზებით დილით და საღამოს ჭამის შემდეგ.
პრეპარატი არ შეიცავს შაქარს და შეიძლება გამოყენებულ იქნას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებშიც.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატმა მაგნე-ბალანს პლუსმა, ისევე როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებმა, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
ჭამის წინ პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და დიარეა.
პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს წინაგულ-პარკუჭოვანი გამტარებლობის დარღვევა. ამ ჩანართ ფურცელში აღუწერელი სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა მათ შესახებ აცნობოთ ექიმს.

უკუჩვენება:
• არ შეიძლება მაგნე-ბალანს პლუსის მიღება:
• პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებისადმი აუტანლობის დროს;
• თირკმლების ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობისას, ჰიპერკალიემიისას (სისხლის შრატში კალიუმის მომატებული კონცენტრაცია), ჰიპერმაგნიემიისას (სისხლის შრატში მაგნიუმის მომატებული კონცენტრაცია), წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადისას, მიასთენიისას (myasthenia gravis), მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპერტონიისას.
არ შეიძლება გამოყენება ფოსფატებთან, რკინის ნაერთებთან, კალციუმის მაგალ დოზებთან, ფტორქინოლინებთან, ტეტრაციკლინებთან ერთდროულად(ამ პრეპარატების მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 საათს).
შედარებით უკუჩვენებად ითვლება უკვე არსებული სიმსივნური პროცესი.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვა პრეპარატ მაგნებალანს პლუსის მიღებისას:
პრეპარატი შეიცავს მაგნიუმს და კალიუმს. ჭარბი დოზირების რისკის გამო გამოყენების წინ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სხვა პრეპარატები, რომლებსაც ვიყენებთ, არ შეიცავენ მაგნიუმს და კალიუმს. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება მკვეთრი გაუწყლოების, ქსოვილის დიდი ფართობის დაზიანებისას (მაგ. სხეულის დიდი ზედაპირის დამწვრობა). ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა მაგნიუმის და კალიუმის დონის კონტროლი.
სიფრთხილით გამოიყენება უფროსი ასაკის პაციენტებში კალიუმის გამოყოფის დაქვეითების გამო.

ორსულობა:
პრეპარატის გამოყენების წინ მიმართეთ ექიმს.

ძუძუთი კვება:
პრეპარატის გამოყენების წინ მიმართეთ ექიმს.

ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვა:
არ ახდენს გავლენას.

ჭარბი დოზირება:
რეკომენდებულ დოზას გადაჭარბებული დოზით პრეპარატ მაგნე-ბალანს პლუსის მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
საჭიროა შეატყობინოთ ექიმს ბოლო დროს გამოყენებული სამკურნალო საშუალებების შესახებ, მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემი პრეპარატების შესახებაც.
მაგნიუმის პერორალურად მისაღები პრეპარატები აქვეითებს პერორალურად მისაღები შედედების საწინააღმდეგო, ვარფარინის წარმოებული პრეპარატების შეწოვას.
არ შეიძლება გამოყენება ფოსფატებთან, რკინის ნაერთებთან, კალციუმის მაგალ დოზებთან, ფტორქინოლინებთან, ტეტრაციკლინებთან ერთდროულად(ამ პრეპარატების მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 საათს).
ფოსფატების, რკინის ნაერთების და კალციუმის შემცველ პრეპარატებთან ერთად მიღება იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მათი შეწოვის ორმხრივ დაქვეითებას.
მაგნიუმის შემცველ სხვა პრეპარატებთან (რომლებსაც აქვთ საფაღარათო ან კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელი მოქმედება) ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მაგნიუმით მოწამვლის სიმპტომები, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობით დაავადებულებში.
კალიუმდამზოგველ დიურეტიკებთან, ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან, ზოგიერთ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატთან (მაგ. ინდომეტაცინთან) ერთად მიღება აძლიერებს ჰიპერკალიემიის რისკს.
კალიუმის პრეპარატები აქვეითებს სათითურას გლიკოზიდების მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ შეიძლება პრეპარატ მაგნე-ბალანს პლუსის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

მწარმოებელი: შპს აფლოფარმი,პოლონეთი

გაფრთხილება