გერონტოფილია

გერონტოფილია

გერონტოფილია (სინონიმი – პრესბიოფილია) სქესობრივი ლტოლვა მოხუცებისადმი; ფეტიშიზმის გარკვეული ფორმა. დამახასიათებელია როგორც ქალების, ისე მამაკაცებისათვის. ახალგაზრდა ქალის სწრაფვა უფროსი ასაკის მამკაცებისადმი ზოგიერთი სპეციალისტის მიერ აიხსნება, ახალგაზრდებთან სქესობრივი დაუკმაყოფილებლობით  მისი სქესობრივი ეგოიზმის გამო, არასაკმარისი ყურადღებითა და ალერსით, დაჩქარებული ეაკულაციით, მეტი სექსუალური მოთხოვნილებით და ა.შ. >>>>

რიგ შემთხვევებში გერონტოფილიის მიზეზი შეიძლება იყოს ქალის სადომაზოხისტური მიდრეკილება, მოხუცი, უსუსური ადამიანის დაუფლების შესაძლებლობა ან პირიქით, საკუთარი თავის ჩაგდება უმწეო  მოხუცის ხელში. გერონტოფილია შეიძლება განვითარდეს  ასაკოვანი ადამიანის მიერ ბავშვებზე და მოზარდებზე სექსუალური ძალადობის განხორციელების შედეგად. პირველი სექსუალური განცდები დაკავშირებულია ამა თუ იმ მიზეზით  ასაკოვან ადამიანთან და შემდგომში განსაზღვრავს სქესობრივი ლტოლვის მიმართულებას.

ახალგაზრდა მამაკაცების სწრაფვა ასაკოვანი და მოხუცი ქალების მიმართ ხშირად გამოწვეულია მათი დაურწმუნებლობით საკუთარ სექსუალურ შესაძლებლობებში, თვლიან რა ქალებს „გაუმაძღრებად“, განგაშის გრძნობა საგრძნობლად მცირდება ნაკლები მოთხოვნილების მქონე ასაკოვანი ქალებთან ურთიერთობისას და არცთუ იშვიათად სწორედ ეს ქალი აღმოჩნდება ის ერთადერთი, რომელთანაც მამაკაცი ინარჩუნებს პოტენციას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სქესობრივი დარღვევები