მარ პლუსი

მარ პლუსი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ზღვის წყალი/sea water

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: რინიტისა და სინუსიტის დროს გამოსაყენებელი საშუალება

შემადგენლობა
იზოტონური ხსნარის 1 მლ შეიცავს დექსპანთენოლის 50 მგ-ს, ზღვის წყლის 50 მგ-ს, კალიუმის დიჰიდროფოსფატს (PH-ის დონის შესანარჩუნებლად) და გაწმენდილ წყალს.
1 შესაფრქვევი დოზა შეიცავს ხსნარის დაახლობით 0,14 მლ-ს.
ხსნარი არ შეიცავს კონსერვანტებს.

ჩვენებები
აჩქარებს ცხვირის გაღიზიანებული და დაზიანებული ლორწოვანი გარსის მოშუშებას. ატენიანებს, წმენდს და იცავს ცხვირის ლორწოვან გარსს, მაგალითად, სურდოს ან გაჭედილი ცხვირის შემთხვევაში. ცხვირის მოსავლელი სპრეი „მარ პლუსი“ 5% უხდება ბავშვებსა და ჩვილებს.

მიღების წესები და დოზები
რა დოზითა და სიხშირით უნდა მივიღოთ ცხვირის მოსავლელი სპრეი „მარ პლუსი“ 5%?
მოთხოვნილების მიხედვით, უნდა შეიფრქვიოთ 1 – 2 დოზა ყოველ ნესტოში ერთ ან მეტჯერ დღეში.
დამცავი თავსახურის მოხსნის შემდეგ აიღეთ სპრეი ხელში და რამდენიმეჯერ მოუჭირეთ, სანამ არ გამოჩნდება სითხის თხელი ღრუბელი. პრეპარატის შემდეგი გამოყენებასას ამ პროცედურის გამეორება აღარაა საჭირო, რადგან ცხვირის მოსავლელი სპრეი „მარ პლუსი“ 5% უკვე მზად არის მოსახმარებლად. ამის შემდეგ სპრეის წვეტი უნდა შეიყოთ ნესტოში, მოუჭიროთ სპრეის 1-2-ჯერ და მსუბუქად შეისუნთქოთ ცხვირით.
სხვა ცხვირის მოსავლელ პრეპარატებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, მაგალითად, ლორწოვანი გარსის შესივების შესამცირებლად, პირველ რიგში უნდა გამოიყენოთ ცხვირის მოსავლელი სპრეი „მარ პლუსი“ 5%.
გამოფრქვეული ხსნარის გარანტირებული მოცულობაა 20 მლ. რადგანაც სპრეის მილაკი ბოთლის ფსკერზე ოდნავ მოღუნულია, შეფრქვევისას ხსნარის დარჩენილი ნაწილი მილაკში იწოვება, მაგრამ არ იფრქვევა და ბოთლში ბრუნდება. ამიტომ ბოთლში ხსნარის ფაქტიური (ტექნიკური) მოცულობა უფრო მეტია, ვიდრე 20 მლ.
ცხვირის მოსავლელი სპრეის „მარ პლუსი“ 5% გამოყენება შეიძლება, სანამ შეუძლოდ ყოფნა არ გაივლის.

გვერდითი მოვლენები
არ შეინიშნება.

უკუჩვენება
უცნობია.

ორსულობა და ლაქტაცია
ცხვირის მოსავლელი სპრეის „მარ პლუსი“ 5% ინსტრუქციის მიხედვით გამოყენება არ ახდენს მავნე ზემოქმედებას.

განსაკუთრებული მითითებები
ჰიგიენის დაცვის მიზნით გამოყენების შემდეგ წვეტი უნდა გარეცხოთ და შეინახოთ მშრალად. ყოველი ბოთლი უნდა განეკუთვნებოდეს მხოლოდ ერთ ადამიანს.
ცხვირის მოსავლელი სპრეი „მარ პლუსი“ 5% დამზადებულია კონსერვანტების გარეშე და ჩამოსხმულია სპეციალური საფრქვევი სისტემის მქონე ჭურჭელში. პროდუქტის ხარისხი და სპრეის მოქმედება რომ არ დაზარალდეს, ნუ დაშლით სპრეის (მაგალითად, ნუ მოხსნით ტუმბოს თავსახურს ბოთლიდან).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
უცნობია.

შენახვის პირობები და ვადები
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება. გახსნილი ბოთლის ვარგისიანობის ვადა 6 თვეა.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

მწარმოებელი: შტადა,  გერმანია
გამოშვების ფორმა: 5% ცხვირის აეროზოლი 20მლ ფლაკონი #1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook