პანთრონი

  პანთრონი

პანთრონის ზოგადი ინფორმაცია

პანთრონი. Panthron. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – პანტოპრაზოლი. Pantoprazole. მწარმოებელი ფირმა – ერის ფარმაცეუტიკალს (ავსტრალია) შპს. (ავსტრალია).

პანთრონის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

პანთრონი. Panthron გამოდის 20მგ და 40მგ ტაბლეტის ფორმით. 20მგ-იანი ტაბლეტები ყვითელია, ოვალური ფორმის, ბრტყელი ორივე მხრიდან. 40მგ-იანი ტაბლეტები ყვითელია, ოვალური ფორმის, ბრტყელი ორივე მხრიდან. პანთრონის 40მგ-იანი ტაბლეტები გამოდის ბლისტერში, 30 ტაბლეტი. პანთრონის 20მგ-იანი ტაბლეტები გამოდის ბლისტერში, 30 ტაბლეტი. აქტიური ინგრედიენტი პანთრონის ტაბლეტებში არის პანტოპრაზოლი. პანთრონის 40მგ-იანი ტაბლეტები შეიცავენ 40მგ პანტოპრაზოლის ექვივალენტს და 20მგ-იანი ტაბლეტები შეიცავენ 20მგ პანტოპრაზოლის ექვივალენტს. პანთრონის ტაბლეტები აგრეთვე შეიცავს მანიტოლს, ნატრიუმის უწყლო კარბონატს, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატს, კროსპოვიდონს, სილიციუმის უწყლო კოლოიდს, კალციუმს, სტეარატს, ჰიპრომელოზას, მაკროგოლ 6000-ს, გამოხდილ წყალს, ნატრიუმის ჰიდროქსიდს, ეუდრაგიტ L30-D55 და ოპადრაი AMB წყლიან დამარბილებელ ბარიერის გარსის სისტემას 80W52172 ყვითელს. პანთრონის ტაბლეტები არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას, საქაროზას, ტარტრაზინს ან სხვა მათ შემცველ საღებავებს.

პანთრონის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

პანთრონის ფასები ფარმადეპოში
პანთრონის ფასები ავერსში
პანთრონის ფასები psp-ში
პანთრონის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც პანთრონი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია პანთრონის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

პანთრონის აქტიური ნივთიერება

პანტოპრაზოლი. Pantoprazole. ქიმიური დასახელება – 5-(დიფტორმეთოქსი)-2-[[(3,4-დიმეთოქსი-2-პირიდინილ)მეთილ]სულფინილ]-1H-ბენზიმიდაზოლი (ნატრიუმის მარილის სახით). ბრუტო–ფორმულა:C16H15F2N3O4S. პანტოპრაზოლს მიაკუთვნებენ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ჯგუფს. CAS-კოდი:102625-70-7.

პანთრონის სინონიმები 

კონტროლოკი (Controloc, Nycomed, გერმანია), პანტოპრაზოლი ლეკი (Pantoprazole Lek, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., სლოვენია).

პანთრონის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • წყლულები
  • წყლული კუჭის
  • წყლული თორმეტგოჯა ნაწლავის
  • შეხორცების ხელშეწყობა
  • წყლული ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებასთან დაკავშირებული
  • ტკივილი
  • შეშუპების და ანთების სხვა სიმპტომები
  • ართრიტი  (სახსრების ანთება)
  • რეფლუქს დაავადება
  • რეფლუქსური ეზოფაგიტი
  • ცოლინგერ-ელისონის სინდრომი

პანთრონის საფირმო აღწერიდან

ჩვენებები
როგორ მოქმედებს პანთრონი
პანთრონი მიეკუთვნება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს (პტი). პანთრონი მოქმედებს კუჭის მჟავიანობის დაქვეითებით და ამსუბუქებს სიმპტომებს და ხელს უწყობს შეხორცებას.
რისთვის გამოიყენება პანთრონი
თქვენი წამლის დასახელებაა პანთრონი. შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს-პანტოპრაზოლს.
წყლულები
პანთრონი გამოიყენება კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობისთვის და შეხორცების ხელშეწყობისთვის.
წყლულის მდებარეობის მიხედვით მას ეწოდება კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. კუჭის წყლული ჩნდება კუჭში. დუოდენური წყლული კი თორმეტგოჯა ნაწლავში, რომელიც წარმოადგენს კუჭიდან გამავალ მილს.
პანთრონი აგრეთვე შეიძლება გამოყენებულ იქნას ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებასთან დაკავშირებული წყლულის პრევენციისთვის. ეს პრეპარატები გამოიყენება ტკივილის გასაყუჩებლად, შეშუპების და ანთების სხვა სიმპტომების მოსახსნელად, ართრიტის ჩათვლით (სახსრების ანთება).
რეფლუქს დაავადება
პანთრონი აგრეთვე გამოიყენება რეფლუქსური ეზოფაგიტის ან რეფლუქს დაავადების სამკურნალოდ. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კუჭიდან საკვებისა და მჟავის ”უკან შებრუნებით” (რეფლუქსი) საყლაპავში. რეფლუქსმა შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება მკერდში, რომელიც იწევს ყელისკენ, აგრეთვე ცნობილია გულის წვის სახელწოდებით.
პანთრონი აგრეთვე გამოიყენება რეფლუქსური ეზოფაგიტის პროფილაქტიკისთვის.
ცოლინგერ-ელისონის სინდრომი
პანთრონი გამოიყენება იშვიათი მდგომარეობის სამკურნალოდ, რომელსაც ეწოდება ცოლინგერ-ელისონის სინდრომი,. როდესაც კუჭი აპროდუცირებს მჟავის ძალიან დიდ რაოდენობას, უფრო მეტს, ვიდრე წყლულის და რეფლუქს დაავადების დროს.
სხვა გამოყენება
თქვენმა ექიმმა შეიძლება პანთრონი დაგინიშნოთ სხვა მიზეზით. ჰკითხეთ ექიმს თუ გაგიჩნდებათ რამე შეკითხვა პანთრონი რატომ დაგენიშნათ.
მიღების წესები და დოზები
ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში. თუმცა თუ თქვენი ექიმი აგრეთვე ნიშნავს ანტიბიოტიკებს პანთრონთან კომბინაციაში თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ, პანთრონის დოზაა ორი 40მგ-იანი ტაბლეტი დღეში. პირველი ტაბლეტის მიღება საჭიროა დილით და მეორის საღამოს საკვების მიღებამდე 7 დღის განმავლობაში.
თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაბამის დოზას. პანთრონის დოზა და სიხშირე, რომელსაც ექიმი გინიშნავთ დამოკიდებულია თქვენს მდგომარეობაზე. ექიმმა შეიძლება დოზა შეცვალოს თქვენი მდგომარეობის მიხედვით.
როგორ და როდის მიიღება ის
გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად მცირე რაოდენობის წყალთან ერთად საკვების მიღების დროს ან მის გარეშე.
თუ თქვენ იღებთ სხვა პრეპარატებს, როგორიცაა ანტიბიოტიკები პანთრონით თერაპიასთან კომბინაციაში, მიყევით ყოველი წამლის გამოყენების ინსტრუქციას ზუსტად.
არ დაფხვნათ და არ დაღეჭოთ ტაბლეტები.
პანთრონის ტაბლეტებს გააჩნია სპეციალური გარსი კუჭის მჟავისგან დასაცავად. იმისთვის, რომ პანთრონმა იმუშაოს ეფექტურად, ეს გარსი არ უნდა დაზიანდეს.
