რეიეს სინდრომი

რეიეს სინდრომი

რა არის რეიეს სინდრომი?

რეიეს სინდრომი უპირატესად ვითარდება ბავშებში, თუმცა შესაძლებელია შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში. დააავადება აზიანებს ყველა ორგანოს, თუმცა ყველაზე მეტი ზიანი მოაქვს ტვინისა და ღვიძლისათვის – იწვევს ტვინის შეშუპებას,  ღვიძლსა და სხვა ორგანოებში ცხიმების დაგროვებას.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

რეიეს სინდრომი განისაზღვრება როგორც ორფაზიანი დაავადება, რადგანაც ჩვეულებრივ აღმოცენდება ვირუსული ინფექციების (მაგალითად, გრიპი ან წითელა) შემდეგ, გამოჯანმრთელების პროცესში, თუმცა ასვე შეიძლება განვითარდეს ვირუსული  დააავადების  დაწყებიდან 3-5 დღის განმავლობაში.  ხშირად რეიეს სინდრომის დიაგნოსტირება არ ხდება და არასწორად ისმება ენცეფალიტის, მენინგიტის, დიაბეტის, ნარკოტიკული საშუალების გადაჭარბებული დოზირების, მოწამვლის, ახალშობილთა უეცარი სიკვდილის  ან ფსიქიკური დაავადების დიაგნოზი. 

 რეიეს სინდრომის სიმპტომები:

  • მუდმივი ან მორეციდივე ღებინება
  • პიროვნული ცვლილებები, მათ შორის გაღიზიანებადობა
  • დეზორიენტაცია, აზროვნების არევა
  • დელირიუმი
  • კრუნჩხვები
  • გონების დაკარგვა

თუ აღნიშნული სიმპტომები ვირუსული  ინფექციის დროს ან მის შემდეგ ვითარდება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. რეიეს სინდრომის სიმპტომები ჩვილ ბავშვებში შეიძლება აღმოცენდეს სხვადასხვა კომბინაციით, მაგალითად ღებინება ყოველთვის არ ვითარდება.

 რა იწვევს  რეიეს სინდრომის განვითარებას?

რეიეს სინდრომის გამომწვევი მიზეზი უცნობია. თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსული  ინფექციების დროს ასპირინით და სალიცილატებით მკურნალობა ზრდის რეიეს სინდრომის განვითარების რისკს, ამიტომ სანამ ბავშვს აღნიშნულ მედიკამენტებს მივცემთ ვირუსული  ინფექციების დროს, აუცილებლად კონსულტაცია უნდა გაიაროთ სპეციალისტთან. 

რეიეს სინდრომის მკურნალობა

რეიეს სინდრომის სამკურნალო განსაზღვრული საშუალება არ არსებობს. წარმატებული მკურნალობა დამოკიდებულია ადრეულ დიაგნოსტიკაზე და რაც მთავარია მიმართული უნდა იყოს თავის ტვინის შეშუპებასაგან დაცვისაკენ, ასევე მეტაბოლური დარღვევების, ფილტვებისა და გულის მხრივ გართულებების თავიდან აცილებისაკენ. დადგენილი იქნა, რომ ზოგიერთი თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევა ახდენს რეიეს სინდრომის იმიტირებას, მაგალითად ენცეფალოპათია ღვიძლის დისფუნქციით. ზოგიერთი ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ რეიეს სინდრომის ბოლო სტადიებზე გლუკოზის ჰიპერტონული ხსნარებით მკურნალობამ შეძლება შეაჩეროს სინდრომის პროგრესირება.

როგორია რეიეს სინდრომის პროგნოზი?

რეიეს სინდრომის  დროს გამოჯანმრთელების პროცესი პირდაპირ კავშირშია ტვინის შეშუპებას სიმძიმესთან. ზოგ შემთხვევაში სრულად ხდება გამოჯამრთელება, სხვა დროს კი შეიძლება განვითარდეს ტვინის სხვადსხვა ხარისხის დაზიანება. იმ შემთხვევებში, როდესაც დარღვევები სწრაფად პროგრესირებს და პაციენტი ვარდება კომაში, პროგნოზი უფრო მეტად უარყოფითია, ვიდრე სინდრომის ნაკლებად მძიმე მიმდინარეობისას, სტატისტიკა აჩვენებს, რომ  როდესაც რეიეს სინდრომის დიაგნოსტირება და მკურნალობა ხდება ადრეულ სტადიებზე, გამოჯანმრთელების შანსი ბევრად მაღალია. დღეისათვის  რეიეს სინდრომის დროული დიაგნსოტირება და მკურნალობა არ ხდება, რის გამოც ლეტალური გამოსავალი ხშირად პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში დგება. პედიატრიული დაავადებები



ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რეიეს სინდრომი – იშვიათი, მწვავე, არაინფექციური ენცეფალოპათია, რომელიც ვითარდება უპირატესად ბავშვებსა და მოზარდებში, ვირუსული ინფექციის შემდეგ, მაღალი ლეტალობით. სინდრომს საფუძვლად უდევს ღვიძლის ცხიმოვანი ინფილტრაცია ჰიპოგლიკემიის განვითარებით, ტრანსამინაზების დონის მომატებით, კოაგულოპათიით, ამიაკის შემცველობისა და ცხიმოვანი მჟავების დონის მომატებით, ტოქსიკური მეტაბოლიტების წარმოქმნით, დემიელინიზაციით, თავის ტვინის შეშუპებით. ვლინდება გულისრევით, ღებინებით, დელირიუმით,  ეპილეფსიური გულყრებით, კომით. მკურნალობა სიმპტომატურია; ითვალისწინებს ჰემოდინამიკისა და სუნთქვის ფუნქციის შენარჩუნებას, ჰიპოგლიკემიისა და წყალ – ელექტროლიტური დარღვევების კორექციას.