B 1 ჰიპოვიტამინოზი

B 1  ჰიპოვიტამინოზი

B1 ვიტამინის (თიამინი) უკმარისობა,  ვითარდება  საკვებ რაციონში მხოლოდ ნახშირწყლების, განსაკუთრებით კი კანგაცლილი მარცვლეული პროდუქტების არსებობისას, რაც აზიანებს ნერვულ (პერიფერიული პოლინევრიტი) და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს. თიამინი ბიოლოგური როლი გამოიხატება  ნახშირწყლოვან ცვლაში მონაწილე კოფერმენტების, კერძოდ პირუვატდეჰიდროგენაზას წარმოქმნაში. ის  აკატალიზირებს პიროყურძნისმჟავას აცეტიკოენზიმ A-ად დაჟანგვის რეაქციას; ამ გზით თიამინი დიდ როლს ასრულებს  ენერგეტიკულ ცვლაში. თიამინი  ასევე აუცილებელი ნეირომედიატორია აცეტილქოლინის ბიოსინთეზში.

კლინიკური სურათი

B1  ჰიპოვიტამინოზი, ისევე როგორც მისივე  ავიტამინოზი, ცნობილია როგორც  ბერი – ბერი დაავადება. ავადმყოფებს აწუხებთ თავის ტკივილი,  ტკივილი გულის არეში, მუცელში; აღენიშნებათ ადვილად  გაღიზიანებადობა,  ტაქიკარდია, გულისრევა, ყაბზობაB1  ჰიპოვიტამინოზის  რთული ფორმების დროს ვითარდება ხელის, ფეხის, სახის ნერვისა და დიაფრაგმის ნერვის პარეზი, მწვავე გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
..
Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..