პროლიმფოციტარული ლეიკოზი

პროლიმფოციტარული ლეიკოზი

პროლიმფოციტარული ლეიკოზი ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკოზის ვარიანტია უფრო მსხვილი და ნაკლებად დიფერენცირებილი უჯრედებით. >>>

პროლიმფოციტარული ლეიკოზი პათოგენეზი:

განარჩევენ პროლიმფოციტარული ლეიკოზის შემდეგ ვარიანტებს:

  • B-უჯრედული ვარიანტი-მეტად გავრცელებული;
  • T-უჯრედული ვარიანტი-იშვიათია; ჰელპერების სუბპოპულაციები გვხვდება ხშირად სუპრესორული სუბპოპულაციები.

პროლიმფოციტარული ლეიკოზი დიაგნოსტიკა:

პროლიმფოციტარული ლეიკოზი დროსპერიფერიულ სისხლში და ძვლოვანტვინოვან პუნქტატში ჭარბობს პროლიმფოციტები (55%-ზე მეტი). დაავადებულთა 75-80%-ში  პათოლოგიურ უჯრედებს გააჩნია B-უჯრედული ფენოტიპი, რომლებიც თავისი ბიოლოგიური დახასიათებით უფრო მწიფე ლიმფოიდური ელემენტებია, ვიდრე ლიმფოციტები ტიპიური B-უჯრედული ქრონიკული ლიმფოლეიკოზის დროს. დაავადებილთა 20-25%-ში უჯრედებს გააჩნია T-უჯრედული ფენოტიპი, ასეთ შემთხვევაში დაავადება უფრო რთულად მიმდინარეობს, გამომჟღავნებული ლეიკოციტოზით, მალე პროგრესირებს, თერაპია ნაკლებადაა ეფექტური.

პროლიმფოციტარული ლეიკოზი დამახასიათებელი თავისებურებაა-უმნიშვნელოდ გადიდებული ლიმფური კვანძების არსებობისას გამოხატული ლეიკოციტოზი და სპლენომეგალია, ასევე ციტოსტატიკების მიმართ მდგრადობა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..