მწვავე მეგაკარიობლასტური ლეიკოზი

მეგაკარიობლასტური ლეიკოზი

მწვავე მეგაკარიობლასტური ლეიკოზისთვის დამახასიათებელია ძვლის ტვინსა და სისხლში მეგაკარიობლასტების არსებობა-ჰიპერქრომულბირთვიანი უჯრედების, ძაფისებრი გამონაზარდების მქონე ვიწრო ციტოპლაზმით, ასევე არადიფერენცირებულ ბლასტების. არც თუ ისე იშვიათად, სისხლსა და ძვლის ტვინში აღინიშნება მახინჯი მეგაკარიოციტები და მათი ბირთვების ნაწილაკები. მწვავე მეგაკარიობლასტური ლეიკოზი-ბავშვების მწვავე ლეიკოზის ყველაზე ხშირი სახეობაა 21-ე ქრომოსომის ტრისომიით (დაუნის სინდრომი). >>>>

ხშირად მეგაკარიობლასტური ლეიკოზი ძვლის ტვინის ფიბროზს (მწვავე მიელოლეიკოზი) ჩაენაცვლება. რთულად ექვემდებარება თერაპიას, ამიტომ პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.

მწვავე მეგაკარიობლასტური ლეიკოზი პათოგენეზი:

მეგაკარიობლასტების ელექტრონული მიკროსკოპიით შესწავლისას, მიელოპეროქსიდაზას ციტოქიმიური შეღებვისას, აღმოჩენილი იყო ფერმენტის სპეციფიკური ლოკალიზაცია (Breton – Gorius). ზემოაღნიშნული მეთოდი გამოიყენება მეგაკარიობლასტების იდენტიფიცირებისთვის. უჯრედების მეგაკარიობლასტური ბუნება დგინდება არა მხოლოდ ელექტრონული მიკროსკოპიით პეროქსიდაზას ციტოქიმიური გამოკვლევით, არამედ ანტიპლასტური ანტიშრატების დახმარებით, რომლებიც მოცემული რიგის უჯრედებზე გამოავლენენ სპეციფიკურ მარკერებს.

ამ ფორმის დროს სისხლსა და ძვლის ტვინში აღინიშნება მახინჯი მეგაკარიოციტები, მათი ბირთვების ნაწილაკები და თრომბოციტები. როგორც წესი, სისხლში თრომბოციტების რაოდენობა ნორმას აღემატება.

მწვავე მეგაკარიობლასტური ლეიკოზი სიმპტომები:

მწვავე მეგაკარიობლასტური ლეიკოზის კლინიკური სურათი არ ხასიათდება სპეციფიკურობით. დაავადების გამოსავალში აღინიშნება მიელოპოეზის მორჩების ზრდის შეფერხება და ტერმინალური სტადიის სხვა ნიშნები. მწვავე მეგაკარიობლასტურ ლეიკოზს ზოგ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს მწვავე დაბალპროცენტული ლეიკოზისთვის დამახასიათებელი კლინიკურ-ჰემატოლოგიური სურათი, ხოლო ძვლის ტვინის ჰისტოლოგიის მიხედვით-მიელოფიბროზის სურათი. მეგაკარიობლასტური ლეიკოზის ეს ფორმა ხასიათდება ძვლის ტვინსა და სისხლში ბლასტური უჯრედების დაბალი პროცენტით, ძვლის ტვინის პოლიმორფულ-უჯრედოვანი შემადგენლობით, არც თუ ისე იშვიათად ძვლის ტვინში გამოხატული  მეგაკარიოციტოზითა და დიფუზური მიელოფიბროზით, ზოგჯერ ოსტეომიელოსკლეროზით. მიელოფიბროზი, როგორც წესი, დაავადების მსვლელობისას ძვლის ტვინის პუქტატის აღების საშუალებას არ იძლევა. სისხლში გამოსული ბლასტური უჯრედების ციტოლოგიური და ციტოქიმიური ანალიზი, ძირითადად არ ავლენს რომელიმე სისხლმბადი მორჩებისადმი მათ მიკუთვნებას.

მწვავე ლეიკოზი ეს ფორმა რთულად განირჩევა თანმხლები სუბლეიკემიური ლეიკოზისგან და ძვლის ტვინში და სისხლში ბლასტური უჯრედების ადრეული წარმოქმნით.

მიელოფიბროზი და იშვიათად გაყოფადი ბლასტების დაბალი შემცველობა ართულებს ციტოსტატიკურ თერაპიას, რომელიც აუცილებელია ღრმა ციტოპენიის გამო. შემთხვევათა უმეტესობაში ციტოსტატიკური თერაპია არ იძლევა კარგ ეფექტს და აღრმავებს ციტოპენიის პროცესს. მიელოფიბროზით გამოხატული, მწვავე მეგაკარიობლასტური ლეიკოზის მკურნალობის უფრო ეფექტური მეთოდია  ძვლის ტვინის გადანერგვა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები