ლუგელა

ლუგელა

წყალი

ლუგელას ჩამომსხმელ ფირმასა და ადგილზე მომსახურე სანატორიუმებს თანამშრომლობისათვის შეუძლიათ მოგვმართონ mpifarm@gmail.com

 

ლუგელას შემადგენლობა:

ქლორი 15000-26000 მგ /ლ

კალციუმი 12300-21300 მგ /ლ

მაგნიუმი    5.00-11.00   მგ /ლ

კალიუმი    3600-4800   მგ /ლ

ნატრიუმი 190.0-300.0 მგ /ლ

ბრომიდები და იოდიდები – კვალის სახით

ლუგელას აღწერილობა:

ლუგელა” წარმოადგენს გამჭვირვალე ხსნარს, მინარევების გარეშე, უსუნოს მწარე გემოთი, 300 მლ და 500 მლ თეთრი ფერის პოლიეთილენის ბოთლებში, სათანადო ეტიკეტით.

ლუგელას ფარმაკოლოგიური თვისებები

ლუგელა” მრავალკომპონენტიანი, მაღალი მინერალიზაციის 37-45მგ/დმ³ წყალია რომელიც ხასიათდება ანტიალერგიული, ანტიბაქტერიული, ანტირაქიტული, ანტიანთებითი, ანტიჰიპოკალციემიური თვისებებით.

ლუგელას  ჩვენებები:

პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციური უკმარისობა, სასუნთქი ორგანოებისა და ლიმფური ჯირკვლების ტუბერკულოზი, ალერგიული დაავადებები – სხვადასხვა ეთიოლოგიის, რაქიტი ,შარდგამომყოფი ორგანოების დაავადებები, სისხლდენები, ტეტანია, სპაზმოფილია, მოტეხილობები,  კანის ზოგიერთი დაავადება და ანთებითი ხასიათის გინეკოლოგიური დაავადებები .

 
ლუგელას  გამოყენების წესი და დოზირება

ლუგელა  მოზრდილებში მიიღება სუფრის კოვზით 3-4 -ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 15 დღეს. განმეორებითი კურსი ტარდება ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით.

ლუგელას  უკუჩვენებები:

ჰიპერკალციემია, თრომბოზი, ათეროსკლეროზი.

ლუგელას  გვერდითი მოვლენები:

სახის ჰიპერემია და დიურეზის გაძლიერება.

ლუგელას  შეფუთვის ფორმა:

პოლიეთილენის ბოთლებში 300 მლ და 500 მლ

ლუგელას  შენახვის პირობები:

ლუგელა ინახება   ო თახის ტემპერატურაზე , სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ლუგელას  გაცემის წესი:

ლუგელას გაიცემა ექიმის რეცეპტით

ლუგელას შენახვის ვადა:

2 წელი

ლუგელას მწარმოებელი:

ფარმაცევტული საწარმო “ბიოფარმი -L”.

1. შპს ”ლუგელას ხეობა ”- სათვის  ქ . თბილისი გოთუას ქ . 3

______________________________________

ლუგელა – სამკურნალო მინერალური წყალი. ლუგელა საბადო მდებარეობს საქართველოს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ხობისწყლის ხეობაში, სოფელ მუხურიდან 4 კმ-ზე, 290 მ სიმაღლეზე. ლუგელა  წყალი გამოდის ბაიოსური ასაკის ძლიერ დისლოცირებული ქანებიდან.
ლუგელა“ ბუნებრივი მედიკამენტია, წარმოადგენს კალციუმის ქლორიდის 9,5%-იან ხსნარს. ქიმიური შედგენილობა Br0’15-0’20M45-60T12°CpH7,0; დებიტი 22მ3/დღე-ღამე. ლუგელა იხმარება სასმელად ექიმის დანიშნულებით. ლუგელას პირველი ქიმიური ანალიზი აკადემიკოს რ. კუპცისის მიერ იქნა შესრულებული 1927 წელს. წარმოებს ჩამოსხმა, წელიწადში (1981) დაახლოებით 0,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ).

ლუგელა“ ურთულესი ქიმიური შემადგენლობისაა. ლუგელა   მიეკუთვნება ქლორიდული წყლების ჯგუფს, თვითონ ქმნის მინერალური წყლების ტიპს და ჰიდროქიმიურ ლიტერატურაში „ლუგელასტიპის წყლების სახელწოდებითაა ცნობილი. ” ლუგელას”  წამყვანი ელემენტებია: კალციუმის კათიონი და ქლორის ანიონი, დამახასიათებელია ბრომის არსებობა, თანმხლები გაზია მეთანი, მცირე რაოდენობით შეიცავს: ანიონებიდან ფტორს, იოდსა და სულფატს, ხოლო კატიონებიდან ნატრიუმს, კალციუმს და მაგნიუმს.
ლუგელა მაღალი მინერალიზაციის გამო დიდხანს ინახება. ლუგელა, ჩამოსხმისას არ საჭიროებს ნახშირორჟანგით გაჯერებას.

სამედიცინო გამოკვლევებით დადგენილია, რომ მინერალური წყალი ლუგელა“, მიეკუთვნება სამკურნალო–სასმელი წყლების კატეგორიას, რომელიც მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

 

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..