მკურნალობა უცხოეთში


ბავშვთა ასაკის ლეიკემია

 არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ლეიკემია, ლეიკემიის გამომწვევი მიზეზები, ლეიკემიის სახეები, ლეიკემიის სიმპტომატიკა, ლეიკემიის დიაგნოსტიკა, ლეიკემიის მკურნალობა >>> 

რა არის ლეიკემია?

ლეიკემია სიმსივნის ერთერთი ნაირსახეობაა, რომლის დროსაც ხდება სისხლის თეთრი უჯრედების მუდმივი ზრდა.

არსებობს  ლეიკემიის ოთხი ძირითადი ტიპი, რომელთაგან ორი მწვავეა  (უეცრად აღმოცენებული) და ორი ქრონიკული (ნელა მიმდინარე და პროგრესირებადი).

ქრონიკული ლეიკემია იშვიათად გვხვდება  20 წელზე ქვევით ასაკში, მაგრამ მწვავე ფორმა აღინიშნება როგორც მოზრდილებში,  ისე  ბავშვებში.

ბავშვთა ლეიკემიის 85% შემთხვევას შეადგენს  მწვავე ლიმფოიდური ლეიკემია (მლლ),  ხოლო მეორე ადგილზეა  მწვავე მიელოიდური ლეიკემია (მმლ).მწვავე ლიმფოიდური ლეიკემია გვხვდება  2-5 წლის ასაკში.

 რა იწვევს ლეიკემიას?

ლეიკემიის გამომწვევი მიზეზი არაა ზუსტად დადგენილი, თუმცა არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა შესაძლო მიზეზებს განეკუთვნება ინფექციურ გამომწვევებზე რეაქცია, რადიაციული, ქიმიური ნივთიერებებისა და ელექტრომაგნიტური  ველის (ელექტროგადაცემის ხაზები) ზემოქმედება, ასევე  მემკვიდრეობითი ფაქტორები.

დაავადების რადიაციულ ბუნებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ხშირია ასეთ ადგილებში ლეიკემიის შემთხვევები.

აღმოჩენილია შინაურ და გარეულ ცხოველებში ვირუსები, რომლებიც იწვევენ ლეიკემიას. ვარაუდობენ, რომ წინასწარგანწყობილ ბავშვებში სწორედ ვირუსი შეიძლება გახდეს ლეიკემიის განვითარების მიზეზი.

90-იანი წლების დასაწყისში გავრცელებული იყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ახალშობილებში  K ვიტამინის ინექცია ზრდიდა ლეიკემიის განვითარების რისკს, მაგრამ აღნიშნული ფაქტი კვლევებით არ დადასტურდა.

ბავშვთა ავადობა ლეიკემიით გაიზარდა ბოლო 20-30 წელია. ამის მიზეზად გვევლინება  ქიმიური ნივთიერებებისა და რადიაციის ზეგავლენა.

როგორია დაავადების სიმპტომატიკა?

თუ არ მოხდა ლეიკემიის მკურნალობა, მთავრდება სიკვდილით. დროულად დაწ­ყე­ბული მკურნალობა ზრდის რემისიის ან სრული გამოჯანმრთელების შანსებს. ლეიკემიის სიმპტომებს მიეკუთვნება:

_     გადაჭარბებული და მდგრადი  დაღლილობა

_     ქოშინი

_     ტკივილი  კიდურების ძვლებსა და სახსრებში

_     მორეციდივე და მდგრადი ინფექციები

_     სილურჯეების ხანგრძლივად არსებობა კანზე

_     მუცლის შებერილობა

_     სისხლდენა ღრძილებიდან ან სისხლი განავალში

აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ თქვენს ბავშვთან აღმოაჩინეთ ნებისმიერი ამ სიმპტომთაგანი ან ცხელება, რომელიც გრძელდება  5-7 დღე.

ლეიკემიის დიაგნოსტიკა

ლეიკემიაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ გამოკვლევები. სისხლის განმეორებითი ანალიზი საჭიროა იმისათვის, რომ განისაზღვროს წითელი და თეთრი უჯრედებისა და თრომბოციტების შემცველობა, ასევე გამოვლინდეს უჯრედული გადახრა. დიაგნოზი დასტურდება ძვლის ტვინის ბიოფსიით. ლეიკემიის ტიპის განსაზღვრა ხდება ლეიკემიური უჯრედების ქრომოსომების განსაზღვრით ან მის მიმართ ანტისხეულების არსებობით.

როგორ ვითარდება ლეიკემია?

ლეიკემიის დროს მკვეთრად იზრდება სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა, ლეიკემიის თითოეული ტიპის დროს  ხდება განსაზღვრული უჯრედების რაოდენობრივი მატება. დიაგნოსტიკა რთულდება იმითაც, რომ  ლეიკემიის ცალკეულ სახეს აქვს თავისი ვარიანტები.

მწვავე ლიმფოიდური ლეიკემიის დროს  მატულობს ლიმფური ქსოვილების მიერ გამომუშავებული უჯრედები. ზოგჯერ მათი რიცხვი სისხლში 30-60-ჯერ იზრდება. მწვავე მიელოიდური ლეიკემიის დროს იზრდება ძვლის ტვინის მიელოიდური ქსოვილის მიერ გამომუშავებული გრანულოციტები.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად მათი მომატებული რაოდენობისა არ ხდება მათი ფუნქციური მომწიფება, რის გამოც ვერ ასრულებენ სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციებს, კერძოდ კი ინფექციური პროცესებისაგან დაცვას.

ორივე შემთხვევაში ქვეითდება ასევე სისხლის წითელი უჯრედები და თრომბოციტები. საერთო ჯამში აღინიშნება სიფერმკრთალე, დაღლილობა, ხშირად ვითარდება სილურჯეები და სისხლდენები.

ლეიკემიის მკურნალობა

მკურნალობა კომბინირებულია და მის  მიზანს წარმოადგენს რემისიის მიღწევა და შენარჩუნება.

….

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

პედიატრიული დაავადებები

Comments are closed.

nostalgia

დარგობრივი საიტები

vaka