განგლიონეირობლასტომა

განგლიონეირობლასტომა

განგლიონეირობლასტომა – (Ganglioneuroblastoma ; განგლიონევრომა + ბლასტომა) განგლიონევრომის ავთვისებიანი ვარიანტი; სიმსივნე, რომელიც შეიცავს როგორც ნეირობლასტებს, ასევე დიფერენცირების სხვადასხვა სტადიებზე მყოფ განგლიოზურ უჯრედებს, რომლებიც წარმოიქმნებიან ნეირობლასტომის უჯრედების ტრანსფორმაციის გზით. განგლიონეირობლასტომა ხშირია ბავშვთა ასაკში. >>>>

განგლიონეირობლასტომის განვითარების მიზეზები დაუდგენელია

განგლიონეირობლასტომის სიმპტომები:

ნეირობლასტომის ძირითად კლინიკურ გამოვლინებებს მიეკუთვნება:

·  სიმსივნე მუცლის ღრუში

·  შეშუპება

·  გახდომა

·  მეტასტაზებით განპირობებული ძვლების ტკივილი

·  ანემია

·  ცხელება

·  დიარეა

განგლიონეირობლასტომის დიაგნოსტიკა :

განგლიონეირობლასტომის დიაგნოსტიკა განპირობებულია შრატში და შარდში დოფამინის, ნორადრენალინისა და პროსტაგლანდინების  მაღალი კონცენტრაციით.

ვიზუალიზაციის მეთოდები – მუცლის ღრუს რენტგენოგრამების 50%-ში აღინიშნება პარავერტებრალური კალციფიკატები;

ულრტაბგერითი გამოკვლევით და კტ – თი შესაძლებელია ახალი წარმონაქმნების აღმოჩენა.

პროგნოზი შედარებით  კეთილსაიმედოა, ვიდრე ნეირობლასტომის დროს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..