ფსიქიკური განვითარების შეფერხება

ფსიქიკური განვითარების შეფერხება

 არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ფსიქიკური განვითარების შეფერხება, ფსიქიკური განვითარების შეფერხების მიზეზები, ფსიქიკური განვითარების შეფერხების მკურნალობა >>>

ფსიქიკური განვითარების შეფერხება ბავშვებში დგინდება სასწავლო დაწესებულებაში შესვლისას და ვლინდება ზოგადი ცოდნის მარაგის დეფიციტით, განუვითარებლობით, აზროვნების შეზღუდვით, ინტელექტუალური აქტივობის  უუნარობით.

ფსიქიკური განვითარების შეფერხების მიზეზები:

_  ბავშვის ფიზიკური განვითარების დარღვევები, რისი მიზეზითაც ბავშვი ჩამორჩება თანატოლებს სხვადასხვა მაჩვენებლებით. მოცემული მდგომარეობა ატარებს ჰარმონიული ინფანტილიზმის სახელწოდებას.

_  სომატური ხასიათის ყველა შესაძლო დაავადება , რომელიც ვლინდება ფიზიკური სისუსტით

_  ცნს-ის დაზიანება. ასეთ შემთხვევებში მკვეთრადაა დაქვეითებული შრომისუნარიანობა, აღინიშნება მეხსიერების გაუარესება და ყურადღების კონცენტრაციის  დაქვეითება. ხშირად აღმოცენდება პრობლემები წერა-კითხვის, მეტყველების და ელემენტარული ანგარიშის მხრივ. ამის ფონზე ვითარდება ემოციური ფონის დარღვევაც

ფსიქიკური განვითარების შეფერხების განსაზღვრა დაბადებისთანავე შეუძლებელია. როგორც წესი საწყის ეტაპზე არ შეინიშნება პათოლოგიები. ამასთან მშობლები გადამეტებით აფასებენ საკუთარი შვილების შესაძლებლობებს და არ ანიჭებენ მნიშვნელობას შესაძლო დარღვევებს. პირველი საგანგაშო ნიშნები ვლინდება ბავშვის ბაღში ან სკოლაში მიყვანისას. ამ პერიოდში სასწავლო დაწესებულების კვალიფიციური პერსონალი იწყებს შემჩნევას, რომ ბავშვი ვერ ითვისებს ზოგჯერ ძალიან ელემენტარულ მასალასაც კი, თუმცა მშობლები ამას მიაწერენ პედაგოგის აკვიატებას ან თვლიან, რომ საჭიროა მოცდა და ბავშვი დამოუკიდებლად შეძლებს ყველაფრის ათვისებას.

ფსიქიკური განვითარების შეფერხებისას ზოგ შემთხვევაში უფრო გამოხატულია ემოციური ფონი,  ხოლო ინტელექტუალური დარღვევები უკანა პლანზე  გადადის.  ასეთი ბავშვის ემოციური გამოვლინებები შეესაბამება მასზე ნაკლები ასაკის ბავშვისათვის დამახასიათებელ ემოციებს.  რეაქციები მკვეთრად გამოხატული და ცოცხალია, ინტერესები მიმართულია  თამაშებსა  და გართობაზე, არ არიან საკმარისად დამოუკიდებელნი.  დაუღალავები არიან თამაშებში, სადაც აჩვენებენ თუ რა შეუძლიათ. მაგრამ მეორეს მხრივ ინტელექტუალური აქტივობა მალევე სწყინდებათ და ანებებენ თავს. სწორედ ამითაა განპირობებული ის ფაქტი, რომ დაწყებით კლასებში არცთუ იშვიათად აღმოცენდება გარკვეული ტიპის სიძნელეები, კერძოდ კი ბავშვი ვერ ითვისებს მისი ასაკისათვის განკუთვნილ მასალას და ამასთან რთულად ემორჩილება დისციპლინას.

სხვა შემთხვევებში  ფსიქიკური განვითარების შეფერხება პირიქით ხასიათდება ემოციები დაქვეითებით. ასეთ სიტუაციაში ბავშვი  უფრო მშიშარაა და მუდმივად რაღაცას გაურბის. ხასიათის ასეთი შტრიხები ქმნის დაბრკოლებას დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებისა და გარემოსთან ურთიერთობის ჩვევების გამომუშავებაში. მაგრამ ასეთ ბავშვებისთვისაც  თამაშები პირველ ადგილზე დგას. ძნელად ეგუებიან სკოლის კოლექტივს, თუმცა მეცადინეობებზე საკმაოდ ბეჯითად იქცევიან.  ასეთი ბავშვების ექიმთან მიყვანის მიზეზი ხდება ურთიერთობაში სიძნელეები.

ფსიქიკური განვითარების შეფერხების მკურნალობა

 გამოცდილება ადასტურებს, რომ პრაქტიკულად ყველა ბავშვი, ვისაც აღენიშნება ფსიქიკური განვითარების შეფერხების მსუბუქი ფორმა, დროთა განმავლობაში ახერხებს დაეწიონ თანატოლებს. ადაპტაციისპროცესში უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ პირველ ეტაპზე ცოდნისა და ჩვევების ათვისებასთან დაკავშირებული  სიძნელეები არ მიეწეროს სიზარმაცეს ან ბავშვის ცუდ ხასიათს. მშობლებისა და პედაგოგების სწორი მიდგომის საფუძველზე შესაძლებელია აღნიშნული მდგომარეობის სწრაფად და ეფექტურად გადალახვა

….

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია
იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა ამ გვერდზე
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

გაფრთხილება