თუ თქენ დაგავიწყდათ მისი მიღება
თუ თითქმის თქვენი შემდეგი დოზის მიღების დროა, გამოტოვეთ დოზა და მიიღეთ შემდეგი საჭიროების დროს. სხვა შემთხვევაში, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე როცა გაგახსენდებათ, შემდეგ კი მისი მიღება გააგრძელეთ ჩვეულებრივ.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციისთვის.
როდესაც იღებთ პანთრონს
რა უნდა გააკეთოთ
გამოიყენეთ პანთრონი ზუსტად ექიმის დანიშნულებით.
სასწრაფოდ უთხარით თქვენს ექიმს თუ დაორსულდებით პანთრონით მკურნალობის დროს.
უთხარით ყველა ექიმს, დანტისტებს და ფარმაცევტებს რომლებიც გმკურნალობენ, რომ იღებთ პანთრონს.
თუ თქვენ იღებთ პანთრონს დიდი ხნის განმავლობაში, მაგ. 1 წელზე დიდხანს, დაგჭირდებათ ექიმის რეგულარული კონსულტაცია, რათა მან შეძლოს თქვენი მდგომარეობის მონიტორინგი.
უთხარით თქვენ ექიმს თუ თავს უკეთ არ იგრძნობთ პანთრონის მიღების დროს. თქვენმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს სხვა გამოკვლევები.
გვერდითი მოვლენები
უთხარით თქვენს ექიმს რაც შეიძლება მალე თუ გაქვთ რამე პრობლემა პანთრონის მიღების პერიოდში, მაშინაც კი თუ არ ფიქრობთ, რომ პრობლემები დაკავშირებულია პრეპარატთან ან ისინი ჩამოთვლილი არ არის ამ ბროშურაში.
სხვა პრეპარატების მსგავსად, პანთრონმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. თუ ისინი ჩნდება, მათი უმრავლესობა მცირე და დროებითია. თუმცა ზოგიერთი მათგანი შეიძლება სერიოზული იყოს და სამედიცინო მკურნალობას მოითხოვდეს.
დაუსვით თქვენს ექიმს და ფარმაცევტს ნებისმიერი შეკითხვა. უთხარით თქვენს ექიმს თუ შენიშნავთ ნებისმიერს ჩამოთვლილიდან რომელიც გაწუხებთ:
• თავის ტკივილი
• თავბრუსხვევა
• დიარეა
• გულსირევა ან ღებინება
• აირების სიჭარბე კუჭში ან ნაწლავებში
• საკვების მოუნელებლობა
• შეკრულობა
• პირის სიმშრალე
• მეტალის გემო
• მომატებული ოფლიანობა
• მხედველობის დაბინდვა
• კანის პრობლემები, როგორიცაა ქავილი და სიწითლე.
ესენია ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები. ზოგიერთი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა პრეპარატებთან კომბინაციით, რომლებსაც იღებთ პანთრონთან ერთად.
სასწრაფოდ უთხარით თქვენს ექიმს თუ შენიშნავთ რომელიმეს ჩამოთვლილიდან:
• უჩვეულო დაღლილობ ან სისუსტე
• გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, თვითგრძნობის გაუარესება, ცხელება, ქავილი, კანის და თვალების სიყვითლე, მუქი შარდი.
• კანის პრობლემები, როგორიცაა ქავილი და სიწითლე, შეშუპება, კანზე ბებერები ან აქერცვლა.
• სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება რამაც შეიზლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება.
• ხშირი ინფექციები როგორიცაა ცხელება, მწვავე გაციება, ყელის ტკივილი ან პირის წყლულები.
• გულმკერდის ტკივილი
• სუნთქვის უკმარისობა
• სისხლის მაღალი წნევა
• ფეხების შეშუპება
• სისხლდენა ან ტკენა ჩვეულებრივზე ადვილად.
• დეპრესია, დაბნეულობა ან შფოთვა
ეს შეიძლება იყოს სერიოზული გვერდითი ეფექტები, რომლებიც ძალიან იშვიათია. სხვა გვერდითი ეფექტები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილი არ არის შეიძლება განვითარდეს ზოგიერთ ადამიანში.
