ბრონქების კიბო

ბრონქების კიბო

ბრონქების კიბო ანუ ფილტვის ცენტრალური კიბო-კიბოს ერთერთი სახეობაა, რომლის განვითარების მიზეზი დადგენილია 100%-ით და ეს მიზეზები ცნობილია ყველასთვის. >>>>

მითუმეტეს უცნაურია, რომ ამ ფაქტების სიმრავლე არ ამცირების ბრონქების კიბოთი დაავადებას და ეს რიცხვი წლითიწლობით იზრდება. ბრონქების სიმსივნე, როგორც იზოლირებული, ასევე ფილტვების კიბოსთან ასოცირებული, შემთხვევათა 25%-ში აღინიშნება საშუალო ასაკის ადამიანებში(40-45 წელი), 50%-ში კი-50 წელს ზემოთ.

ბრონქების კიბო  – მიზეზები

მიზეზი აქ პრაქტიკულად ერთია: მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედებით ბრონქების ქსოვილების გარდაქმნა. სტატისტიკით, შემთხვევათა 80%-ში ბრონქებიკიბო უვითარდებათ მწეველებს. ასევე მნიშვნელობა აქვს რადიაციურ გამოსხივებას და მავნე მრეწველობას (მაღარო, ცემენტის ქარხანა, მინის და მინისებრი ქსოვილებისწარმოება, ასბესტთან მუშაობა, რეაქტივები).

ბრონქების კიბო  – სიმპტომები

რაც უფრო მსხვილია ბრონქი, საიდანაც განვითარდა სიმსივნე, მით უფრო ადრე და მკვეთრად გამოვლინდება სიმპტომები. პირველადი სიმპტომია-ხველა, რომელიც შეიძლება იყოს მშრალი ან სველი, დამოუკიდებლად შინაგანი არის პირობებისგან, სხეულის მდგომარეობისგან, ემოციური  მდგომარეობისგან. მოგვიანებით ნახველში აღინიშნება ან სისხლის ნაფლეთები, ან ნახველი იღებს ვარდისფერ შეფერილობას. ამის პარალელურად ავადმყოფს აწუხებს ცხელება. როგორც წესი, ის რემისირებულ ფორმას ღებულობს: არ იწევს 37°  დაბლა, დღის განმავლობაში ტემპერატურა მატულობს 1-2°-ით რამდენიმეჯერ და შემდეგ ისევ კლებულობს 37° -მდე. ვითარდება სისუსტე, ავადმყოფი კლებულობს წონაში. მოგვიანებით ვითარდება ,,ზედა ღრუ ვენის სინდრომი“-სინდრომების კომპლექსი, რომლებიც ვითარდება თავიდან და სხეულის ზედა ნაწილიდან სისხლის გამოდინების დარღვევის გამო: სახისა და კისრის შეშუპება, მოხიხინე და გაძნელებული სუნთქვა, ძილი მხოლოდ მჯდომარე მდგომარეობაში.

ბრონქების კიბო  – დიაგნოზი და მკურნალობა

ბრონქების კიბოს დიაგნოზის დადგენა რთულია. პირველ სტადიებზე ის ერევათ ფილტვების ანთებაში, პლევრიტში, ბრონქული სისტემის სხვა დაავადებებში. მოგვიანებით, როდესაც ხველა მუდმივი ხდება, ან რეციდივირებს, ემატება სხვა სიმპტომები.

ბრონქების კიბოს გამოვლენა შესაძლებელია რენტგენოლოგიური გამოკვლევებით ან კომპიუტერული ტომოგრაფიით. იმ  შემთხვევაში, თუ ზუსტი სურათი არ არის, მაშინ მიმართავენ ბროქოსკოპიას-ელასტიკური ენდოსკოპის მეშვეობით ბრონქიალური ხის პირდაპირი გამოკვლევა. პარალელურად იღებენ შეცვლილი ქსოვილის ნიმუშს ჰისტოლოგიისთვის. ნიმუშში კიბოს უჯრედების აღმოჩენა ადასტურებს დიაგნოზს.

მკურნალობა უმეტეს შემთხვევაში ოპერაციულია. თერაპიის სხვა სახეობები-სხივური, თერაპიული-დაბალეფექტურია და გამოიყენება ძირითადად იმ შემთხვევებში, როდესაც ოპერაციის ჩატარება შეუძლებელია ან უშედეგოა (პალიატიური მკურნალობა). მეტასტაზების არსებობისას მკურნალობის ტაქტიკა ინიშნება მკურნალობის ყველა სამი მეთოდის გამოყენებით, რაც აუმჯობესებს გამოჯანმრთელების პროგნოზს.

ბრონქების კიბო  – პროგნოზი

პროგნოზი დამოკიდებულია აღმოჩენილი კიბოს სტადიაზე. ადრეულ სტადიებზე გადარჩენის შანსი მაღალია-80%-მდე. მეტასტაზების გავრცელების გარეშე მიმდინარე სტადიებზე დროული ქირურგიული მკურნალობა ნაოპერაციები პაციენტების 30%-ში იძლევა გადარჩენის მაღალ შანსს. პაციენტის უარის თქმისას ოპერაციაზე 5 წლის განმავლობაში გადარჩება მხოლოდ 8%.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..