ბელადონას ექსტრაქტი

ბელადონას ექსტრაქტი – Belladonnae extractum


ბელადონას ექსტრაქტი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: ბელადონას ექსტრაქტი
აღწერილობა
სუპოზიტორები შეფერილობით თეთრი მოკრემისფროდან ღია ყავისფერამდე.
შემადგენლობა
ერთი სუპოზიტორია შეიცავს ბელადონას ექსტრაქტი ბლანტი – 0,015გ, სინთეზურ ფენოლს სამედიცინო მიზნებისათვის – 0,0014გ, ფუძეები სუპოზიტორებისათვის (პოლიეთილენოქსიდი 1500 და პოლიეთილენოქსიდი-400) – საკმარისი ოდენობა სუპოზიტორის მისაღებად მასით 1,52-დან 1,68-მდე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მცენარეული წარმოშობის ანტიჰემოროიდული საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს გააჩნია სპაზმოლიზური, ტკივილდამაყუჩებელი მოქმედება.
ჩვენებები
გამოიყენება ბუასილისა და ანუსის ნაპრალების დროს.
მიღების წესი და დოზები
კონტურულ შეფუთვას ჭრიან მაკრატლით და ამოაქვთ სუპოზიტორები.
მიიღება რექტალურად 1 სუპოზიტორია დღე-ღამეში 2-3-ჯერ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 10 სუპოზიტორია.
გვერდითი მოვლენები
მომატებული მგრძნობელობისას ან პრეპარატის ჭარბი დოზის მიღებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, პირის სიმშრალე, ყაბზობა, გულისცემის შეგრძნება, გუგების გაფართოება, მხედველობის დარღვევა, იშვიათ შემთხვევებში – ფსიქომოტორული აღგზნება, კრუნჩხვები, შარდის შეკავება.
ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება წყდება_საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
უკუჩვენება
პრეპარატი უკუნაჩვენებია გლაუკომის, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს, პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი სავარაუდო სარგებლობა დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ყურადღების მაღალი კონცენტრაციის, სწრაფი ფსიქიკური და მოძრაობის რეაქციების აუცილებლობასთან (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების მართვა, დაზგებზე მუშაობა და სხვ.)
გამოშვების ფორმა: 5 ცალი სუპოზიტორია კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატი გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლამდე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
ღია სააქციო საზოგადოება “ნიჟფარმი”, რუსეთი
603950, ქ. ნიჟნი ნოვგოროდი
გსპ-459, სალგანსკაიას ქ. 7.
ტელ: (831-2) 39-57-57, 39-28-80
ფაქსი: (831-2) 39-25-58, 39-28-13