ლადივალი

დანიშნულება – მზისგან დამცავი გელი სახისთვის, ალერგიული კანისთვის
ჩვენება – მზისგან დამცავი და გასარუჯი საშუალებები
მწარმოებელი ქვეყანა – გერმანია
მწარმოებელი ფირმა – STADA GmbH
აღწერა: მზისგან დამცავი გელი „ლადივალი“ სახისთვის 75 მლ.
ალერგიული კანისთვის. SPF (მზისგან დამცავი ფაქტორი) 20. საშუალო ხარისხის დაცვა
ჩვენება: ძალიან ეფექტურია მზის სხივებზე ალერგიისა და Mallorca acne-ს შემთხვევაში. ამ გელის ინგრედიენტი – ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ფილტრების ძვირფასი კომპლექსი (UV-A+UV-B+ Infrared-A (IR –A)) უზრუნველყოფს განსაკუთრებით ეფექტურ დაცვას შეწითლებისგან. ანტიოქსიდანტების კომპლექსი იცავს კანს ინფრაწითელი სხივებით გამოწვეული ადრეული დაბერებისგან. გელი სწრაფად შეიწოვება და დაუყოვნებლივ იწყებს მოქმედებას. გამდიდრებულია ვიტამინით E. არ შეიცავს ცხიმებს, ემულგატორებს, არომატიზატორებს, საღებავებს, კონსერვანტებს. წყალგამძლეა. დერმატოლოგიურად ტესტირებულია.
გამოყენების წესი: მზის აბაზანების წინ უხვად შეიზილეთ კანში. გელის არასაკმარისი რაოდენობა ამცირებს დაცვას. რეგულარულად გაიმეორეთ პროცედურა, განსაკუთრებით დაბანის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა/სერიის ნომერი (იხილეთ შეფუთვაზე)
მოცულობა: 75 მლ