ლიკანი

წყალი

 ..

დაბურულ მთებში ჩამალულა განთქმული კურორტი ლიკანი. მთების მწვერვალებიდან დაშვებული ნისლი სულიერი სიმშვიდის განწყობას ქმნის. მდუმარებას მხოლოდ მიწიდან ამოხეთქილი მინერალებით გაჯერებული დაბროლივით კამკამა წყალილიკანი” არღვევს. „ლიკანის“ საბადოს კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი მასში ბუნებრივი ნახშიროჟანგა(CO2) გაზის სიუხვეა, რომელიც ხელს უწყობს მინერალური წყლის 1500 მეტრის სიღრმიდან ამოსვლას და ანიჭებს მას განუმეორებელ, რბილ გემოს. ,,ლიკანი” ბუნებრივი გაზირების საშუალებით საუკეთესოდ კლავს წყურვილს და აგრილებს. „ლიკანის“ მინერალური წყლის საბადოს მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მასში ჰიდროკარბონატების, მაგნიუმისა (Mg) და კალციუმის (Ca) შემადგენლობის განსაკუთრებული კომბინაციაა. ის განსხვავებული შემადგენლობით ხასიათდება.

 აღებულია: http://waters-of-georgia.blogspot.com/p/v-behaviorurldefaultvml-o.html

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..