კუჭუკანა ჯირკვლის კარცინოიდი
კუჭუკანა ჯირკვლის კარცინოიდი –– ნეიროეპითელური სიმსივნეა, რომელიც წარმოიქმნება არგენტაფილური უჯრედებისგან (კულჩიცკის უჯრედები). >>>>
ლოკალიზდება მუცლის ღრუს ორგანოებში, მათ შორის კუჭქვეშა ჯირკვალში.
კუჭუკანა ჯირკვლის კარცინოიდი – კლინიკური სურათი. კლინიკური სურათი განპირობებულია სიმსივნის არსებობით და მას თან ახლავს კარცინოიდული სინდრომი: საკვების მიღების შემდეგ ცხიმის შეგრძნება, გულისრევა, სისუსტე, ოფლიანობის მომატება, არტერიული წნევის დაკლება, ცემინების შეტევა, კუჭნაწლავის დისფუნქცია.
კუჭუკანა ჯირკვლის კარცინოიდი – დიაგნოსტიკა. დიაგნოსტიკა ეფუძნება კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ულტრაბგერით, ციტოლოგიურ და ჰისტოლოგიურ გამოკვლევებს.
კუჭუკანა ჯირკვლის კარცინოიდი – მკურნალობა. მკურნალობა ქირურგიულია.
პროგნოზი. კეთილთვისებიანობის დროს პროგნოზი კეთილსაიმედოა, ავთვისებიანი კარცინოიდის დროს არაკეთილსაიმედოა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988