წყალი და ორსულობა

წყალი და ორსულობა

ორსულობისას,  განსაკუთრებით კი მის პირველ ნახევარში,  წყლის მიმართ ორგანიზმის მოთხოვნილება მნიშვნელოვნად იზრდება. წყალი აუცილებელია როგორც ნაყოფის ნორმალური განვითარების,  ასევე სანაყოფე წყლების ჩამოყალიბებისათვის. ნაყოფის ცხოველქმედების პროდუქტები გადადის დედის სისხლში,   ამის შემდეგ იფილტრება თირკმელში და გამოიყოფა შარდის საშუალებით. ორსულობის ზრდასთან ერთად იზრდება ნაყოფის ცხოველქმედების პროდუქტების რაოდენობაც,  რომელიც აუცილებელია გამოვიდეს დედის ორგანიზმიდან. გარდა ამისა იზრდება სანაყოფე წყლისა და მოცირკულირე სისხლის მოცულობაც.ეგრეთწოდებული „გენეტიკური მეხსიერების“ წყალობით,  პირველი ორსულობის დროსაც ქალის ორგანიზმი ცდილობს,  რომ მშობიარობამდე რამოდენიმე ხნით ადრე მოახდინოს წყლის მარაგის შექმნა,  რადგან როგორც ცნობილია,   მშობიარობის პროცესში და, ასევე მის შემდეგ, იკარგება დიდი რაოდენობით სითხე. სწორედ ამ ეტაპზე იზრდება შეშუპების რისკი,  როდესაც ორგანიზმი ვერ განსაზღვრავს და გადააჭარბებს არსებული სითხის მარაგის მოხმარებას. ისმის კითხვა,  რა რაოდენობის სითხე უნდა მიიღოს ორსულმა ქალმა?

როგორ სითხეს ენიჭება უპირატესობა?

თუ თქვენი ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს და სახეზე არ გვაქვს სხეულის შეშუპება,  არ არის აუცილებელი მუდმივად საკუთარ თავს ჰკითხოთ,  იღებთ თუ არა საჭირო რაოდენობის წყალს. ნაკლები სითხის მიღების შემთხვევაში თქვენი ორგანიზმი თავად მოგცემთ ამის სიგნალს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას,  თუ რა ტიპის სითხე უნდა მიიღოს ორსულმა ქალმა და რა რაოდენობით. მაგალითად ისეთი სასმელი,  როგორიცაა ჩაი,  ყავა ან გაზიანი არ არის მიზანშეწონილი. ამის მიზეზებსა და სასმელი წყლის აუცილებლობაზე ქვემოთ მოგახსენებთ.

  როგორც ცნობილია,  მინერალური წყალი ბევრი ადამიანისათვის საყვარელი სასმელია,  მაგრამ ორსულობისას მისი,  განსაკუთრებით კი ტკბილი გაზიანი სასმლის მიღება არც დედისა და არც ნაყოფისათვის არ არის გამართლებული. ეს აიხსნება იმით,  რომ გაზიანი სასმელის შემადგენლობაში შედის ქიმიურად სინთეზირებული ნივთიერებების საკმაოდ დიდი რაოდენობა,  როგორიცაა: საღებავები და კონსერვანტები. გარდა ამისა,  ტკბილი გაზიანი სასმელი ორგანიზმიდან გამოდევნის ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნივთიერებას,  როგორიცაა კალციუმი. საბოლოოდ კი კალციუმის ნაკლებობას მივყავართ კბილებისა და ფრჩხილების დაზიანებასთან და რაც ყველაზე მნიშვლოვანია,  ნაყოფი იბადება მცირე მასითა და კალციუმის მარაგის გარეშე.

გაზირებული მინერალური წყალი ტკბილ გაზიან სასმელებთან შედარებით ნაკლებად უარყოფითი თვისებებით გამოირჩევა,  მაგრამ ორსულობისას მისი დიდი რაოდენობით მიღებაც არ არის გამართლებული. ორსულობის პირველ ტრიმესტრში მინერალური სასმელი ეხმარება ქალს ტოქსიკოზისა და გულისრევის ნიშნების მოხსნაში,  მეორე მესამედში კი ასეთ სასმელში არსებული ნახშირმჟავა იწვევს  გულძმარვის განვითარებას,  ხშირ შემთხვევაში –  მეტეორიზმს. მის შემადგენლობაში შემავალი ნატრიუმის მარილი დამატებით დატვირთვას ახდენს თირკმელზე და ხელს უწყობს შეშუპებას.

