ნისტატინი

ნისტატინი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ნისტატინი/nystatine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის

შემადგენლობა
1 სანთელი შეიცავს: ნისტატინი 250000ერთ. ან 500000ერთ. ბუთილოქსიანიზოლი სამედიცინო სუფთა, იონოლი საკვები (ბუთილოქსიტოლუოლი), ლიმონის მჟავა, ვაზელინის ზეთი, სანთლის ფუძე (მკვრივი ცხიმი A ტიპის ან ვიტეპსოლი)
ფორმა: საშოს სანთლები

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას, ანტიბიოტიკს პოლიენების ჯგუფიდან. იგი უკავშირდება სოკოს უჯრედული მემბრანის სტეროლებს და არღვევს მათ მთლიანობას. აქტიურია ჩანდიდა ალბიცანს მიმართ.
ადგილობირივი გამოყენებისას პრეპარატი ლორწოვან გარსში არ შეიწოვება.

ჩვენებები
საშოს კანდიდოზი.
ადგილობრივი ანტიმიკრობული თერაპიის სოკოვანი გართულებების პროფილაქტიკა.
ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ.

მიღების წესები და დოზები
250000ერთ. და 500000ერთ. ნისტატინის სანთლები თავისუფლდება შეფუთვიდან მაკრატლის საშუალებით. იგი შეყავთ საშოში (ჰიგიენური პროცედურის შემდეგ). 1 სანთელი 2 ჯერ დღეში (დილით და საღამოს). მკურნალობის კურსი 10-14 დღე.

გვერდითი მოვლენები
ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება მომატებული მგრძნობელობის ადგილობრივი რეაქციები.
შესაძლებელია სოკოების რეზისტენტული ფორმების გავრცელება, რაც საჭიროებს პრეპარატის მოხსნას და ექიმის კონსულტაციას

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
ორსულობა.

განსაკუთრებული მითითებები
მენსტრუაციის დროს მკურნალობა არ წყდება. საშოს სოკოვანი დაავადებების დროს რეკომენდებულია პარტნიორის ერთდროული მკურნალობა. მკურნალობის დროს სქესობრივი კავშირის დამყარება რეკომენდებული არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ნისტატინის ერთდროული გამოყენებისას კლოტრიმაზოლთან ამ უკანასკნელის აქტივობა მცირდება

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა: 2 წელი.
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.
ინახება გრილ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +5°C

რეგისტრაციის # და თარიღი
15.09.2008
გამოშვების ფორმა:
250 000 ერთ. ვაგინალური სუპოზიტორია # 10

გაცემის რეჟიმიIII ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: შტადა, გერმანია

გაფრთხილება