მანგანოტის აბრაზიული პრეკანცეროზული ქეილიტი

მანგანოტის აბრაზიული პრეკანცეროზული ქეილიტი

მანგანოტის აბრაზიული პრეკანცეროზული ქეილიტი (cheilitis abrasiva praecancerosa Manganotti) – ქვედა ტუჩის სიმსივნის წინა ობლიგატური მდგომარეობა. ხშირია ასაკოვან მამაკაცებში. ამ დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტრავმის ფაქტორები (მექანიკური, ქიმიური, ფიზიკური). >>>>

მანგანოტის აბრაზიული პრეკანცეროზული ქეილიტის სიმპტომები:

დაავადება ხასიათდება ქვედა ტუჩის წითელ არშიაზე ერთი იშვიათად რამდენიმე ეროზიის გაჩენით. ჩვეულებრივ ეროზია განთავსდება ტუჩის გვერდით უბნებში, იშვიათად ცენტრში ან პირის კუთხეში. ეროზიას აქვს ოვალური ან არასწორი ფორმა, გლუვი ზედაპირით, წითელი ფერით. ის განთავსდება ზედაპირულად, ზოგჯერ დაფარულია სისხლიანი ან სეროზული ქერქით, რომელიც ძნელად სცილდება და ამის შედეგად აღინიშნება სისხლდენა. ქერქით დაუფარავ ეროზიებს არ ახასიათებს სისხლდენა. ეროზიის ძირში და ირგვლივ ქსოვილოვანი სიმკვრივე არ აღინიშნება. მანგანოტის ქეილიტის დროს ეროზიები უმტკივნეულოა ან ნაკლებად მტკივნეულია. ზოგჯერ ის წარმოიქმნება მცირე ანთების ფონზე, რომელიც განსხვავდება არამდგრადობით. მანგანოტის ქეილიტი განსხვავდება დუნე და მძიმე მიმდინარეობით, ძნელად ექვემდებარება წამლისმიერ თერაპიას. ეროზიები შეიძლება არსებობდეს ხანგრძლივად, ზოგჯერ სპონტანურად ეპითელიზირდება მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ისევ ჩნდება იმავე ან სხვა ადგილას. მანგანოტის ქეილიტის დროს ეროზიის ეპითელიზაციის დრო ვარირებს 3 თვიდან 2 წლამდე.

მანგანოტის აბრაზიული პრეკანცეროზული ქეილიტის მიმდინარეობის ხანგრძლივობა მის სიმსივნედ ტრანსფორმაციამდე ინდივიდუალურია. შეიძლება ადრე დადგეს მისი ავთვისებიანობის პროცესი ( 4-6 თვის შემდეგ); ზოგ ავადმყოფში ის დგება დაავადების დაწყებიდან 5-7 წლის შემდეგ.

სიმსივნედ ტრანსფორმაციის დაწყების მანიშნებელი კლინიკური ნიშნები: ეროზიის ფუძეში ან ირგვლივ სიმკვრივის გაჩენა, მის ზედაპირზე დვრილისებრი წარმონაქმნები, სუსტი ტრავმირების შემდგომი სისხლდენა. ჰიპერკერატოზი ეროზიის ირგვლივ.

ჰისტოლოგიური გამოკვლევისას დგინდება ეპითელიუმის მოსაზღვრული პროლიფერაცია დეფექტით მის ცენტრალურ ნაწილში. ეროზიის მხარეებში ეპითელიუმი არის აკანთოზის მდგომარეობაში. ფართე ეპითელური გამონაზარდები ღრმად ჩაიზრდება ქვეშმდებარე სტრომაში. წვეტიანი შრის უჯრედები იმყოფებიან პლექსაციის და ატიპიის სხვადასხვა ხარისხში. სტრომაში არის დიფუზური ინფილტრატი, რომელიც შედგება ლიმფოციტებისგან, პლაზმური უჯრედებისა და ჰისტიოციტებისგან.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..