ნაბეღლავი

წყალი

ნაბეღლავი — ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი ნატურალური მინერალური წყალი. საბადო მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის მიდამოებში, მდინარე გუბაზეულის ორივე ნაპირზე.

1905 წელს სოფელ ნაბეღლავში აღმოაჩინეს მინერალური წყლის საბადო, რომელსაც გააჩნდა უნიკალური სამკურნალო თვისებები და განსაკუთრებული გემო. 1958-90 წლებში ქარხანა შეზღუდულად აწარმოებდა „ნაბეღლავს, ძირითადად ყაზახეთის ბაზრისთვის.

1998 წელს შვეიცარელ ინვესტორებთან ერთად ნაბეღლავიარსებული ქარხნის ბაზაზე დაარსდა სს „წყალი მარგებელი“, რომელმაც განაახლა ნაბეღლავის ჩამოსხმა. მთლიანად მოხდა ქარხნის ნაბეღლავიმოდერნიზება, კომპანია სწრაფად განვითარდა და გახდა ლიდერი ქართული მინერალური წყლების ბაზარზე.

2007 წლისთვის სს „წყალი მარგებელმა“ შეისყიდა 25-წლიანი ლიცენზია „ნაბეღლავისადა „ბახმაროს“ წყლების მოპოვებაზე. ამ ეტაპზე „ნაბეღლავი და „ბახმარო“ 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

ნაბეღლავი ხასიათდება უნიკალური სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებებით; ნაბეღლავი მოხმარება შეიძლება შეუზღუდავი რაოდენობით, ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის. ნაბეღლავის სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას მავნე ნივთიერებებისაგან და მის გამდიდრებას აუცილებელი მინერალებით. ნაბეღლავი იხმარება როგორც დასალევად, ასევე აბაზანების სახით.

ნაბეღლავი წყარო გამოდის შუაეოცენური ვულკანოგენური წყებიდან. ნაბეღლავს იყენებენ საჭმლის მომნელებელ ორგანოთა, ღვიძლის, ნაღვლისა და შარდის სადინარების დაავადებათა, აგრეთვე ნივთიერებათა ცვლის მოშლის დროს.

„ნაბეღლავის “  ქიმიური შემადგენლობა:

 

_________________________________________