უკუჩვენება
სანამ დაიწყებთ პანთრონის მიღებას
როდის არ უნდა მიიღოთ ის
არ მიიღოთ პანთრონი თუ:
1. გაქვთ ალერგია
• პანტოპრაზოლზე
• რომელიმე ინგრედიენტზე, რომელიც ჩამოთვლილია ბროშურის ბოლოს
2. გაქვთ ღვიძლის მწვავე დაავადება ან ციროზი
კომბინაცია ანტიბიოტიკებთან ან სხვა წამლებთან თუ:
• ალერგიული ხართ ნებისმიერი ანტიბიოტიკის ან მედიკამენტის მიმართ, რომელსაც ექიმი პანთრონთან ერთად დაგინიშნავთ.
• გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის საშუალო სიმძიმის ან მწვავე დაავადება.
არ მიიღოთ პანთრონი ატაზანავირთან (ანტივირუსული საშუალება) კომბინაციაში.
პანთრონის ბავშვებში გამოყენება არ შეიძლება. პანთრონის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის.
თუ თქვენ დარწმუნებული არ ხართ პანთრონის მიღება უნდა დაიწყოთ მარტო თუ ანტიბიოტიკებთან ერთად, მიმართეთ ექიმს.
არ მიიღოთ პანთრონი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც დაბეჭდილია შეფუთვაზე.
სანამ დაიწყებთ მის მიღებას
უნდა უთხრათ ექიმს თუ:
1. გაქვთ ალერგია
• პანტოპრაზოლზე
• რომელიმე ინგრედიენტზე, რომელიც ჩამოთვლილია ბროშურის ბოლოს
• ნებისმიერ პრეპარატზე, ან ნივთირებაზე, როგორიცაა საკვები, დამცავი საშუალებები ან საღებავები.
2. ორსულად ხართ, ორსულობას გეგმავთ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან ძუძუთი კვებას გეგმავთ. თქვენი ექიმი შეაფასებს პანთრონის მიღების რისკს და სარგებელს ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
3. გაქვთ ან გქონდათ რაიმე დაავადება
თუ თქვენ არ გითქვამთ თქვენი ექიმისთვის ზემოთ აღნიშნული რომელიმე მოვლენის შესახებ, უთხარით სანამ დაიწყებთ პანთრონის მიღებას.
ჭარბი დოზირება
თუ თქვენ შემთხვევით მიიღეთ მეტი (ჭარბი დოზირება)
მაშინვე მიმართეთ თქვენს ექიმს
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
უთხარით ექიმს თუ იღებთ რაიმე სხვა პრეპარატს, იმ წამლების ჩათვლით, რომლებსაც ყიდულობთ რეცეპტის გარეშე თქვენი ფარმაცევტისგან, სუპერმარკეტში ან აფთიაქში.
ზოგიერთი პრეპარატის მოქმედება შეიძლება შეიზღუდოს პანთრონით, ან შეზღუდოს მისი მოქმედება. ეს შეიძლება იყოს პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება თრომბების პრევენციისთვის (ანტიკოაგულანტები) და წამლები, რომელთა ეფექტურობაც დამოკიდებულია კუჭის მჟავიანობაზე, მაგალითად კეტოკონაზოლი.
შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი წამლების სხვა რაოდენობა, ან შეიძლება დაგჭირდეთ სხვა პრეპარატების მიღება. თქვენი ექიმი გირჩევთ.
შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ტაბლეტები ბლისტერში მათი მიღების დრომდე. თუ ტაბლეტებს შეინახავთ ბლისტერის გარეთ შეიძლეა ისინი კარგად არ შეინახონ.
პანთრონის ტაბლეტები შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას სადაც ტემპერატურა 30°C-ზე დაბალია.
არ შეინახოთ პანთრონი ან რამე სხვა მედიკამენტი აბაზანაში ან ნიჟარასთან ახლოს. არ დატოვოთ მანქანაში ან ფანჯრის რაფაზე. სიცხე და სინესტე აფუჭებს ზოგიერთ მედიკამენტს.
შეინახეთ პანთრონი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაკეტილი კარადა მინიმუმ ერთი-ერთნახევარი მეტრის სიმაღლის, კარგი ადგილია წამლების შესანახად.