მკურნალობა უცხოეთში


ჰემოროლი

სავაჭრო დასახელება: ჰემოროლი (Hemorol)
სამკურნალწამლო ფორმა: რექტალური სანთლები.
შემადგენლობა:
1 რექტალური სანთელი შეიცავს:

გვირილის სქელი ექსტრაქტი (Chamomillae extr. spissum) 50მგ
კურდღლისცოცხას სქელი ექსტრაქტი (Genistae scopariae extr.spissum) 20მგ
ცხენისწაბლას ქერქის სქელი ექსტრაქტი (Hippocastani cortius extr. spissum) 20მგ
შმაგას სქელი ექსტრაქტი (Belladonnae extr. spissum) 20მგ
მარწყვბალახას სქელი ექსტრაქტი (Tormentillae extr. spissum) 20მგ
ფარსმანდუკის სქელი ექსტრაქტი (Millefolii extr. spissum) 20მგ
ანესთეზინი 100მგ
გლიცეროლი 150მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრეპარატი ახდენს შეშუპების საწინააღმდეგო და სისხლდენის შემაჩერებელ მოქმედებას. გვირილა განაპირობებს მის ანთების საწინააღმდეგო, ხოლო შმაგა _ სპაზმოლიზურ ეფექტს. ცხენისწაბლას შემცველობის გამო ჰემოროლი ამცირებს კაპილარების კედლის განვლადობას, აუმჯობესებს ვენურ სისხლის მიმოქცევას.

ჩვენებები:
ბუასილი, ანალური ხვრელის გახანგრძლივებული ანთებითი დაავადებები, სისხლდენა, ვენური სისხლძარღვების კედლის დაზიანება, შეგუბება ანალური ხვრელის მიდამოში ტკივილის სინდრომით, სწორი ნაწლავის ლორწოვანის გარსის გაღიზიანება და ნახეთქები. შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება სამედიცინო გამოკვლევის, მაგალითად, რექტოსკოპიის შემდეგ.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელ კომპონენტებზე.

გაფრთხილება:
დიდი ზომის ჰემოროიდული კვანძების არსებობისას შეიძლება აღინიშნოს ტკივილი სანთლის გაკეთებიდან მის გალღობამდე (დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში).
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ჰემოროლი არ იწვევს ფსიქომოტორულ მოდუნებას და არ ახდენს ზეგავლენას ავტოტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მიღების წესი და დოზირება:
რექტალური სანთლები.
მოზრდილებში: 1 სანთელი ღამით. მძიმე შემთხვევაში: 2-3 სანთელი დღის განმავლობაში.
ბავშვებში 6 წლის ზემოთ: 1 სანთელი ღამით.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქცების განვითარება პრეპარატის შემადგენელ კომპონენტებზე მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

გამოშვების ფორმა:
12 რექტალური სანთელი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 200C ტემპერატურაზე ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისობის ვადა:
3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი:
ვროცლავის სამკურნალო მცენარეების საწარმო სს “ჰერბაპოლი”. წმ. მიკოლაის 65/68, 50-951 ვროცლავი, პოლონეთი.

_______________________________________

Comments are closed.

vaka