ოდნატრონი

ოდნატრონი

ოდნატრონის ზოგადი ინფორმაცია

ოდნატრონი. Ondansetron. ციტოსტატიური თერაპიის დროს ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ონდანსეტრონი. Ondansetron. მწარმოებელი ფირმა – კლევა ს.ა. – ფარმაცევტული ინდუსტრია (საბერძნეთი).

ოდნატრონის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ოდნატრონი. Ondansetron გამოდის 8მგ/4მლ 4მლ ი.ვ. და ი.მ. საინიექციო ხსნარის (ამპულაში) ფორმით. აქტიური ინგრედიენტია ონდანსეტერონი. ყოველი 2 მლ ოდნატრონის ინექცია შეიცავს 4 მგ ონდანსეტრონს. ყოველი 4 მლ ოდნატრონის ინექცია შეიცავს 8 მგ-ს.სხვა ინგრედიენტებია ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატე, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.ოდნატრონის ინექცია სუფთა, გამჭვირვალე, უფერო სითხეა. ხელმისაწვდომი შეფუთვებია 2მლ (4მგ) და 4 მლ (8მგ) გამჭვირვალე, გადასატეხი რგოლის მქონე ამპულები, 5-5 ამპულა კოლოფში.

ოდნატრონის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ოდნატრონის ფასები ფარმადეპოში
ოდნატრონის ფასები ავერსში
ოდნატრონის ფასები psp-ში
ოდნატრონის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ოდნატრონი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ოდნატრონის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ოდნატრონის აქტიური ნივთიერება

ონდანსეტრონი. Ondansetron. ქიმიური დასახელება –  (±)-1,2,3,9-ტეტრაჰიდრო-9-მეთილ-3-[(2-მეთილ-1H-იმიდაზოლ-1-ილ)-მეთილ]-4H-კარბაზოლ-4-ონი (მონოჰიდროქლორიდის დიჰიდრატის სახით). ბრუტო–ფორმულა: C18H19N3O. ონდანსეტრონს მიაკუთვნებენ ღებინების საწინააღმდეგო და სეროტონინერგული საშუალებების ჯგუფს.

ოდნატრონის სინონიმები 

ემეტრონი (EMETRON, Gedeon Richter, უნგრეთი), ზოფრანი (ZOFRAN, Glaxosmithkline Export Ltd, დიდი ბრიტანეთი), სეტრონონი (SETRONON, Teva, ხორვატია).

ოდნატრონის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ღებინება, კიბოს საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიით და რადიოთერაპიით გამოწვეული
  • ღებინება ქირურგიული ჩარევის შემდეგ

