ბოუენის დაავადება

ბოუენის დაავადება

ბოუენის დაავადება ( Bowen’s Disease ) – მამაკაცის სასქესო ორგანოების კანის შიდა ეპიდერმული კიბო. >>>>

რა იწვევს ბოუენის დაავადებას:

ბოუენის დაავადების განვითარების მიზეზია – ულტრაიისფერი გამოსხივება, ქიმიური ნივთიერებები (დარიშხანი, მაზუთი, ცვილი ), ადამიანის პაპილომა ვირუსი 16,18,31,33,35,45 – სახეობები.

ბოუენის დავადების სიმპტომები :

ბოუენის დაავადების ჩვეული ლოკალიზაცია – ასოს შიდა ფურცელი. ბოუენის დაავადება პოტენციალურად ავთვისებიანია და შეიძლება გადაიზარდოს ბრტელუჯრედოვან კიბოში. ხშირია წინდაუცვეთავ 40-დან 70 წლამდე მამაკაცებში, მაგრამ ასევე შესაძლებელია მისი ლოკალიზაცია კანის საფარველის ნებისმიერ ადგილას, ლორწოვანაზეც (რბილი სასა, ენა ). იშვიათია ქალის გენიტალიებზე. საწყის ეტაპზე არასწორკიდეებიანი ლაქის სახითაა, რომელიც თანდათან გარდაიქმნება ფირფიტად. ფირფიტა მოწითალო ოქროსფერია, არასწორი მოყვანილობისაა, დაფარულია ფარფლებითა და ხორკლებით. აქვს პერიფერიული ზრდისადმი მიდრეკილება. დამახასიათებელია ფირფიტის სიჭრელე: მასზე შესამჩნევია ჰიპო – და ჰიპერ-პიგმენტაციის უბნები. ზედაპირი სველია, ბრჭყვიალა და ბარხატისებრი. დიაგნოზი ისმება ჰისტოლოგიური გამოკვლევით. ბოუენის დაავადება შესაძლოა ფსორეატული ფირფიტის მსგავსი იყოს (წითელი ფირფიტა მშრალი ფარფლებით). ფარფლები არასწორი, გაბზარული და მჭიდროდ განლაგებულია. კერის საზღვარი ოდნავ ამობურცული და ბორცვის მსგავსია – კანის კიბოს დამახასიათებელი ნიშანი. ზოგი კერა ეგზემის მსგავსია, ამიტომ სტეროიდული მალამოებით (ლორინდენი, ფლუცინარი და სხვა) მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში საეჭვოა, რომ ეს არის ბოუენის დაავადება.

კეირის ერითროპლაზია (ბოუენის დაავადება სასქესო ასოზე) წარმოადგენს სველ, გლუვ, ბარხატისებრ, ოდნავ ამობურცული წითელი ფერის სწორხაზოვან ფირფიტას. პროცესის მსვლელობა ხანგრძლივია, წლები და ათწლეულები გრძელდება, ნელი პერიფერიული ზრდით და შესაძლებელია მისი გადასვლა ბრტყელუჯრედოვან კიბოში ( შემთხვევათა 30 %- ში ).

ბოუენის დაავადების კლასიფიკაცია.

აღინიშნება შემდეგი კლინიკური ნაირსახეობები :

·  ანულარული

·  ვერუკოზული

·  პიგმენტური

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..