მულტილინდ მიკროსილბერი

დანიშნულება – კრემი ვერცხლის მიკრონაწილაკებით
ჩვენება – მშრალი და ძალიან მშრალი კანის მოვლის საშუალებები
მწარმოებელი ქვეყანა – გერმანია
მწარმოებელი ფირმა – STADA Medical GmbH
აღწერა: კრემი „ მულტილინდ მიკროსილბერი“ ვერცხლის მიკრონაწილაკებით
ჩვენება: ინტენსიური კანის მოვლის საშუალება ვერცხლის მიკრონაწილაკებით ძალიან მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის. გამოიყენება კანის მოსავლელად ნევროდერმიტის შემთხვევაში. უხდება პატარა ბავშვებსაც. გამოიყენება განსაკუთრებით მშრალი კანის უბნების – ხელების, იდაყვების, წვივების მოსავლელად. ეფექტურად ამცირებს ქავილს, კანის მოჭიმულობას, აქერცვლას, შეწითლებას. აღადგენს კანის ბუნებრივ ბალანსს. ინტენსიურად ატენიანებს და კვებავს კანს (უზრუნველყოფს ცხიმოვანი ნივთიერებებით). აღადგენს და ასტაბილურებს კანის მნიშვნელოვან დამცავ ფუნქციებს. ალერგიისადმი მიდრეკილი მომხარებლების საყურადღებოდ: არ შეიცავს საღებავებს, არომატიზატორებს, კონსერვანტებს, ლანოლინს, გლიკოლ-პოლიეთილენის ემულგატორებს. კრემი „მულტილინდ მიკროსილბერი“ ახალი ინგრედიენტებით – ვერცხლის მიკრონაწილაკებით – მთელი დღე-ღამის განმავლობაში უზრუნველყოფს კანს ყველაფრით, რაც მას სჭირდება. ვერცხლის მიკრონაწილაკების, ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავებისა და ფურისულის (Oenothera) ძვირფასი ზეთის შესანიშნავიკომპლექსი კვებავს და იცავს მშრალ კანს, ფორების დაცობის გარეშე.
კანს შეუძლია თავისუფლად სუნთქვა.
გამოყენების წესი: დღეში რამდენიმეჯერ დაიტანეთ კანის განსაკუთრებით დაზიანებულ უბნებზე და შეიზილეთ ნაზი დამამასაჟებელი მოძრაობებით. კრემი „მულტილინდი“ ადვილად შეიწოვება კანში და არ ტოვებს უსიამოვნო ცხიმიანობის შეგრძნებას. ასევე კარგად გამოდგება სახის კანის მოსავლელად. მთელი სხეულის ყოველდღიურად მოვლისათვის რეკომენდირებულია ლოსიონი „მულტილინდ მიკროსილბერი“ 200 მლ. კრემ „მულტილინდ მიკროსილბერის“ ძალიან ეფექტური ზემოქმედება და კარგად ატანა დადასტურებულია კლინიკური კლევებით.
გაფრთხილება
მოცულობა: 75 მლ