ოდნატრონის საფირმო აღწერიდან

ჩვენებები
ოდნატრონი შეიცავს მედიკამენტს სახელწოდებით ონდანსეტრონი, რომელიც ეკუთვნის ანტიემეტიკების ჯგუფს.
ოდნატრონის ინექცია გამოიყენება:
• კიბოს საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიით და რადიოთერაპიით გამოწვეული ღებინების პრევენციისათვის
• ქირურგიული ჩარევის შემდეგ ღებინების პრევენციისათვის
თუ გნებავთ დამატებითი განმარტება პრეპარატის ამ მიზნით გამოყენების შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს.
მიღების წესები და დოზები
ოდნატრონის ინექცია, ჩვეულებრივ, კეთდება ექიმის ან ექთნის მიერ. დოზა, რომელიც დანიშნული გაქვთ, დამოკიდებულია თქვენს მიერ ჩატარებულ მკურნალობაზე.
გულისრევის და ღებინების პრევენცია ქიმიოთერაპიის და რადიოთერაპიის დროს
ქიმიოთერაპიის და რადიოთერაპიის დღეს:
• მოზრდილთა ჩვეულებრივი დოზაა 8მგ კუნთში ინექციის სახით, ზუსტად სეანსის წინ, მეორე 8მგ 12 საათის შემდეგ. ქიმიოთერაპიის შემდეგ თქვენი პრეპარატი მიიღება პერორალურად 8მგ ოდნატრონის ტაბლეტის სახით.
შემდეგ დღეებში:
• მოზრდილთა ჩვეულებრივი დოზაა თითო 8 მგ ტაბლეტი ორჯერ დღეში
• მისი მიღება შეიძლება 5 დღემდე
თუ თქვენი ქიმიოთერაპია და რადიოთერაპია იწვევს ძლიერ გულისრევას და ღებინებას, შესაძლოა ოდნატრონის მეტი დოზით მიღება, ღქვენი ექიმი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას.
6 თვეზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზარდები
დოზას საზღვრავს ექიმი. მეტი ინფორმაციისათვის დახედეთ ეტიკეტს.
ქიმიოთერაპიის და რადიოთერაპიის დღეს:
• პირველი დოზა მიიღება ინტრავენური ინექციის გზით ზუსტად ბავშვის მკურნალობის დაწყების წინ. ქიმიოთერაპიის შემდეგ ბავშვს ეძლევა მედიკამენტი პერორალურად, ჩვეულებრივ, 4 მგ ტაბლეტის სახით 12 საათის შემდეგ.
შემდეგ დღეებში;
• ერთი 4 მგ-იანი ტაბლეტი ორჯერ დღეში
• მისი მიღება შეიძლება 5 დღემდე
გულისრევის და ღებინების პრევენცია ოპერაციის შემდეგ
• მოზრდილთა ჩვეულებრივი დოზაა 4 მგ ინექციის სახით კუნთში. ინექცია უნდა გაკეთდეს ზუსტად ოპერაციის წინ.
• 1 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში და მოზარდებში ექიმი იღებს გადაწყვეტილებას დოზიზ სესახებ. მაქსიმალური დოზაა 4 მგ ინტრავენური ინექციის სახით.
ღვიძლის საშუალო და მძიმე ხარისხის დაზიანების მქონე პაციენტები
მთლიანი დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8მგ
თუ თქვენ მიიღეთ იმაზე მეტი ოდნატრონის ინექცია, ვიდრე უნდა მიგეღოთ
ოდნატრონის ინექციას გიკეთებთ თქვენი ექიმი ან ექთანი, ამდენად ნაკლებ სავარაუდოა, რომ თქვენ მიიღებდით ძალიან დიდ დოზას. თუ თქვენ პიქრობთ, რომ მიიღეთ დიდი დოზა, ან გამოტოვეთ დოზა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.
ოდნატრონის ინექციის მიღებამდე
არ მიიღოთ ოდნატრონის ინექცია, თუ:
• თქვენ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ონდანსეტრონის ან ოდნატრონის ინექციის შემადგენელი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ
თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს ოდნატრონის ინექციის მიღებამდე.
მიიღეთ განსაკუთრებული ზომები ოდნატრონის ინექციასთან დაკავშირებით
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან ოდნატრონის ინექციის მიღებამდე, თუ:
• თქვენ როდესმე გქონიათ გულთან დაკავშირებული პრობლემები
• როდესმე გქონიათ არათანაბარი გულისცემა (არიტმია)
• ხართ ალერგიული ონდანსეტრონის ანალოგიური პრეპარატების მიმართ, როგორიცაა გრანისეტრონი
• გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემა
• გაქვთ ნაწლავთა გაუვალობა
• გაქვთ პრობლება სისხლში ნატრუიუმის, კალიუმის და მაგნიუმის მარილების დონეებთან დაკავშირებით.
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომელიმე ზემოჩამოთვლილი გეხებათ თუ არა, ოდნატრონის ინექციის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ოდნატრონის ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, ამის მიუხედავად ეს არ ხდება ყველა პაციენტის შემთხვევაში.
ალერგიული რეაქციები
თუ გაქვთ ალერგიული რეაქცია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან სხვა სამედიცინო პერსონალს. შეიძლება გაჩნდეს შემდეგი სიმპტომები:
• უეცარი სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის ტკივილი ან გულმკერდში მოჭერის შეგრძნება
• ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ან ენის შეშუპება
• კანის გამონაყარი – წითელი ლაქები ან ჭინჭრის ციება მთელ სხეულზე
• კოლაფსი
სხვა გვერდითი ეფექტები:
ყველაზე გავრცელებული (10-დან 1 ადამიანზე მეტი)
• თავის ტკივილი
ჩვეულებრივი (100-დან 1 შემთხვევაზე ნაკლები)
• წამოხურების შეგრძნება
• ყაბზობა
• ღვიძლის ფუნქციების ტესტებში ცვლილებები (თუ თქვენ მიიღეთ ოდნატრონის ინექცია პრეპარატ ცისპლატინთან ერთად, სხვაგვარად ეს რეაქცია იშვიათია)
• გაღიზიანება და სიწითლე ინექციის ადგილას
უჩვეულო (1 000-დან 1 შემთხვევაზე ნაკლები)
• სლოკინი
• სისხლის დაბალი წნევა, რაც იწვევს გულისწასვლის და თავბრუსხვევის შეგრძნებას
• არათანაბარი გულისცემა
• გულმკერდის ტკივილი
• პაროქსიზმები
• უნებლიე მოძრაობები და კანკალი
იშვიათი (10 000-დან 1 შემთხვევაზე ნაკლები)
• მხედველობის დაქვეითება ან მხედველობის დროებითი დაკარგვა, რომელიც ჩვეულებრივ, ბრუნდება 20 წუთის განმავლობაში
თუ რომელიმე გვერდითმა მოვლენამ მიიღო სერიოზული სახე, ან შეამჩნიეთ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ჩანართ ფურცელში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ლაქტაცია
არ არის ცნობილი, არის თუ არა ოდნატრონი უსაფრთხო ორსულობის პერიოდში. ოდნატრონის ინექციის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას.
არ კვებოთ ძუძუთი, თუ იღებთ ოდნატრონს, რადგან მცირე რაოდენობა გადადის დედის რძეში. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან მეანს დანიშნულებისათვის.
საჭირო ინფორმაცია ოდნატრონის ინექციის შემადგენელი ზოგიერთი ინგრედიანტის შესახებ
ეს პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის ციტრატს და ნატრიუმის ქლორიდს. ეს ნიშნავს რომ ოდნატრონის ინექცია შეიცავს 7 მგ ნატრიუმს 4 მგ დოზაში. თუ იმყოფებით დაბალნატრიუმიან დიეტაზე, ოდნატრონის ინექციის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თუ შეიძლება, აცნობეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ და ახალი მიღებული გაქვთ რომელიმე სხვა მედიკამენტი იმ მედიკამენტების ჩათვლით, რომლებსაც იძენთ რეცეპტის გარეშე, ასევე მცენარეული პრეპარატებიც. ეს იმიტომ, რომ ოდნატრონმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედების მექანიზმზე. ასევე შესაძლებელია სხვა პრეპარატებმა იქონიონ გავლენა ოდნატრონის მოქმედების მექანიზმზე.
დაწვრილებით გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ რომელიმე ქვემოჩამოთვლილ მედიკამენტს:
• კარბამაზეპიმს ან ფენიტოინს ეპილეფსიის სამკურნალოდ
• რიფამპიცინს ისეთი დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა ტუბერკულოზი
• ანტიარითმულ საშუალებებს არათანაბარი გულისცემის სამკურნალოდ
• ბეტა-ბლოკერებს, რომლებიც გამოიყენება დადასტურებული გულის ან თვალის პრობლემების, შიშების სამკურნალოდ, შაკიკის პრევენციისათვის
• ტრამადოლს, ტკივილგამაყუჩებელს
• მედიკამენტებს, რომლებიც მოქმედებს გულზე (როგორებიცაა ჰალოპერიდოლი და მეტადონი)
• კიბოს საწინააღმდეგი პრეპარატები (განსაკუთრებით ანტაციკლინები)
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომელიმე ზემოჩამოთვლილი გეხებათ თუ არა, ოდნატრონის ინექციის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
ოდნატრონის ინექციის გაკეთება არ შეიძლება იგივე შპრიცით ან საინფუზიო სისტემით (წვეთოვანი), რომლითაც გაკეთდა ნებისმიერი სხვა საშუალება.
შენახვის პირობები და ვადები
• შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და თვალით მიუჭვდომელ ადგილას.
• არ გამოიყენოთ ოდნატრონის ინექცია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია შეფუთვაზე სიტყვა “EXP”-ის შემდეგ
• არ შეინახოთ ოდნატრონის ინექცია 25*C – ზე მაღალ ტემპერატურაზე
როცა ოდნატრონის ინექცია გახსნილია ინტრავენურ სითხეებში:
– ის უნდა ინახებოდეს 2-8*C – ზე არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში
– არ საჭიროებს სინათლისაგან დაცვას გადასხმის პერიოდში