  დღესდღეობით არსებობს ახალი მიდგომა,  რომელიც ითვალისწინებს ორსულებისათვის კამის წყლის მიღებას. თუ ადრე კამის წყალს მხოლოდ ჩვილებს უნიშნავდნენ,  დღეს ეს ტენდენცია ორსულ ქალებზეც ვრცელდება. გარდა იმისა,  რომ კამის წყალი ხნის წყურვილს,  ძალიან კარგია შეშუპების დროსაც და მკურნალობს მეტეორიზმს,  რაც ასე აწუხებთ ორსულებს.

სითხის აუცილებელი რაოდენობა

ეს საკმაოდ რთული საკითხია. დღე-ღამეში ორსულმა ქალმა არ უნდა მოიხმაროს 3ლ-ზე  მეტი სითხე,  რომელიც შედის არა მხოლოდ თხევად,   არამედ საკვებ პროდუქტში. თუმცა ეს მაჩვენებელი მაინც პირობითია,  რადგან სითხის მიღების რაოდენობა დამოკიდებულია გარემო ტემპერატურაზე,  ორსულის ფიზიკურ აქტივობასა და კვებით რაციონზე. სწორედ ამიტომ,  ორსულთათვის სითხის მიღების მოცულობა უნდა განსაზღვროს მკურნალმა ექიმმა ვიზუალური დათვალიერებით თუ ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე.

ჰესტოზი

 ჰესტოზს სხვანაირად „ორსულობის მეორე ტრიმესტრის ტოქსიკოზს“ უწოდებენ. ჰესტოზის არსებობისას ხშირად ზიანდება სხვადასხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო,  განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა სისტემა. ჰესტოზის პირველად ნიშანს წარმოადგენს შეშუპება,  რომელსაც ხალხში „ორსულობის წყალმანკს“ უწოდებენ. ჰესტოზის უყურადღებოდ დატოვებას ძალიან მძიმე შედეგები მოაქვს. ის ექვემდებარება მკურნალობას და ასეთ შემთხვევაში სრულიად უვნებელია დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობისათვის.

გემრიელი და სასარგებლო

სახლის პირობებში შესაძლებელია დამზადდეს სხვადასხვა გემრიელი და ამასთანავე ორსულთათვის მეტად სასარგებლო სასმელი. ერთ-ერთი მათგანია გამაგრილებელი ლიმონათი: მისი მომზადებისათვის 6 პერსონაზე საჭიროა 1ლ. სასმელი წყალი,  400 გრ. ყინული,  50 გრ ახალი პიტნა და 4 ლიმონი. დავჭრათ ლიმონი და პიტნის ფოთლებთან ერთად მოვათავსოთ ჭიქაში,  ამის შემდეგ ბლენდერში დავაქუცმაცოთ ყინული,  შევავსოთ ყინულით ჭიქა ბოლომდე და დავუმატოთ წყალი. სასურველია მიირთვათ საწრუპით გაციებისა და ანგინის თავისად აცილების მიზნით. პიტნა მოგანიჭებთ სასურველ სიგრილესა და სიჯანსაღეს,  ხოლო ლიმონი ორსულის ორგანიზმს მოამარაგებს c ვიტამინით. ლიმნის მაგივრად შესაძლებელია სხვა საყვარელი ხილის გამოყენებაც.

ამგვარი რეცეპტის კიდევ ერთი ვარიანტია სასმელი  რძისა და ნაყინის გამოყენებით. რძე და ნაყინი ავურიოთ ბლენდერის საშუალებით,  გემოვნებისამებრ დავუმატოთ რომელიმე ხილი. სასმელი გამოვა გემრიელი და ძალიან სასარგებლო.

წყარო: http://www.jlady.ru/pregnancy/skolko-pit-vody-pri-beremennosti.html

 გადასვლა  >>>>წყალი